C ვიტამინი

C ვიტამინი

188 ნახვა

ვიტამინი C, ასევე ცნობილი როგორც L-ასკორბინის მჟავა, არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ზოგიერთ საკვებში, ემატება სხვებს და ხელმისაწვდომია როგორც საკვები დანამატი. ადამიანებს, ცხოველების უმეტესობისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ C ვიტამინის ენდოგენური სინთეზირება, ამიტომ ის კვებითი რაციონის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

ვიტამინი C აუცილებელია კოლაგენის, L-კარნიტინისა და ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის ბიოსინთეზისთვის; ვიტამინი C ასევე მონაწილეობს ცილის მეტაბოლიზმში. კოლაგენი არის შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცებაში. ვიტამინი C ასევე არის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ანტიოქსიდანტი და ასევე სხვადასხვა კვლევებით ნაჩვენებია, რომ აღადგენს სხვა ანტიოქსიდანტებს ორგანიზმში, მათ შორის ალფა-ტოკოფეროლს (ვიტამინი E). 

 

ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, რომლის მიხედვით ვიტამინი C, თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედების შეზღუდვით მისი ანტიოქსიდანტური მოქმედებით, შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეაფერხოს გარკვეული ტიპის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სხვა დაავადებების განვითარებას, რომლებშიც ოქსიდაციური სტრესი გამომწვევ როლს თამაშობს. ბიოსინთეზური და ანტიოქსიდანტური ფუნქციების გარდა, ვიტამინი C მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ ფუნქციაში და აუმჯობესებს არაჰემური რკინის შეწოვას (რკინის ერთგვარი ფორმა, რომელიც გვხვდება მცენარეულ საკვებში). 

 

C ვიტამინის პერორალური მიღება წარმოქმნის კონცენტრატებს ქსოვილებში და პლაზმაში, რომლებიც მჭიდროდ კონტროლდება ორგანიზმის მიერ. C ვიტამინის დაახლოებით 70-90% შეიწოვება ზომიერი მიღებით 30-180 მგ/დღეში. თუმცა დღეში 1გ-ზე მეტი დოზით მიღება, ამცირებს აბსორბციას 50%-მდე და აბსორბირებული არამეტაბოლიზებული ასკორბინის მჟავა გამოიყოფა შარდში.

 

მოზრდილებში C ვიტამინის დეფიციტი ჩვეულებრივ გამოწვეულია

 

  • დიეტა C ვიტამინის დაბალი შემცველობით

 

მაგალითად, C ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს საკვებ რაციონში ახალი ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობის გამო. გარდა ამისა, საკვების მომზადების დროს შეიძლება განადგურდეს არსებული C ვიტამინის ნაწილი.

 

შემდეგმა მდგომარეობებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს С ვიტამინზე მოთხოვნა და C ვიტამინის დეფიციტის რისკი:

 

  • ორსულობა
  • ლაქტაცია
  • დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ცხელებით და ანთებითი პროცესებით
  • ჰიპერთირეოზი
  • ფაღარათი, რომელიც გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში
  • ოპერაციული ჩარევები
  • დამწვრობა
  • თამბაქოს მოხმარება (ზრდის ორგანიზმის მოთხოვნას C ვიტამინზე 30%-ით.)

 

სურავანდი (სკურვი)

C ვიტამინის მძიმე დეფიციტი იწვევს სურავანდს. ჩვილებში სურავანდი იშვიათია, რადგან დედის რძე ჩვეულებრივ შეიცავს საკმარის C ვიტამინს და ჩვილების ხელოვნური საკვები გამდიდრებულია ამ ვიტამინით. სურავანდი შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლის მომხმარებლებში და ხანდაზმულებში, რომლებსაც არასრულფასოვანი კვება აქვთ.

 

C ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები

 

მოზრდილებში C ვიტამინის ნაკლებობა იწვევს: 

  • დაღლილობას; 
  • სისუსტეს; 
  • გაღიზიანებადობას;
  • წონაში კლება; 
  • სახსრების და კუნთების ტკივილი;
  • იშვიათ შემთხვევაში შემაერთებელი ქსოვილის სისუსტე და კაპილარების მყიფეობა

სურავანდის სიმპტომები ვითარდება C ვიტამინის რამდენიმე თვიანი დეფიციტის შემდეგ. ამ დროს შეიძლება განვითარდეს კანქვეშ სისხლდენა (განსაკუთრებით თმის ფოლიკულების გარშემო ან სისხლჩაქცევების სახით), ღრძილების ირგვლივ და სახსრებში. ღრძილები შეშუპებულია, იასამნისფერი და სპონგური ხდება. კბილები დროთა განმავლობაში იშლება. თმა ხდება მშრალი, მტვრევადი და ხვეული (როგორც საცობი), კანი კი ხდება მშრალი, უხეში და აქერცლილი. შეიძლება აღინიშნებოდეს ფეხების შეშუპება, განვითარდეს ანემია, ასევე ინფექციები, რა დროსაც აღინიშენა ჭრილობების შეხორცების გაძნელება.

ჩვილები შეიძლება იყვნენ გაღიზიანებულები, აქვთ ტკივილი მოძრაობის დროს, აღენიშნებათ მადის დაქვეითება, არ იმატებენ წონაში. ჩვილებსა და ბავშვებში ძვლის ზრდა დარღვეულია და შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და ანემია.

