„სიმსუქნე, მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მიღება“ - კიდევ რა ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს?

„სიმსუქნე, მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მიღება“ - კიდევ რა ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს?

4300 ნახვა

 

კატარაქტა მკვრივი, დაბინდული არეა, რომელიც თვალის ლინზაში წარმოიქმნება. მხედველობის ეს დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც თვალის პროტეინები ქმნის გროვებს და ისინი ხელს უშლის ბადურაში ობიექტის წმინდა გამოსახულების გაგზავნას. ბადურა მუშაობს ლინზის გავლით შემავალი სინათლის სიგნალებად გარდაქმნის საშუალებით, რომელსაც იგი შემდგომ უგზავნის მხედველობით ნერვს ინფორმაციის ტვინისთვის მისაწოდებლად. კატარაქტა ნელა ვითარდება, მაგრამ საგრძნობლად უშლის ხელს მხედველობას. როგორც წესი ორივე თვალში ერთდროულად არ ვითარდება დაავადება. ამ შემთხვევაში რისკჯგუფში უმეტესად არიან მოხუცები.

 

სიმპტომები:

  • ბუნდოვანი ხედვა

  • ღამის ხედვის გართულება

  • შუქჩრდილები ობიექტების გარშემო

  • გაფერმკთალებული ფერების აღქმა

  • მომატებული მგრძნობელობა შუქის მიმართ

  • ობიექტების გაორება

  • დანიშნული სათვალეების ხშირი ცვლის საჭიროება

 

მიზეზები:

  • ოქსიდანტების ჭარბი წარმოება

  • მოწევა

  • ულტრაიისფერი გამოსხივება

  • სტეროდიებისა და სხვა მედიკამენტების გრძელვადიანი გამოყენება

  • გარკვეული დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი

  • ტრავმა

  • რადიაციული თერაპია

 

კატარაქტის ტიპები:

არსებობს სხვადასხვა ტიპის კატარაქტა, რომლებიც კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ სად და როგორ ვითარდება ბუნდოვანი არე თქვენს თვალში

  • ბირთვული კატარაქტა წარმოიქმნება ლინზის შუა ნაწილში და იწვევს ბირთვის ან ცენტრის მოყვითალო ან ყავისფერ შეფერილობას.

  • კორტიკალური კატარაქტა კონუსური ფორმისაა და ბირთვის კიდეების გარშემო გვხვდება.

  • უკანა კაფსულის კატარაქტა წარმოიქმნება უფრო სწრაფად ვიდრე წინა ორი ტიპი და გავლენას ახდენს ლინზის უკანა ნაწილზე.

  • თანდაყოლილი კატარაქტა დაბადებისთანავე ან ერთ წლამდე ყალიბდება, თუმცა უფრო იშვიათია, ვიდრე ასაკთან დაკავშირებული დაავადების სხვა ტიპები

  • მეორეული კატარაქტა გამოწვეულია დაავადებით (გლაუკომა, დიაბეტი) ან მედიკამენტებით (მაგ, სტეროიდული პრედნიზონი).

  • ტრავმული კატარაქტა ვითარდება თვალის დაზიანების შემდეგ, თუმცა ამას შესაძლოა წლები დასჭირდეს.

  • სხივური კატარაქტის მაპროვოცირებელია კიბოს მკურნალობისას მიღებული დასხივება.

 

რისკ-ფაქტორები:

  • ხანდაზმულობა

  • ალკოჰოლის ხშირი მიღება

  • მოწევა

  • სიმსუქნე

  • მაღალი წნევები

  • თვალის დაზიანება

  • კატარაქტის ოჯახური ისტორია

  • მზის ხშირი ზემოქმედება

  • დიაბეტი

  • რენტგენის სხივებისა და კიბოს მკურნალობისას რადიაციის ზემოქმედება

 

დიაგნოსტირება:

თუ გაწუხებთ გარკვეული სიმპტომები და ეჭვი გაქვთ კატარაქტაზე, აუცილებლად ჩაეწერეთ კლინიკაში ოფთამოლოგთან. ექიმი ჩაატარებს გამოკვლევებს თვალის ორგანოს მდგომარეობის გასაგებად და ასევე დაადგენს, რამდენად კარგად არჩევთ გამოსახულებას სხვადასხვა მანძილზე. ასეთ დროს სპეციალისტი იყენებს თვალის წვეთებს, რადგან გადიდებული გუგების დროს უკეთაა შესაძლებელი თვალის უკანა ნაწილში მხედველობის ნერვისა და ბადურის შემოწმება დაზიანებების გარეშე. მნიშვნელოვანია თვალის წნევის გაზომვაც. ოფთამოლოგმა შესაძლოა დამატებით ჩაატაროს გამოვკვლევა ფერების აღქმისა და სინათლის მგრძნობელობის შესამოწმებლად.

 

კატარაქტას მკურნალობა:

კატარაქტას შეუძლია, ხელი შეუშალოს ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას. ზოგჯერ ეს დაავადება სიბრმავესაც იწვევს, როცა მკურნალობა გვიანდება. მიუხედავად იმისა, რომ დაბინდული არე ზოგჯერ ზრდას წყვეტს, საბოლოოდ არ ქრება. მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია თვალიდან კატარაქტის მოცილების პროცედურა, რომელიც უმეტესად უსაფრთხოა და ოპერაციის ეფექტურობა 90%-საც კი აღწევს, მიუხედავად ამისა, შემთხვევების 1%-ის დროს შესაძლოა განვითარდეს ინფექცია, სისხლდენა, ბადურის ჩამოშლა. პაციენტებს პროცედურის ჩატარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ უკვე შეუძლიათ სახლში წასვლა. თუ თქვენ ერიდებით ქირურგიულ ჩარევას, ოფთამოლოგს შეუძლია, დაგეხმაროთ სიმპტომების მართვაში, ძლიერი მხედველობის ან მზისგან დამცავი სათვალისა თუ გამადიდებელი ლინზების შემოთავაზებით.

 

კატარაქტის განვითარების შესამცირებლად:

  • მზიან ამინდში ატარეთ სათვალე

  • რეგულარულად ჩაიტარეთ თვალის გამოკვლევები

  • შეწყვიტეთ მოწევა

  • მიირთვით ანტიოქსიდანტების შემცველი ხილი და ბოსტნეული

  • შეინარჩუნეთ წონის ნორმალური მაჩვენებელი

  • შეიმოწმეთ თავი დიაბეტსა და სხვა დაავადებებზე

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.