პროფესიონალი ექიმი და საუკეთესო ადამიანი ხართ ბატონო გიორგი
იდეალური პირობები, იდეალური პერსონალი და უსაზღვრო ყურადღება!!!
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) ამიერკავკასის სამედიცინო სამსახურის ლიდერი იყო გასული საუკუნის 70 წლებიდან. ეს იყო სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ახსოვს ქართული და არამარტო ქართული მედიცინის კორიფეები. დღესაც კლინიკაში მოღვაწეობენ წამყვანი ქართული სამედიცინო სკოლების აღიარებული ლიდერების-ეგნატე ფიფიას, კონსტანტინე ჩაჩავას, ზაალ კასინის, ნოდარ ბოხუას, გივი გონჯილაშვილის, ნოდარ ხერხეულიძის, ნუგზარ ტატიშვილის , გივი ბახტაძის და მრავალ სხვათა აღზრდილები და მათი შესანიშნავი ტრადიციების გამგრძელებლები. დიღმის საავადმყოფო სამედიცინო დაწესებულებათა ნაირფეროვან კლასტერში თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ შეინარჩუნა ტრადიციული სამედიცინო ბრენდის პრიორიტეტები და ამავდროულად სრულად განაახლა ტექნოლოგიური ბაზა. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო დღესდღეობით ტრადიციების მყარ ფუნდამენმტზე დაფუძნებული ინოვაციური ტიპის კლინიკაა რომელშიც საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების ყველა უახლესი ნაბიჯია ასახული. თამამად შეიძლება ითქვას რომ კლინიკა მდიდარ ტრადიციულ ფასეულობებზე დაყრდნობით მუდმივ განახლებადი სამედიცინო მომსახურეობის პრინციპების მატარებელია.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით, 7 საოპერაციო დარბაზი, რეანიმაცია და სტაციონარი. კლინიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ქირურგია წარმოადგენს. კლინიკაში არსებული ლაპაროსკოპიული ქირურგიის ცენტრი აღჭურვილია სრულად და დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით, ცენტრში ხორციელდება ყველა სახის და სირთულის ქირურგიული ოპერაციები უახლესი FULL HD ტექნოლოგიებით.
ქირურგიულ ნაწილში ასევე წარმოდგენილია ბარიატრიული ქირურგია წონის კორექციის ქირურგია, მეტაბოლური ქირურგია (დიაბეტი ტიპი-2 ის ქირურგია), ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, პროქტოლოგია.
2014 წლის ნოემბრიდან „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტების უახლესი აპარატურით აღჭურვილი ნეიროქირურგიული ცენტრი.
პირველად ამიერკავკასიაში, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაინერგა Medtronic-ს წარმოების ნეირო მონიტორინგის სისტემა, რისი მეშვეობითაც საშუალება გვაქვს ინტრაოპერაციულად ვაწარმოოთ მონიტორინგი, რაც მნივნელოვანია პოსტოპერაციული ტრამვების შესამცირებლად.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი უახლესი ბრენდების მიერ წარმოებული აპარატურით, დიაგნოსტიკურ ნაწილში წარმოდგენილია: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევები, რენტგენოგრაფია, ენდოსკოპია, ენცეფალოგრაფია.
კლინიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს თბილისის ცენტრალური ლაბორატორია რომლის ანალოგი სულ რამდენიმეა ამიერკავკასიაში.
თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები: