როგორ დავეხმაროთ პატარებს, შიშის დაძლევაში - ქცევის თერაპევტი მარიამ გრიგოლია

როგორ დავეხმაროთ პატარებს, შიშის დაძლევაში - ქცევის თერაპევტი მარიამ გრიგოლია

5242 ნახვა
როგორ უნდა დაეხმაროთ, თუ თქვენს პატარას, სხვადასხვა საგანთან, მოცემულობასთან ან სუბიექტთან დაკავშირებული შიშები აქვს? პირველ რიგში, აუცილებელია შიშის წარმოქმნის მიზეზი გაარკვიოთ, შემდგომ კი ბავშვთან ერთად, ამ სირთულის მოგვარებაზე იზრუნოთ. როგორ უნდა გავუმკლავდეთ შიშს სწორად და უმტკივნეულოდ, ქცევის თერაპევტის მარიამ გრიგოლიას კვირის ბლოგში გაეცნობით.

 

 

- ბავშვის შიში, შშიშთან გამკლავებას(შემცირებას, სრულიად მოხსნას) გარკვეული დრო და თანმიმდევრული მოქმედება სჭირდება. პირველ რიგში აუცილებელია ბავშვის ემოცია, სერიოზულად აღვიქვათ და არ ვუგულებელვყოთ. თუმცა, არც ზედმეტ რეაგირებაა საჭირო, ვინაიდან ზედმეტად დრამატული ინტონაცია ბავშვებს კიდევ უფრო შეაშინებთ.

ეცადეთ, შეშინებული ბავშვი ყოველთვის გაამხნევოთ ფიზიკური კავშირით(ჩახუტება, ხმა). უნდა აგრძნობინოთ, რომ გესმით მისი ემოცია და მზად ხართ დაეხმაროთ. თქვენი ნუგეში და გამხნევება, ბავშვებს გამბედაობას მატებთ და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

აღნიშნეთ მისი წარმატებები და გაამხნევეთ უკვე დაძლეული შიშებით.

ეცადეთ სწორად შეარჩიოთ საკომუნიკაციო სტილი - ნუ გამოიყენებთ ისეთ სიტყვებს როგორიცაა: "აქ საშიში არაფერია", ან "უკვე დიდი ხარ და არ უნდა გეშინოდეს", - ამით ვუგულებელვყოფთ ბავშვის ემოციებს, რაც შიშის გამწვავების მიზეზიც შეიძლება გახდეს. ნაცვლად ამისა უთხარით, რომ შესაძლოა სიბნელის შეეშინდეს და აუხსენით როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს - შესთავაზეთ მოქმედება(სიბნელის დროს სინათლის ანთება). ამგვარი მოქმედება და ემოციების დასახელება ბავშვებს შიშის შემცირებაში დაეხმარებათ.

ისაუბრეთ შიშზე ბავშვისთვის მშვიდ გარემოში, ქვიშაში ან საღებავებით ხატვის დროს. წაახალისეთ დახატოს რა აშინებს და თუ ჯერ კიდევ ვერ საუბრობს კარგად, დაეხმარეთ ფორმულირებაში, მაგ. " - შენ გეშინია მეზობლის ძაღლის, რომელიც ზოგჯერ ყეფს, რა უფრო გაშინებს - ძაღლი თუ ძაღლის ყეფა? იცი, შეიძლება ძაღლი ყეფს, რადგან კატა დაინახა." - საუბრის დროს, ეცადეთ კარგად გაიგოთ ბავშვის შიშის მიზეზი და გაუგზავნეთ სწორი მესიჯები.

ხატვის დროს ესაუბრეთ თქვენი ბავშვობის შიშებზე, მაგ. " - იცი მე კატების მეშინოდა, არადა კატები კეთილები არიან ისევე როგორც ძაღლები."  შეგიძლიათ მოუყვეთ ისტორიები კეთილ და მეგობრულ ძაღლზე, შინაურ ცხოველებზე ან მის შიშთან დაკავშირებული საგნის, სუბიექტის ან მოცემულობის პოზიტიურ ასპექტებზე.

ზღაპრის კეთილი გმირები ბავშვებს საკუთარ შიშებთან გამკლავებაში ეხმარებიან.როცა ზღაპარში კეთილი ამარცხებს ბოროტს, ბავშვები კეთილ გმირთან აიგივებენ თავს და ამით იმცირებენ შიშს. სწორედ აქედან გამომდინადრე იჩემებენ ზღაპრებს და მათ გმირებს, რომლებიც ეხმარებიან შიშთან გამკლავებაში.

 

შემდეგ ბლოგში ვეცდები გაგიზიაროთ, შფოთვის შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.