newhospitals
5
გააზიარე

გერმანული ჰოსპიტალი

3
12
27241
5
12
რეკომენდაცია
3შეფასება
27241ნახვა
კლინიკის მისამართი
დაგვიკავშირდით ჩაწერა 24/7

მიღებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით

Goga
2021-09-28

ყველა მედ პერსონალს გისურვებთ უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობას , დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. თქვენ ჩვწნი დროის გმირები ხართ ! გაიხარეთ

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
N
2021-05-04

საუკეთესო კლინიკა საქართველოში!

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
Gela
2019-10-01
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

,,გერმანული ჰოსპიტალი’’ - მრავალპროფილური კლინიკა, სადაც მომსახურებას გაგიწევენ უმაღლესი რანგის გერმანელი და ქართველი სპეციალისტები. პოსპიტალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრითა და თანამედროვე სტანდარტების აპარატებით. მოზრდილთა და ბავშვთა გერმანული ჰოსპიტალი არის ახალი სიტყვა სამედიცინო სფეროში, სადაც შესაძლებელია გერმანული ხარისხის მომსახურების მიღება, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ანალიზების გაგზავნა გერმანიაში, ასევე ტომოგრაფიისა და რენტგენის სურათების გაშიფვრა გერმანელი პროფესორების მიერ. 


ჰოსპიტლის სამეცნიერო საბჭო შედგება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო დეპარტამენტის პროფესორთა ჯგუფისგან. გერმანული ჰოსპიტლის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს ახორციელებს პროფესორი პეტერ ჰენინგსენი (Prof. Peter Henningsen), ქირურგიული მიმართულების კურატორი პროფესორი კარლ ბენრარდ მაიერი (Prof. Karl Bernhard Meyer), პედიატრიული მიმართულების კურატორი პროფესორი მალ უოლკერი (Prof. Mall Volker) და ონკოლოგიური მიმართულების კურატორი პროფესორი ქრისტიან პეშელი. (Prof. Christian Peschel). ქართული მხრიდან კლინიკის სამეცნიერო საბჭოს წარმოადგენს პროფესორი გია ხუბუა, მისი კოორდინაციით ხდება გერმანელი ექიმების და პროფესორების ჩართულობა გერმანულ ჰოსპიტალში.
ჰოსპიტალი განთავსებულია თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მარცხენა სანაპიროზე, რაც მაქსიმალურად აადვილებს გადაუდებელი შემთხვევების დროს კლინიკამდე მისვლას. ჰოპიტალი 8 სართულიანია, გათვლილია 120 საწოლზე და სამედიცინო დახმარებას გაუწევს როგორც მოზრდილებს, ასევე პატარებს. 


გერმანული ჰოსპიტალი სთავაზობს პაციენტებს განსხვავებულ, თანამედროვე კონცეფციას: კვალიფიციური გერმანული ხარისხის სამედიცინო დახმარება საუკეთესო მომსახურებასთან ერთად. ჰოსპიტალში მოხვედრისას პაციენტი თავს არ გრძნობს როგოც საავადმყოფოში. ჰოსპიტალში მომართვისას თითოეულ პაციენტს ხვდება კლინიკის თანამშრომელი, რომელიც მის გვერდითაა კონსულტაციების და გამოკვლევების სრულ დასრულებამდე. თანამშრომელი აღჭურვილია ანდროიდის ტიპის პლანშეტით, რომელიც სრულ ინფორმაციას იძლევა პაციენტზე. კლინიკაში ფუნქციონირებს პალატები, რომელიც აღჭურვილია სველი წერტილებითა და საშხაპეებით. პაციენტებს აქვთ კვება, რომელიც შედის სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში. პედიატრიული განყოფილების უმეტესი პალატა ერთსაწოლიანია, რათა თავიდან ავიცილოთ კლინიკის შიგნით ინფექციის გადატანა და პატარა ბავშვმა და მისმა მშობელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იგრძნოს. კლინიკაში არის კაფეტერია, სადაც პაციენტის თანმხლებს შეუძლია დაისვენოს და მიირთვას საკვები.

 

კლინიკა ჩართულია როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ასევე არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პირველი რიგის პროვაიდერი.

 

ჰოსპიტალს აქვს შემდეგი განყოფილებები:

  • გადაუდებელი დახმარება - ემერჯენსი როგორც დიდების, ასევე პატარების. 
  • ამბულატორია, სადაც პაციენტების მიღებას მოახდენენ სხვადასხვა წამყვანი ქართველი და გერმანელი სპეციალისტები.
  • პედიატრიული დეპარტამენტი - მათ შორის ბავშვთა ინფექციური, ტოქსიკოლოგიური, რეანიმაციული, თერაპიული, ბავშვთა ქირურგიის, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული განყოფილება.
  • ჰემატოონკოლოგიური განყოფილება, კომფორტული ქიმიოთერაპიული სამანიპულაციოებით და სტაციონარით.
  • კარდიოლოგიური დეპარტამენტი გადაუდებელი და გეგმიური კარდიოლოგიური დახმარებით, მათ შორის კორონოგრაფიით და სტენტირებით.
  • ნევროლოგიური, ქირურგიული, ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგიური, რეანიმაციული, ოტოლარინგოლოგიური, თერაპიული განყოფილებები.
  • თანამედროვე რადიოლოგიური განყოფილება, კომპიუტერული ტომოგრაფია, კლინიკური ლაბორატორია. 

 

მოზრდილთა ქირურგიული დეპარტამენტები:
1.    ზოგადი ქირურგია
2.    ტრავმა-ორთოპედია
3.    ოტორინოლარინგოლოგია
4.    ყბა-სახის ქირურგია
5.    ნეიროქირურგია
6.    ანგიო და მიკრო ქირურგია
7.    პროქტოლოგია
8.    გინეკოლოგია
9.    უროლოგია

 

ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტები:
1.    ზოგადი ქირურგია
2.    ტრავმა-ორთოპედია
3.    ოტორინოლარინგოლოგია
4.    ყბა-სახის ქირურგია
5.    უროლოგია


გერმანული ჰოსპიტალის მიზანია შეამციროს იმ პაციენტების ნაკადი, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ საზღვარგარეთ და გაუწიოს მათ ანალოგიური ხარისხის სამედიცინო მომსახურება თბილისში ქართველ და გერმანელ ექიმებთან ერთად. კლინიკას დაგეგმილი აქვს გახდეს ამიერკავკასიაში საუკეთესო რეგიონალური ჰოსპიტალი და მოემსახუროს აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეებსაც.

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.