3.2
გააზიარე

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი -ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა

24
129
123309
3.2
129
რეკომენდაცია
24შეფასება
123309ნახვა
კლინიკის მისამართი
თემურ ხელაშვილი
2021-10-31

უღრმესი მადლობა მედპერსონალს, მათ შორის, ქ-ნ ნინო ღრუბელაშვილს, ასმათ ექიმს, დავითს, ექთნებს- ქეთი კობერიძეს და ყველას, ვინც უმძიმესი მდგომარეობიდან გამომიყვანა და დამაბრუნა ჩემს 5 შვილთან

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირაკლი ქვაცაბაია
2020-11-09

მადლიერება,პროფესიონალიზმი,უზომოდ შეყვარებული უნდა იყო შენი საქმის.იცოდე სწორად იმოქმედო და მაღალ დონეზე დაასრულო შენი სამუშაო.მეც საჭირო დროს მოვხვდი ნამდვილად პროფესინალებთან,ახალგაზრდა და საკმაოდ გამოცდილ ექიმებთან.ჩემი მადლიერებაც მინდა ასე გამოვხატო ბატონ გიორგი დუღაშვილის მიმართ,ასევე მადლობა ერთ მუშტად შეკრულ გუნდს გოგი გოგოლაძეს,დავით სუბელიანს და ომარ ნიკურაძეს, რომელმაც ფეხზე დამაყენეს და მინიმალური გართულებებით,მომანიჭეს ტკივილის გარეშე ცხოვრების გაგრძელება .წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმინობაში.კიდევ ერთხელ გისურვებთ,ყოფილიყავით იმ სიმაღლეზე,რომელზეც ასე თამამად დგახართ და მრავალი პაციენტვისთვის ყოფილიყავით იმედის და სიცოცხლის მბოძებელი. P.S თუ გაგიჩნდათ პრობლემები და დაგჭირდათ ქირურგიული ჩარევა,გირჩევთ თამამად მიმართოდ ამ პროფესიონალ ექიმთა გუნდს.

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლელა ლაფაჩიშვილი
2020-01-03

კომენტარებს გადავხედე და ცოტა არ იყოს დავითრგუნე დედა დღეს მესამედ დავაწვინე ამ კლინიკაში. სტენდირებაზე მინდა გითხრათ, რომ პირველადაც და მეორედაც დედა ძალიან კმაყოფილი იყო რადაგან ექიმიც და ექთნებიც თავზე დასტრიალებდნენ.... ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა რომ პაციენტს ვისაც ოპერაციას უკეთებენ ახლობელს უნდა დართონ ნება, რომ ნაოპერაციებელს (რათქმა უნდა თუ რეამინაციაში არ წევს) თავზე დაადგეს ან ნახოს.იმედია ამჯერადაც კმაყოფილები გამოვალთ. სამივეჯერ სოფიო ნაჭყებია შეგხვდა და დიდი მადლობა მას ყურადღებისთვის უფალმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა რომ ჩემს დედიკოსაც უშველოთ და სხვა პაციენტებსაც

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა  („მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“) ფუნქციონირებს 2009 წლიდან. კლინიკის სტრატეგიას წარმოადგენს მეცნიერების განვითარება და პაციენტებზე ორიენტირებული სწავლება. აქვე ფუნქციონირებს ამბულატორიული და მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც ნებისმიერ პაციენტს შეუძლია მიიღოს სრული მომსახრება. კლინიკას აქვს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო აპარატურა და ჰყავს კვალიფიციური ექიმებისგან შემდგარი გუნდი. აქ მომუშავე ნეიროქირურგები ატარებენ ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებს.

 

კლინიკის მთავარი სამედიცინო განყოფილებებია:

  • ამბულატორია
  • ემერჯენსი
  • სტაციონარი

 

კლინიკის მთავარი სამედიცინო მიმართულებებია:

  • ხერხემალი
  • ნეიროონკოლოგია
  • ენდოვასკულური ქირურგია
  • თავის ტრავმა
  • ჰიდროცეფალიები
  • პერიფერიული ნერვული სისტემა
  • ინსულტი

 

პაციენტებისთვის ხელმისაწვდიმია სამედიცინო სერვისები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:

  • ანალიზები
  • რენტგენოლოგიური დიაგნოსტირება
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია
  • პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია
  • ელექტროენციფალოგრამა
  • კიბერ დანა
  • ქირურგიული მკურნალობა
  • არაქირურგიული მკურნალობა

 

ასევე, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ხდება თავის ტვინისა და ხერხემლის დაავადებების კონსერვატიული (არაოპერაციული, მედიკამენტოზური) მართვა, როგორც სტაციონალურ, ისე ამბულატორიულ რეჟიმში. განყოფილებაში პაციენტები მუდმივად არიან ნევროლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში ტარდება კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტების მიერ (ეპილეპტოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ტრავმატოლოგი, ენდოკრინლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და ა.შ.).

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.