როგორ მოვიქცეთ ტუბერკულიოზით  დაავადებულ პაციენტთან ურთიერთობისას?

როგორ მოვიქცეთ ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტთან ურთიერთობისას?

8319 ნახვა

ტუბერკულიოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია იწვევს და ეს ხშირად პაციენტისთვის ფილტვების გამართულად ფუნქციონირების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია. მსოფლიოში ტუბერკულიოზი გარდაცვალების 10 ყველაზე ხშირ მიზეზს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. ვინაიდან ეს დაავადება უმეტესად საკმაოდ მძიმე გართულებების ფონზე მიმდინარეობს და როგორც წესი, გადამდებიცაა, საზოგადოებაში არაერთი მითი თუ სტერეოტიპი ვრცელდება ტუბერკულიოზიანი პაციენტების მიმართ, ბევრმა კი საერთოდ არაფერი იცის ამ დაავადების სიმპტომებისა თუ რისკ-ფაქტორების შესახებ. ცნობიერების ამაღლება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად კლინიკებში მიმართვიანობა არც ისე მაღალია მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ერიდებიან გარშემომყოფების შემაწუხებელ მზერას ან უტაქტო შეკითხვებს, თავს იკავებენ სპეციალისტთან გასაუბრებისგან, რადგან შიშობენ, რომ ტუბერკულიოზის დადასტურების შემთხვევაში საზოგადოებისგან გარიყულად იგრძნობენ თავს. დღევანდელ სამყაროში არასწორი ინფრომაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება, ამიტომ ადამიანი ხშირად დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდება, რაც განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობის საკითხების განხილვისას. სტატიაში გაეცნობით იმ ძირითად მითებსა და ფაქტებს, რომლებიც ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს საზოგადოებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ თვითონ ამ დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რა არის გამომწვევი მიზეზები, როგორ შეგვიძლია თავის დაცვა და ა.შ. თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ტუბერკულიოზზე ეჭვობთ, გახსოვდეთ, რომ საშიში არაფერია, ჩაეწერეთ სპეციალისტთან კონსულტაციაზე და ნუ დაუჯერებთ გადაუმოწმებელ ინფრომაციას.

 

  • მითი: ტუბერკულიოზი მემკვიდრეობითია

ფაქტი: ტუბერკულიზის განვითარების დროს გენეტიკას არანაირი როლი არ აქვს, და იგი ძირითადად დაავადებულთან ახლო კონტაქტით გადადის. ამ ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას ჩამოსაყალიბებლად ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ გარკვეული პერიოდი სჭირდება.

  • მითი: თუ ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანი ახველებს, დაავადება გადაგედება

ფაქტი: მართალია ტუბერკულიოზი ხველებით ან ცემინებით ვრცელდება, თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა, მთავარია თავი აარიდოთ დაავადებულთან ხშირ მჭიდრო კავშირს ან ურთიერთობისას თავის დასაცავად გამოყენეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია.

  • მითი: ტუბერკულიოზის მხოლოდ ერთი სახეობა არსებობს

ფაქტი: სინამდვილეში ტუბერკულიოზის ორი ტიპია ცნობილი: ფილტვის და ფილტვგარეშე. ყველაზე გავრცელებული ფილტვის ტუბერკულიოზია, რომელიც სწორედ ამ ორგანოს მუშაობაზე ახდენს გავლენას, თუმცა გარკვეულწილად შესაძლოა თავის ტვინის, ლიმფური კვანძების, კუნთებისა თუ ძვლების პრობლემებიც გამოიწვიოს. როდესაც ბაქტერია მოქმედებს სხვა სასიცოცხლო მაჩვენელებზე, ამ მდგომარეობას ფილტვგარეშე ტუბერკულიოზი ეწოდება.

  • მითი: ტუბერკულიოზისგან განკურნებს შემდეგ, მისი ხელახლა განვითარება შეუძლებელია

ფაქტი: მაშინაც კი, თუ ტუბერკულიოზისგან ერთხელ განიკურნეთ, შესაძლოა ინფექცია მალევე ისევ შემოიჭრას თქვენს ორგანიზმში, ამიტომ კარგად დარწმუნდით, რომ მკურნალობის პროცესში ექიმების მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ.

  • მითი: ტუბერკულიოზს მარტივად ამოიცნობთ სიმპტომებით

ფაქტი: სინამდვილეში ტუბერკულიოზთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ისაა, რომ უმეტესად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად დაგვიანებულიცაა სპეციალისტთან მიმართვაც. ტუბერკულიოზი შესაძლოა უნაყოფობის მიზეზი გახდეს, ზოგჯერ პაციენტებს ასეთ დროს ძლიერი ოფლიანობა, ხველა, უმადობა და წონის უეცარი კლება ახასიათებთ.

  • მითი: ტუბერკულიოზის თავიდან აცილება შესაძლებელია

ფაქტი: ეს ნაწილობრივ მართალიცაა, თუმცა ამ დაავადების პრევენციისთვის ეფექტური ვაქცინა არ არსებობს, თანაც აცრა მხოლოდ გარკვეულწილად უზრუნველყოფს იმუნიტეტის ამაღლებას, ისიც მცირეწლოვნების შემთხვევაში.

  • მითი: ტუბერკულიოზისგან განკურნება შეუძლებელია

ფაქტი: ტუბერკულიოზისგან განკურნება ნამდვილად შესაძლებელია თუ ადრეულ ეტაპზე მოხდება დიაგნოსტირება და პაციენტი მკურნალობის სრულ კურს ჩაიტარებს.

  • მითი: მოწევა ტუბერკულიოზის გამომწვევი მთავარი მიზეზია

ფაქტი: ტუბერკულოზის განვითარება უმეტესად ჰაერწვეთოვანი გზით ორგანიზმში ბაქტერიის მოხვედრით არის გამოწვეული. მწეველები ზოგადად მიდრეკილნი არიან რესპირატორული ინფექციების ჩამოყალიბებისგან, რის გამოც შესაძლოა ტუბერკულიოზის განვითარების მეტი რისკიც ჰქონდეთ.

  • მითი: ტუბერკულიოზით მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებში მცხოვრებლები ავადდებიან

ფაქტი: ტუბერკულიოზით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი შესაძლოა დაავადდეს, თუმცა ბუნებრივია გარკვეულ რეგიონებში პაციენტთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია, რასაც ხელს უწყობს არც ისე გამართული ჯანდაცვის სისტემა.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.