კლინიკაში ძალიან კარგი გუნდია, არის უშუალო და თბილი გარემო. არაერთი მართლაც მაღალი დონის სპეციალუსტია, ჩემი განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო კარდიოლოგ ბატონ პეტრე ხაჯიდისის, რადიოლოგ ქალბატონი სოფო პატარაძის, ოფთალმოლოგების, ელექტოკარდიოგრაფიის და ექოკარდიოგრაფიის სპეციალისტების მიმართ . სამწუხაროდ, ეჭვქვეშ დავაყენებ ნევროპათოლოგ ლია ჯანელიძის პროფესიონალიზმს, რომელმაც დამინიშნა მედიკამენტი ექვსი ერთეული. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის კუნთში გასაკეთებელი რეცეპტული პრეპარატი და ინსტრუქციის მიხედვით გამოყენება 2 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. მას აქვს მნიშვნელოვანი უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები — მათ შორის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წნევის მატება, თირკმლის პრობლემები და კორტიკოსტეროიდთან დაკავშირებული გართულებები. პრეპარატი დამინიშნა ისე, რომ არ გამოუკვლევია არცერთი გარემოება რაც პრეპარატის უკუჩვენებას იწვევს. მისი მხრიდან უგულებელყოფილი იქნა განსაკუთრებული მითითებები, რომელიც პრეპარატის ანოტაციაშია მითითებული. ასე რომ, გთხოვთ, ქალბატონი ლიას მიერ გაცემული დანიშნულებები პროფესიონალებს გადაამოწმებინოთ. ვწუხვარ, რომ არც თუ სასურველი ინფორმაციის მოწოდება მიწევს, მაგრამ ვფიქრობ, სხვა შეიძლება ჩემსავით დაკვირვებული პაციენტი არ აღმოჩნდეს, მიიღოს დანიშნულება, რომელიც წამლად არა მაგრამ საწამლავად ექცეს.
მაღალი დონის მომსახურება. ყურადღებიანი და პროფესიონალი პერსონალი. მადლობა თქვენ
დახვედრა ადამიანური. ღიმილით.სისუფთავე და თითქმის ყველა გამოკვლევა ერთ სივრცეში