ჩვენს შესახებ

სამედიცინო პორტალი tsamali.ge არის უდიდესი ბაზის მქონე უფასო ონლაინ-სერვისი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სასურველი სამედიცინო დაწესებულების და ექიმის შესახებ.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ყველა პაციენტს ნებისმიერ დროს მოძებნოს საჭირო მიმართულების ექიმი ან კლინიკა და სწრაფად ჩაეწეროს მიღებაზე!
ჩვენ ერთ სივრცეში ვუყრით თავს ყველა სამედიცინო დაწესებულებას და მოქმედ ექიმს, საშუალებას გაძლევთ სწრაფად ჩაეწეროთ ნებისმიერ სპეციალისტთან, შეარჩიოთ სამედიცინო დაწესებულება ან ექიმი ფასის, ადგილმდებარეობის, რეიტინგისა და გამოხმაურებების მიხედვით. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ უნიკალური პარტნიორული შეთავაზებები და სამედიცინო კლინიკებში არსებული მიმდინარე ფასდაკლებები და აქციები - ან უბრალოდ დარეკოთ ჩვენს ქოლ-ცენტრში, სადაც ჩვენი ოპერატორები სწრაფად გიპასუხებენ და დაგეხმარებიან ყველა საკითხის მოგვარებაში, რეკომენდაციას გაგიწევენ შესაბამისი სპეციალისტის შერჩევასა და მასთან ვიზიტზე ჩაწერაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში აგიხსნიან როგორ უნდა მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე.
თუ ჩვენი პორტალით ჩაეწერებით ექიმთან ვიზიტზე, შესაძლებლობა გექნებათ უფასოდ ისარგებლოთ ჩაწერის დასტურის და შეხსენების სერვისით, რასაც sms-შეტყობინების სახით მიიღებთ თქვენს მობილურზე;
იმისათვის, რომ ჩვენი სერვისი მუდმივად დაიხვეწოს და ორიენტირებული იყოს პაციენტების ინტერესებზე, და ასევე ხელი შეუწყოს სამედიცინო დაწესებულებებისა და მედ-პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების განვითარებას და დახვეწას, ჩვენს პორტალზე გააქტიურებულია ფუნქცია - „შეფასება“, სადაც ნებისმიერ პაციენტს შეუძლია გამოთქვას თავისი მოსაზრება, შენიშვნა, პოზიცია და შეაფასოს კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის მიერ გაწეული მომსახურების დონე. ამ გზით ჩვენ ვცდილობთ მოვაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია, გადავამუშაოთ და ვიზრუნოთ სერვისის გაუმჯობესებაზე. ნებისმიერი თქვენგანის აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლინიკისა და ექიმის რეიტინგზე; თქვენი აქტივობა და გამოხმაურება ხელს უწყობს და ეხმარება სხვა ადამიანებს გააკეთონ სწორი არჩევანი ჩვენს პორტალზე სამედიცინო მომსახურების შერჩევისას.


ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზნებია:


  პაციენტების ინტერესების დაცვა
ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა — თითოეული პაციენტი იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მისი ჯანმრთელობა საიმედო ხელშია! ამისათვის ჩვენ საგულდაგულოდ ვამოწმებთ ჩვენს პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას ექიმებისა და კლინიკების შესახებ და მომხმარებლებისთვის წარმოვადგენთ სამედიცინო დაწესებულებებისა და მედ-პერსონალის ობიექტურ რეიტინგს.


  პროფესიონალი ექიმების მხარდაჭერა
სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების შესახებ შეგროვილი და პორტალზე წარმოდგენილი ინფორმაცია არის გადამოწმებული. ჩვენ ვადგენთ რეიტინგის უნიკალურ სისტემას იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლების არჩევანი ეფუძნებოდეს არა რეკლამას, არამედ ობიექტურ და გადამოწმებულ მონაცემებს.


  სერვისის მუდმივი დახვეწა
პაციენტების გამოხმაურებები და რჩევები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი დახმარებით შესაძლებლობა გვეძლევა გავაუმჯობესოთ არამარტო ჩვენი სერვისი, არამედ სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების მომსახურების დონეც, რადგან თითოეული გამოხმაურება ეკუთვნის რეალურ მომხმარებელს, რომლებიც იმყოფებოდნენ ვიზიტზე სამედიცინო დაწესებულებაში ან ექიმთან. შესაბამისად, ყოველი გამოხმაურება ზეგავლენას ახდენს კლინიკისა და ექიმის რეიტინგზე, ასევე ეხმარება სხვა პაციენტებს გააკეთონ სწორი არჩევანი და ამით მიიღონ საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურება.


მომსახურების მაღალ ხარისხის დაცვა და ინოვაციების დანერგვა
ჩვენი გუნდი თვლის, რომ დადგა ცვლილებების და ინოვაციების დანერგვის დრო! აუცილებელია შეიცვალოს ჯანდაცვის სისტემაში სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული მოძვლებული წარმოდგენები! გამჭვირვალე რეიტინგის, სამედიცინო დაწესებულებებსა და სპეციალისტებზე სრული და სანდო ინფორმაციის წარმოდგენის წყალობით, თითოეულ პაციენტს შესაძლებლობას ვაძლევთ თავად შეარჩიოს კლინიკა და ექიმი მისთვის ხელსაყრელი ტერიტორიული მდებარეობის და სამედიცინო მიმართულების მიხედვით, გადახედოს სხვა პაციენტების გამოხმაურებებს და არჩევანის შემდეგ ჩაეწეროს ექიმთან ვიზიტზე - ყველაფერი ეს ჩვენი სერვისის დახმარებით კეთდება სწრაფად, კომფორტულად და რაც მთავარია - ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯის გარეშე!


სამედიცინო პორტალი tsamali.ge გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს!


უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.