ენდომეტრიუმის სიმსივნე

ენდომეტრიუმის სიმსივნე

160 ნახვა

 

რა არის ენდომეტრიუმის კიბო?

 

ენდომეტრიუმის კიბო არის დაავადება, რომლის დროსაც ავთვისებიანი უჯრედები წარმოიქმნება ენდომეტრიუმის ქსოვილებში. ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი. სიმსუქნემ და მეტაბოლურმა სინდრომმა შეიძლება გაზარდოს ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი. ყველაფერს, რაც გაზრდის დაავადების განვითარების შანსს, ეწოდება რისკ-ფაქტორი. რისკ-ფაქტორის არსებობა არ ნიშნავს, რომ დაავადდებით კიბოთი; რისკ-ფაქტორების არ არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ კიბო არ დაგემართებათ.

 

ენდომეტრიუმის კიბოს რისკ-ფაქტორებია:

 

  • მხოლოდ ესტროგენით ჩანაცვლებითი ჰორმონო-თერაპია (HRT), რომელიც მიიღება მენოპაუზის შემდეგ;
  • ტამოქსიფენის მიღება სარძევე ჯირკვლის კიბოს პრევენციის ან მკურნალობის მიზნით;
  • სიმსუქნე;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • ტიპი 2 დიაბეტი;
  • ორსულობის არარსებობა;
  • მენსტრუაცია ადრეულ ასაკში; 
  • მენოპაუზის დაწყება უფრო გვიან ასაკში;
  • პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი;
  • ენდომეტრიუმის კიბოს ოჯახური ისტორია პირველი რიგის ნათესავში (დედა, და ან ქალიშვილი);
  • გარკვეული გენეტიკური პირობების არსებობა, როგორიცაა ლინჩის სინდრომი;
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
  • ხანდაზმული ასაკი არის მთავარი რისკის ფაქტორი კიბოს უმეტესობისთვის. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება კიბოს განვითარების შანსი.

 

ნიშნები და სიმპტომები ენდომეტრიუმის კიბოს დროს:

 

  • ვაგინალური სისხლდენა ან გამონადენი, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან;
  • ვაგინალური  სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ.
  • რთული ან მტკივნეული შარდვა;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს; 
  • ტკივილი მენჯის არეში.

 

ენდომეტრიუმის კიბოს დიაგნოსტიკა

 

ტესტები, რომლებიც იკვლევენ ენდომეტრიუმს, გამოიყენება ენდომეტრიუმის კიბოს დიაგნოსტირებისთვის. ფიზიკური გამოკვლევა და ჯანმრთელობის ისტორია: სხეულის გამოკვლევა ჯანმრთელობის ზოგადი ნიშნების შესამოწმებლად, მათ შორის დაავადების ნიშნების შესამოწმებლად. ასევე შეგროვებული იქნება ინფორმაცია პაციენტის მავნე ჩვევებისა და გადატანილი დაავადებების შესახებ.

 

ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა

 

იმის გამო, რომ ენდომეტრიუმის კიბო იწყება საშვილოსნოს შიგნით, ის ჩვეულებრივ არ ვლინდება პაპ ტესტის შედეგებში. ამ მიზეზით, ენდომეტრიუმის ქსოვილის ნიმუში უნდა აღებულ იქნას და შემოწმდეს მიკროსკოპის ქვეშ კიბოს უჯრედების მოსაძებნად. შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი პროცედურურები:

ენდომეტრიუმის ბიოფსია: ქსოვილის აღება ენდომეტრიუმიდან. თხელი, მოქნილი მილის შეყვანით საშვილოსნოს ყელის გავლით საშვილოსნოში. ტუბი გამოიყენება ენდომეტრიუმიდან მცირე რაოდენობის ქსოვილის ნაზად გამოსაფხეკად და შემდეგ ქსოვილის ნიმუშების ასაღებად.

დილატაცია და კიურეტაჟი: პროცედურა საშვილოსნოს შიდა ლორწოვანიდან ქსოვილის ნიმუშების აღების მიზნით. საშვილოსნოს ყელი გაფართოვდება ჰეგარებით, ქსოვილის ასაღებად საშვილოსნოში შეჰყავთ კიურეტი (კოვზის ფორმის ინსტრუმენტი). ამ პროცედურას ასევე უწოდებენ D&C.

ჰისტეროსკოპია: ჰისტეროსკოპი შეჰყავთ საშოსა და საშვილოსნოს ყელის გავლით საშვილოსნოში. ჰისტეროსკოპი არის თხელი, მილის მსგავსი ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს შუქი და ლინზა დასათვალიერებლად. მას ასევე აქვს ხელსაწყო ქსოვილის ნიმუშების ასაღებად.

ენდომეტრიუმის კიბო შეიძლება დაიყოს მკურნალობისთვის შემდეგნაირად:

 

  • დაბალი რისკის ენდომეტრიუმის კიბო;
  • მაღალი რისკის ენდომეტრიუმის კიბო;
  • კიბოს რეციდივი.

