რა უნდა ვიცოდეთ პლაზმოლიფტინგის შესახებ - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

რა უნდა ვიცოდეთ პლაზმოლიფტინგის შესახებ - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

24743 ნახვა

პლაზმოლიფტინგი - ბუნებრივი გაახალგაზრდავებისა და კანის მკურნალობის უნიკალურ მეთოდს წარმოადგენს. თანამედროვე მედიცინაში პლაზმოლიფტინგი რევოლუციურ აღმოჩენად ითვლება, რომლის დანიშნულება არის სახის კანის გაახალგაზრდავება, პათოლოგიური და ასაკობრივი ცვლილებების კორექცია და ინექციის მეშვეობით მათი აღმოფხვრა, რომელიც პაციენტის საკუთარი სისხლის პლაზმისგან მზადდება. მიღებული პლაზმა შეიცავს ჰორმონებს, ცილებს, ვიტამინებს და მაღალი კონცენტრაციის თრომბოციტებს, რომლებიც უჯრედების აღდგენისა და განახლების პროცესს აჩქარებენ. პლაზმოლიფტინგის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის - ახალგაზრდობის აღდგენა, ორგანიზმის შიდა რესურსების გააქტიურების გზით, რაც სასიცოცხლო აქტივობის სამ სისტემაზე ზემოქმედების შედეგია - იმუნური, მეტაბოლური და რეგენერაციული. შედეგად, პაციენტი პრობლემური კანის ნაცვლად, თითქმის სრულყოფილ, ახალგაზრდა კანს იღებს. პლაზმოლიფტინგის მეთოდები თითქმის გამორიცხავს ალერგიული რეაქციების წარმოქმნის ალბათობას, პაციენტის საკუთარი ბიომასალების გამოყენებიდან გამომდინარე.

რადგან ასაკის მატებასთან ერთად, შესამჩნევი ხდება კოლაგენისა და ელასტინის გამოყოფის შენელება, მათი გამოყოფის სტიმულირება კი მხოლოდ სახის საცხებით ვერ ხერხდება, პლაზმოლიფტინგის კურსი ამ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება. 

პლაზმოლიფტინგის პრაქტიკული გამოყენება, მისი შემუშავებისთანავე - 2003 წლიდან ხდება. ამ ეტაპზე, მეთოდი დიდი წარმატებით და პოპულარობით სარგებლობს, როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბის კოსმეტოლოგიურ კლინიკებში, ასევე საქართველოში. პოპულარობასთან ერთად, დიდია პროცედურისადმი ინტერესი, სწორედ ამიტომ პლაზმოლიფტინგსა და პროცედურასთან დაკავშირებულ, პაციენტების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად, კლინიკა  „ელიტა მედი“-ის ექიმ-ესთეტიკოს, ქალბატონ  მარიამ მიხელიძე(ოთოსი) -ის მივმართეთ.

 

- ქალბატონო მარიამ, პირველ რიგში რომ გვითხრათ რა არის პლაზმოლიფტინგი? 

- პლაზმოლიფტინგის პროცედურა გულისხმობს, საკუთარი სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანქვეშ. კანქვეშ პლაზმის შეყვანის შედეგად ხდება ჰიალურონისა და კოლაგენის გამომუშავების, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება. 

 

- როგორ ტარდება სახის პლაზმოლიფტინგის პროცედურა?

- პლაზმოლიფტინი სხვადასხვა პრობლემების, საკუთარი რესურსებით მკურნალობას გულისხმობს. პროცედურის დროს საკუთარი სისხლი მუშავდება ბიოტექნოლოგიურ ვაკუუმ სინჯარებში, ცენტრიფუგირების სპეციალური მეთოდით. მიღებული პლაზმის შეყვანა ხდება ქსოვილებში და წარმოქმნის ახალ, ჯანსაღ უჯრედებს.

 

- როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი პლაზმოლიფტინგისთვის და რა სახის პროცედურები უნდა გაიაროს?

- პაციენტს პროცედურის წინ, რაიმე განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, მხოლოდ, თუ საჭიროება მოითხოვს, მოხდება კანის კოსმეტოლოგიური წმენდის ჩატარება.

