newhospitals
5
გააზიარე

პროფ.ივანე მგალობლიშვილის ფერტილობის ცენტრი დომინანტი

1
71
30573
5
71
რეკომენდაცია
1შეფასება
30573ნახვა
მიმართულება
კლინიკის მისამართი
დაგვიკავშირდით ჩაწერა 24/7

მიღებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით

თამარი
2015-02-05
მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული კლინიკაა !
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

მთავარი ექიმი სრული პროფესორი ივანე მგალობლიშვილი, ევროპის და აშშ-ს რეპროდუქტოლოგთა, ემბრიოლოგთა და ევროპის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციების წევრი, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, რაც ადამიანის რეპროდუქციულობის პრობლემებზე მუაშაობს.

 

პროფესორი ივანე მგალობლიშვილის მიერ, არა ერთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი დაინერგა, მათ შორის ფერტილოსკოპია.

 

2000 წელს, პირველად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სწორედ ივანე მგალობლიშვილის მიერ ჩატარდა პირველი ფერტილოსკოპია და მას შემდეგ დღემდე ის რჩება ყველაზე ეფექტურ და შედეგიან პროცედურად, უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ცენტრში დანერგილია უახლესი ტექნოლოგიები, უახლესი აპარატურა, გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე სქემები, შემუშავებულია განსაკუთრებული მიდგომა ყოველ პაციენტთან, რომელიც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა.

 

2000 წლიდან დღემდე 5000-ზე მეტი ფერტილოსკოპია ჩატარდა. მრავალი ოპერაცია, რომელიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ჩვეულებრივ ტარდება მუცლის გაჭრით, ან უკეთეს შემთხვევაში ლაპარასკოპიურად, სტაციონარულ პირობებში, ენდოტრაქეალური (ზოგადი)ნარკოზით, ჩვენ ვატარებთ ადგილობრივი გაუტკივარებით (საერთო ანესთეზიის გარეშე), ამბულატორიულ პირობებში, მიკროინვაზიურად (უსისხლოდ) რომლის შემდგომ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რითმს და საკუთარი ფეხით მიდის სახლში.

 

ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მსოფლიოში არსებული სტანდარტების სრულად დანერგვა და მათი შესაბამისი გამოყენება. ჩვენ უახლეს ინფორმაციას ვღებულობთ არა მხოლოდ ინტერნეტის , არამედ ჟურნალების საშუალებით, კავშირი გვაქვს მსოფლიოს წამყვან რეპროდუქტოლოგთა ასოციაციებთან.

 

კლინიკაში ფუნქციონირებს კლინიკური ლაბორატორია, სადაც ტარდება ყველა სახის ლაბორატორიული კვლევა

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.