4.2
გააზიარე

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მრავალპროფილური კლინიკა

10
56
47865
4.2
56
რეკომენდაცია
10შეფასება
47865ნახვა
კლინიკის მისამართი
კლინიკასთან დაკავშირება ჩაწერა 24/7
ნომრის მოთხოვნა ჩაწერა 24/7

მადლობა, თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა კლინიკასთან.

მერაბ დვალიშვილი
2024-04-05

კარგი კლინიკა,პროფესიონალები და ყურადღებიანი მედ პერსონალი.

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
დარეჯან ტაბატაძე
2023-03-05

ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამო მივაკითხე თქვენს კლინიკას-მრტ კვლევაში მქონდა მითითებული ინფექციონისტის კონსულტაცია. რეგისტრატურაში ვიზიტი დამინიშნეს ექიმ ნიკა ზუბადალაშვილთან. მადლობა ღმერთს, რომ შემახვედრა ამ ახალგაზრდა, მეტად გულისხმიერ ექიმს... მაგრამ, ყველაზე მეტად მისმა გვარმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან ღრმა ბავშვობიდანვე ეს გვარი მესმოდა ჩვენს დიდ ოჯახში - ჩემს ბაბუას, ახალგაზრდობის ასაკში დამართნია ნაწლავების გადახლართვა. ბორჯომში, ქირურგმა ზუბადალაშვილმა ჩაუტარა ურთულესი ოპერაცია. გადაარჩინა და თანაც ისე გამოაჯანმრთელა, რომ დიდი ოჯახის თავკაცი, ექვსი შვილის მამა , მთელი დატვირთით, ფიზიკურად შრომობდა და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოველთვის მადლიერებით იხსენიებდა მის გადამრჩენელ ექიმ ზუბადალაშვილს. სანამ ნიკა ექიმს ჩემს პრობლემას გავაცნობდი, პირველ რიგში მისი გვარით დავინტერესდი და ... როგორი სიხარული განვიცადე - თურმე მისმა დიდმა ბაბუამ გადაარჩინა ჩემი ბაბუ. ნიკა ექიმი არის ადამიანი, რომელიც მთელი გულისყურით უსმენს პაციენტს, წვდება დეტალებში (,,ხრიკები ხომ დეტალებშია") და აძლევს სწორ მიმართულებას. ამიტომაა, რომ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მეგობრობას. მადლობა მას, უმრავლოს ჩვენს სამშობლოს ასეთი პროფესიონალები. პაციენტი დარეჯან ტაბატაძე, 66 წლის.

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ირინა ჭკუასელი
2021-01-17

დიდი მადლობა ზოგადი ქირურგიის განყოფილებას, საუკეთესო ექიმები, ექთნები, სანიტრები. განსაკუთრებული მადლობაექიმებს ავთო დგებუაძეს, გიორგი სიჭინავას და გიორგი ბაბუნიძეს, მადლობა რომ არსებობთ და ნამდვილად გამიმართლა თქვენთან რომ მოვხდი, უფალი გფარავდეთ!

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა 1979 წელს დაარსდა, თავდაპირველად სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სახელით, რაც იმ დროისთვის ინოვატორული იყო მთელს საბჭოთა კავშირში.

 

გამოცდილ ექიმთა კონსულტაციით მოხერხდა ის, რომ საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65%-დან 5%-მდე შემცირდა.

 

გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის 1984 წელს, ცენტრის დამაარსებლებმა მიიღეს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1987 წელს კლინიკა განთავსდა სპეციალურად აშენებულ ხუთსართულიან შენობაში. დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა განახლებული სახით კვლავ იმავე შენობაში, ალექსანდრე ყაზბეგის 16 ნომერში მდებარეობს.
მრავალპროფილური, სრულიად განახლებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა 24 საათის განმავლობაში მოემსახურება პაციენტებს.

 

 

ბოჭორიშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში წარმოდგენილია:

  •  ემერჯენსი
  •  პედიატრია
  •  მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტი I
  •  მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტი II
  •  ჩირქოვანი ქირურგია
  •  ზოგადი ქირურგია
  •  ყბა-სახის ქირურგია
  •  გინეკოლოგია
  •  კარდიოინტენსიური თერაპია
  •  ნევროლოგია
  •  ტრავმატოლოგია
  •  ანგიოლოგია
  •  პლასტიკური ქირურგია
  •  ბავშვთა ინტენსიური თერაპია, რეანიმაცია
  •  მოზრდილთა ინტენსიური თერაპია, რეანიმაცია
  •  ანესთეზიოლოგიური დეპარტამენტი
  •  ამბულატორია
  •  რადიოლოგია
  •  ენდოსკოპია
  •  კლინიკური ლაბორატორია
  •  მიკრო-ბიოლოგიური ლაბორატორია
ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.