 

- რა არ შეიძლება პროცედურის შემდეგ?

- პროცედურის შემდეგ, პაციენტი ორ საათში ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდება. მხოლოდ, უნდა აღენიშნოს, რომ პროცედურის ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული: საუნა, სოლარიუმი და მძიმე მაკიაჟი. 

 

- როდის ხდება ეფექტი თვალსაჩინო?

- პლაზმოლიფტინგის პროცედურის შემდეგი ეფექტი არის მზარდი. პაციენტს ერთი კვირის შემდეგ უკვე საკმაოდ მკვეთრი, სასიკეთო სახეცვლილება აღენიშნება. 

 

- რომელი ასაკიდან შიძლება პროცედურის ჩატარება?

- პროცედურის ჩატარება შესაძლებელია 15 წლიდან, საჭიროების შემთხვევაში. 

 

- შეიძლება თუ არა პროცედურის ჩატარება ორსულობის, ან ლაქტაციის პერიოდში?

- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, როგორც სხვა დანარჩენი ესთეტიკური მედიცინის პროცედურები, ცალსახად უკუჩვენებადია. 

 

- თავსებადია თუ არა პლაზმოლიფტინგი სხვა პროცედურებთან?

- ესთეტიკურ მედიცინაში არის რიგი პროცედურებისა, რომელთა ერთადაც არ კეთდება პლაზმოლიფტინგის პროცედურა, თუმცა არის ისეთი პროცედურებიც, რომელთა ერთადაც კომპლექსურად კეთდება.

 

- რამდენ ხანს გრძელდება პლაზმოლიფტინგის ეფექტი?

- პლაზმოლიფტინგის ეფექტი გრძელდება წელიწად ნახევრიდან, ორ წლამდე.

 

- რამდენჯერ უნდა გაკეთდეს და რა სიხშირით?

- პლაზმოლიფტინგის პროცედურების რაოდენობა, დამოკიდებულია პაციენტის  ასაკსა და კანის მდგომარეობაზე. როგორც წესი, კურსი მოიცავს 4-6 პროცედურას. პროცედურებს შორის შუალედი - 7-10 დღიანია. 

 

- რა სახის გართულებები შეიძლება განვითარდეს პროცედურის შემდეგ?

- პროცედურის შემდეგ არავითარი გართულებები არ ვლინდება, გამორიცხულია  ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები, რადგან კანქვეშ საკუთარი პლაზმის შეყვანა ხდება, მხოლოდ ინექციის ადგილზე შეიძლება შეინიშნებოდეს მცირედი გემატომები (სილურჯე) რომლის რეაბილიტაციასაც 2-3 დღე ჭირდება.

 

- რა პრობლემების დროს კეთდება პლაზმოლიფტინგის პროცედურა?

- პლაზმოლიფტინგს სხვადასხვა პრობლემების დროს მიმართავენ: მაგ., აკნეს შემთხვევაში, რის შემდეგაც გამონაყარი სწრაფად და უკვალოდ ქრება. 

თმის ცვენის შემთხვევაში, პროცედურა ააქტიურებს თმის ძირების კვებას.

პლაზმოლიფტინგი მიზანშეწონილია კანის ჯანსაღი ფერის დასაბრუნებლად, ეს პრობლემა განსაკუთრებით ეფექტურია მწეველებში, ასევე მოდუნებული და გამომშრალი კანის, ნაწიბურების, ნაოჭებისა და ფოტოდაბერების შემთხვევაში.

პროცედურა ტარდება სხეულის სხვადასხვა ზონებზე: სახის, ყელის, გულმკერდის, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილებში და ხელის მტევნებზე.

 

- რა შემთხვევაში არ შეიძლება ჩატარდეს პლაზმოლიფტინგის პროცედურა? 

- პლაზმოლიფტინგის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი ქცევის უკუჩვენებები:

  1. დაავადების გამწვავების ეტაპი.

  2. ორსულობა და ლაქტაცია.

  3. ინფექციური პროცესები. 

  4. სიმსივნური დაავადებები და მათი გარეგნობის ტენდეცია. 

  5. აუტოიმუნური დაავადება. 

  6. კანის დაავადებები. 



 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.