 

C ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტიკა

 

  • ფიზიკური გამოკვლევა
  • ზოგჯერ სისხლის ანალიზი
  • ძვლების რენტგენი ბავშვებში
  • სურავანდის დიაგნოზი ემყარება სიმპტომებს. სისხლში C ვიტამინის დონის განსაზღვრა გვეხმარება დიაგნოზის დადგენაში, მაგრამ ეს ტესტი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.
  • ბავშვებში რენტგენის გადაღება ხდება ძვლის ზრდის დარღვევების შესამოწმებლად.

 

C ვიტამინის დეფიციტის პრევენცია

 

  • C ვიტამინის დანამატები
     
  • კვებითი რაციონი ახალი ხილისა და ბოსტნეულის გაზრდილი მოხმარებით.
     
  • სურავანდის შემთხვევაში C ვიტამინის დანამატების მაღალი დოზებით მიღება.

 

C ვიტამინის წყარო:

  •  საკვები დანამატები
  •  საკვები - ხილი და ბოსტნეული C ვიტამინის საუკეთესო წყაროა. ციტრუსები, პომიდორი და ტომატის წვენი, ასევე კარტოფილი C ვიტამინის ძირითადი წყაროა. ასევე წითელი და მწვანე წიწაკა, კივი, ბროკოლი, მარწყვი, ბრიუსელის კომბოსტო და ნესვი. მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინი C ბუნებრივად არ არის მარცვლეულში, მას ემატება გამაგრებული საუზმის მარცვლეული. საკვებში C ვიტამინის შემცველობა შეიძლება შემცირდეს ხანგრძლივი შენახვისა და მომზადების დროს, ვინაიდან ასკორბინის მჟავა წყალში ხსნადია საკვების ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას მასში მცირდება C ვიტამინის შემცველობა. საბედნიეროდ, C ვიტამინის მრავალი საუკეთესო წყარო, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული, ჩვეულებრივ შეგვიძლია მივირთვად უმად. ასევე შემდეგი ზომების მიღება დაგეხმარებათ ამ ვიტამინების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად:
  • ახალი საკვების გაგრილება  (საკვების გაყინული სახით შენახვა)
  • ბოსტნეულის მოხარშვის შემდგომ დარჩენილი წყლის გამოყენება სუპების დასამზადებლად. დღეში ხუთი მრავალფეროვანი ხილისა და ბოსტნეულის საკვებ რაციონში შეტანამ შეიძლება უზრუნველყოს 200 მგ-ზე მეტი C ვიტამინის მიღება.
 

სურავანდის მკურნალობა

 

C ვიტამინის ყოველდღიურად მაღალი დოზით მიღება, რასაც მოჰყვება მკვებავი დიეტა, რომელიც უზრუნველყოფს C ვიტამინის 2-ჯერ მეტი დოზით მიღებას რეკომენდებულ დღიურ რაოდენობასთან შედარებით. დიეტა უნდა მოიცავდეს ხილისა და ბოსტნეულის მიღების გაზრდას.

სიმპტომების უმეტესობა ქრება 1-2 კვირაში. ღრძილების პრობლემები შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

C ვიტამინით ინტოქსიკაცია ძალიან იშვიათია. ზოგიერთი ადამიანი იღებს C ვიტამინს დიდი დოზებით, რადგან ის ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან, რომლებიც ნორმალური უჯრედული აქტივობის ქვეპროდუქტებია და მონაწილეობენ უჯრედებში ქიმიურ რეაქციებში. ზოგიერთმა ამ რეაქციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს. ითვლება, რომ თავისუფალი რადიკალები ხელს უწყობენ ბევრ დაავადებას, როგორიცაა ათეროსკლეროზი, კიბო, ფილტვის დაავადება, გაციება და მეხსიერების დაკარგვა. თუმცა, გაურკვეველია C ვიტამინის მაღალი დოზების მიღება იცავს თუ რაიმე სასარგებლო გავლენას ამ დარღვევებისგან; კვლევების უმეტესობამ არ აჩვენა რაიმე სარგებელი. კატარაქტის საწინააღმდეგო დამცავი ეფექტის მტკიცებულება ყველაზე ძლიერია.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) აუცილებელია ძვლების, კანისა და შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებისთვის, ზრდისა და აღდგენისთვის (რომელიც აკავშირებს სხვა ქსოვილებსა და ორგანოებს ერთმანეთთან და მოიცავს მყესებს, ლიგატებსა და სისხლძარღვებს). ასევე აუცილებელია სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი C ხელს უწყობს ჯანსაღი კბილებისა და ღრძილების შენარჩუნებას, ეხმარება ორგანიზმს რკინის ათვისებაში, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის. ვიტამინი C ასევე ხელს უწყობს დამწვრობისა და ჭრილობების შეხორცებას. 

C ვიტამინის მაღალი დოზები (დღეში 2000 მილიგრამამდე) ზოგადად არ არის ტოქსიკური ჯანმრთელი მოზრდილებისთვის. ზოგჯერ უფრო მაღალი დოზები იწვევს გულისრევას ან დიარეას და არღვევს ორგანიზმში ანტიოქსიდანტური აქტივობის ბალანსს.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.