შემდეგი ეტაპი არის სტადირება. პროცესს, რომელიც გამოიყენება იმის დასადგენად, გავრცელდა თუ არა კიბო საშვილოსნოში თუ სხეულის სხვა ნაწილებში, ეწოდება სტადირება. მნიშვნელოვანია იცოდეთ სტადია, რათა დაგეგმოთ მკურნალობა. დაგეგმვის პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი პროცედურები: მენჯის გამოკვლევა: საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს, ფალოპის მილების, საკვერცხეების და სწორი ნაწლავის გამოკვლევა. პაციენტი ისინჯება ვაგინალურად და რექტალურად, რათა ექიმმა განსაზღვროს სიმსივნის ჩაზრდა მოხდა თუ არა:
 

  • CT - კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • MRI - მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • PET სკანირება (პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიული სკანირება): ლიმფადენექტომია: ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ლიმფური კვანძები ამოღებულია მენჯის მიდამოდან და ქსოვილის ნიმუში მოწმდება მიკროსკოპის  ქვეშ კიბოს ნიშნებისთვის. 

 

ენდომეტრიუმის კიბოს სტადიები:

 

  • I სტადიაზე  კიბო გვხვდება მხოლოდ საშვილოსნოში;
  • II სტადიაზე კიბო გავრცელდა საშვილოსნოს ყელის შემაერთებელ ქსოვილში, მაგრამ არ ვრცელდება საშვილოსნოს გარეთ;
  • III სტადიაზე კიბო გავრცელდა საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის მიღმა, მაგრამ არ გავრცელდა მენჯის მიღმა;
  • IV სტადიაზე კიბო ვრცელდება მენჯს მიღმა.

 

ენდომეტრიუმის კიბოს მკურნალობა

 

არსებობს სხვადასხვა ტიპის მკურნალობა ენდომეტრიუმის კიბოს მქონე პაციენტებისთვის.

სტანდარტული მკურნალობის ხუთი ტიპი გამოიყენება:

  • ქირურგია;
  • ქიმიოთერაპია;
  • რადიაციული თერაპია;
  • ჰორმონოთერაპია;
  • მიზნობრივი თერაპია.
 

  1. ქირურგიული ჩარევა ენდომეტრიუმის კიბოს ყველაზე გავრცელებული მკურნალობის მეთოდია. შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ქირურგიული პროცედურები: ვაგინალური ჰისტერექტომია, ტოტალური ჰისტერექტომია და ტოტალური ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია. თუ საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის ამოღება ხდება საშოდან, ოპერაციას ეწოდება ვაგინალური ჰისტერექტომია. თუ საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის ამოღება ხდება მუცლის ღრუდან ჭრილობით, ოპერაციას ეწოდება ტოტალური ჰისტერექტომია. თუ საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის ამოღება ხდება ლაპაროსკოპის გამოყენებით, ოპერაციას ეწოდება ტოტალური ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია.

    ორმხრივი სალპინგო-ოოფორექტომია: ოპერაცია ორივე საკვერცხის და ორივე ფალოპის მილით.

    რადიკალური ჰისტერექტომია: საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელისა და საშოს ნაწილის ამოღება. საკვერცხეები, ფალოპის მილები ან ახლომდებარე ლიმფური კვანძებიც შეიძლება ასევე ამოღებულ იქნას.

    ლიმფოდისექცია: ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ლიმფური კვანძები ამოღებულია მენჯის მიდამოდან. მას შემდეგ, რაც ქირურგიული ჩარევა მოხდება და ჰისტომორფოლოგიის პასუხი ექნება ექიმს, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჩაუტარდეს რადიაციული თერაპია ან ჰორმონული მკურნალობა.
     

  2. რადიაციული თერაპია - იყენებს მაღალი ენერგიის რენტგენს ან სხვა სახის გამოსხივებას კიბოს უჯრედების მოსაკლავად ან მათი ზრდის შესაჩერებლად.
     

  3. ქიმიოთერაპია - იყენებს წამლებს კიბოს უჯრედების ზრდის შესაჩერებლად, უჯრედების მოკვლით ან უჯრედების გაყოფის შეჩერებით.

    ქიმიოთერაპიის მეთოდი დამოკიდებულია კიბოს ტიპსა და სტადიაზე

  4. ჰორმონოთერაპია - შლის ჰორმონებს ან ბლოკავს მათ მოქმედებას და აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას. ჰორმონები არის ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება სხეულის ჯირკვლების მიერ და ცირკულირებს სისხლში. ზოგიერთმა ჰორმონმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული კიბოს განვითარება.
     

  5. მიზნობრივი თერაპია - იყენებს წამლებს ან სხვა ნივთიერებებს კონკრეტული კიბოს უჯრედების იდენტიფიცირებისთვის და თავდასხმისთვის. მიზანმიმართული თერაპია ჩვეულებრივ უჯრედებს ნაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია. მონოკლონური ანტისხეულები, mTOR ინჰიბიტორები და სიგნალის გადაცემის ინჰიბიტორები არის მიზნობრივი თერაპიის სამი ტიპი, რომლებიც გამოიყენება ენდომეტრიუმის კიბოს სამკურნალოდ.

 

შეიძლება საჭირო გახდეს შემდგომი ტესტები

ზოგიერთი ტესტი, რომელიც გაკეთდა კიბოს დიაგნოსტიკისთვის ან კიბოს სტადიის დასადგენად, შეიძლება განმეორდეს. ზოგიერთი ტესტი განმეორდება, რათა ნახოთ რამდენად კარგად მიმდინარეობს მკურნალობა. გადაწყვეტილებები მკურნალობის გაგრძელების, შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ შეიძლება ეფუძნებოდეს ამ ტესტების შედეგებს.

 

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნული რისკ-ფაქტორების ან სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სასურველია, მიმართოთ ექიმს.

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.