თეონა გოგიშვილი
2023-08-25
ჩემი საყვარელი ექიმი, თავის საქმის პროფესიონალი. თავის დროზე რომ გადამარჩინა, ვერავინ ვერაფერი რომ ვერ გაიგო ! ❤️❤️❤️❤️
თამარ კეცხოველი
2021-02-03
როგორ ჩავწერო პაციენტი ამ ქალბატონთან? კლინიკის ტელეფონზე პასუხს ვერ ვეღირსე, ამიტომ ვწერ აქ... დარწმუნებული ვარ ქალბატონ მაიასთან მოხვედრის შემდეგ გადასარევ შეფასებას დავწერ აქ, დამეხმარეთ სად დავრეკოოო????
დიდებული ქალბატონი, უდიდესი ინტელექტის მქონე ქალბატონი. იშვიათი პროფესიუონალი ექიმი, პაციენტებთან გამორჩეულად ფრთხილი და გაწონასწორებული ექიმი, უტყუარი,დამაჯერებელი,სანდო დამოკიდებულებები. ყველასთან თბილი და უშუალო. მან ჩემი ძმა სიკვდილისგან გადაარჩინა თავისი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით. მაია ექიმი ჩემი ოჯახის და ჩემი მეგობრების და კიდევ ბევრის უსაყვარლესი ექიმია. წარმატებებს ვუსურვებთ.
მსგავსი პროფესიონალი ექიმი და იშვიათი ადაამიანი რომელიც გამოირჩევა ძალიან ყურადღებით და გაწონასწორებული ურთიერთობებით ადამიანებთან,და მათ შორის პაციენტებთან - იშვიათად შემხვედრია.უკეთილშობილესი პიროვნება და უმაღლესი დონის პროფესიონალისმი მაია ექიმი
ლელა ცაგურიშვილი
2016-04-26
უზადო ექიმი, საუკეთესო ადამიანი.
საუკეთესო ექიმი და დიდებული ქალბატონი.
ლიანა რატიშვილი
2014-07-20
თავისი საქმის დიდი პროფესიონალი,პრინციპული, გულისხმიერი
ნინო მაისურაძე
2014-04-07
პროფესიონალი და ამავე დროს კეთილი და სათნო ადამიანი.
ქალბათონო მარიამ ძალიან დიდ პატივს გცემთ:*
ქალბატონო მაია... ღირსეული ადამიანი ბრძანდებით და ძალიან დიდ პატივს გცემთ როგორც პროფესიონალს და როგორც პიროვნებას. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემს მეუღლეს გაუკეთეთ. ჩვენს ოჯახს სიცოცხლე და ხალისი დაუბრუნდეთ ამდენი წვალების და იმედგაცრუების შემდეგ.
2 თვე ვცდილობდი დაგვედგინა თუ რისგან მქონდა სიცხეები. ბევრგან ვიყავით, მაგრამ არანაირი შედეგი არ ჰქონდა მკურნალობას. ბოლოს ღუდუშაურში ჩემმა ექიმმა კონსულტაციაზე მაია ექიმთან გამიშვა და... ჩემს წამებას ბოლო მოეღო. 2 კვირიანი კურსის შემდეგ, სრულად გამოვჯანმრთელდი. ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ქალბატონო მაია.