მარნეულის სამედიცინო ცენტრში თვალის ოპერაციები  „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის“ ქირურგმა ჩაატარა

მარნეულის სამედიცინო ცენტრში თვალის ოპერაციები  „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის“ ქირურგმა ჩაატარა

4276 ნახვა

 

„ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ წამყვანმა ოფთალმოქირურგმა, გრიგოლ ქამუშაძემ 16 აპრილს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის სამედიცინო ცენტრში თვალის ოპერაციები ჩაატარა.

ოპერაციები პირველად 16 აპრილს ჩატარდა და სისტემატიურ სახეს მიიღებს - „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ გამოცდილი სპეციალისტები უახლოეს მომავალში კვლავ ეწვევიან „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკებს კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის რეგიონში და ჩაერთვებიან პაციენტების მკურნალობის პროცესში.

თანამშრომლობის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანისა და ჭიათურისფილიალებში უკვე გაკეთდა არაერთი ოფთალმოლოგიური ოპერაცია. ასევე, მარნეულის სამედიცინო ცენტრში „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ექიმები პაციენტებს ყოველდღიურად უწევენ ამბულატორიულ მომსახურებას - უტარებენ მხედველობის სიმახვილის და ყველა საჭირო ოფთალმოლოგიურ კვლევას, ასევე გასცემენ რეკომენდაციას მკურნალობის შესახებ.

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს“ თვალის დაავადებათა მკურნალობის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია და ქვეყნის მასშტაბით ლიდერია გლაუკომის, კატარაქტის, ბადურის ქირურგიის, სიელმეების, თვალის ონკო-ქირურგიის და სხვა ოფთალმოლოგიური ჩარევების მიმართულებით. „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.