დღეიდან იმუნიზაციის მსურველებს, ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია შეუძლიათ

დღეიდან იმუნიზაციის მსურველებს, ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია შეუძლიათ

4829 ნახვა
ვაქცინაციის მსურველთათვის, წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს განცხადებით, ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალის შექმნის მიზანი, იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრაა.

ვებგვერდის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია, ასევე აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. 

„მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან მაქსიმუმ სამი სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ, დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა „დათანხმება“-მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალის მისამართია: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.