newhospitals
რა არის გინეკოლოგია - რეპროდუქტოლოგია

გინეკოლოგია


თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ქალი იტანჯება გინეკოლოგიური დაავადებებით, და რაც ყველაზე მეტად დამახასიათებელია ამ ვითარებისთვის, არის ის, რომ დაავადებულთა ასაკი წლიდან-წლამდე „ახალგაზრდავდება“. შემაშფოთებელი სტატისტიკაა იმ მხრივაც, რომ გინეკოლოგიური დაავადბების ფაქტები ვლინდება სკოლამდელ და მოზარდ გოგონებშიც. 

უნდა აღინიშნოს, რომ გინეკოლოგიურ დაავადებებს ხშირ შემთხვევაში სიმპტომები არ გააჩნია, რომლითაც ადამიანი შეძლებდა ყურადღების მიქცევას და ექიმთან დროულად მისვლას, ხოლო შედეგები კი ძალიან სავალალო აქვს. აქედან გამომდინარე, გახშირებულია ისეთი ფაქტები, რომელთა დროს ხდება გინეკოლოგიური დაავადბების გვიან აღმოჩენა და შესაბამისად მედიცინა უკვე უძლურია წინააღმდეგობა გაუწიოს დაავადების მიერ გამოწვეულ შედეგებს. განსაკუთრებით მოქმედებს ასეთი ჩუმი გინეკოლოგიური დაავადებების პროცესები შემდგომ უშვილობაზე და სწორედ ამიტომ, აუცილებელია პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება. 


აქვე ხაზი უნდა გავუსვათ და შევეხოთ ე.წ. ქალური დაავადებების სამ ყველაზე რთულ და გავრცელებულ ფორმას, ესენია - ანთბითი, ჰორმონალური და დისტროფიული დაავადებები. 

პირველ შემთხვევაში, დაავადების გამომწვევი მიზეზი არის პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც გადაეცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით. ჰორმონალური გინეკოლოგიური დაავადებების წარმოშობა ხდება შიდა სეკრეციული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას. დისტროფიული დაავადებები კი გულისხმობს სხვადასხვა ტიპის კისტას, წარმონაქმნებს და სიმსივნეებს. 
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გინეკოლოგიური პრობლემები ძალიან საყურადღებოა, რადგან თუ არ მოხდება რომელიმე გინეკოლოგიური დაავადების ბოლომდე სრულფასოვნად მკურნალობა, სრულიად შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების განვითარება მოხდეს, რაც თავის მხრივ ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება და ლეტალურ შედეგს იწვევს. 

უკვე აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეებიდან გამომდინარე, საჭირო ქალი რეგულარულად იტარებდეს გამოკვლევებს ექიმ-გინეკოლოგთან და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობის პროცედურებით არ გაერთოს, რადგამ მხოლოდ ლიცენზირებულ და პროფესიონალ სპეციალისტს შეუძლია დანიშნოს სწორი და ეფექტური მკურნალობა. გამოცდილი ექიმი მკურნალობას ნიშნავს პაციენტის საერთო მდგომარეობის, მისი დაავადების თავისებურებების და სხვა დაავადებების არსებობა/არარსებობის გათვალისწინებით.
ჩვენი გუნდი ზრუნავს იმისათვის, რომ საშუალება გქონდეთ გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, დროულად მიმართოთ პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტს და მაქსიმალურად დაზოგოთ დრო თქვენთვის ხელსაყრელ დღეს და ადგილას ექიმთან ვიზიტზე ჩაწერისთვის. ჩვენი ვებ-გვერდის დახმარებით თქვენ უსწრაფესად შეძლებთ მოიძიოთ ინფორმაცია პროფესიონალი ექიმების და იმ სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, სადაც გინეკოლოგია სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალშია.

tsamali.ge გისურვებთ ჯანმრთელობას!

ამბულატორია 31 ანგიოლოგია 35 გინეკოლოგია - რეპროდუქტოლოგია 211 გასტროენტეროლოგია 19 დიაგნოსტიკა 240 დერმატოლოგია 81 ენდოკრინოლოგია 119 ესთეტიკური მედიცინა 135 ვეტერინარია 11 თერაპია 66 იმუნოლოგია 32 კარდიოლოგია 133 ლაბორატორია 184 მამოლოგია 24 მრავალპროფილური კლინიკა 15 ნარკოლოგია 12 ნევროლოგია 77 ნეფროლოგია 13 ონკოლოგია 64 ოტორინოლარინგოლოგია 47 ოფთალმოლოგია 103 ორთოპედია 20 პედიატრია 105 პროქტოლოგია 21 პულმონოლოგია 8 რადიოლოგია 53 რევმატოლოგია 25 რეაბილიტაციის ცენტრი 44 სამშობიარო სახლი 34 სტომატოლოგია 256 სამედიცინო ცენტრები 69 სექსოლოგია 4 ტრავმატოლოგია 44 უროლოგია 65 ფსიქოლოგია 44 ფსიქიატრია 8 ქირურგია 219
ყველა

კლინიკები





უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.