4.9
გააზიარე

ახალი N2 სამშობიარო სახლი

32
43
26507
4.9
43
რეკომენდაცია
32შეფასება
26507ნახვა
მიმართულება
კლინიკის მისამართი
ანა
2018-07-25
ძალიან კარგი და ყურადღებიანი ექიმები არიან.... მე ძალიან კმაყოფილი ვარ
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
Elene
2017-08-08
Dzalian kargebi xart... warmatebebi samsaxurebriv winsvlashi
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნათია
2015-11-20
მაღალი დონის ექიმები
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

 

ოზონოთერაპიის თანამედროვე მიდგომები

საყოვლთაოდ ცნობილია, რომ ბუნებაში არსებობს ოზონი, რომელიც წარმოადგენს ჟანგბადის მოდიფიცირებულ ფორმას. ჟანგბადის მოლეკულა შედგება ჟანგბადის ორი ატომიდან, ხოლო ოზონი სამი ჟანგბადის ატომისგან.

ოზონი ბუნებაში წარმოიშვება ატმოსფეროში, ჩამოყალიბებულია დედამიწის ოზონის შრე – ოზონოსფერა. ოზონოსფერა განლაგებულია დედამიწის 20–დან 30-მდე კმ სიმაღლეზე. მისი სისქე შეადგენს 2,5მმ–დან 3მმ–მდე.

ოზონი უზრუნველყოპფს სიცოცხლის შენარჩუნებას დედამიწაზე, რადგან ოზონის შრე აკავებს ულტრაფიოლეტურ რადიაციას, რომელიც სასიკვდილო მოქმედების არის ცოცხალ ორგანიზმებისა და მცენარეებისათვის.

ოზონის უნიკალური თვისებები ცნობილია წინა საუკუნის დასაწყისიდან მედიცინაში. განსაკუთრებული დიდი გამოყენება ოზონმა სამედიცინო სფეროში ნახა I და II მსოფლიო ომების დროს, როცა ის ეფექტურად გამოიყენებოდა დაჭრილების მკურნალობის დროს.

 

მედიცინაში ოზონი გამოიყენება ოზონო–ჟანგბადის ნარევით, (სამედიცინო ოზონი) რომელიც გამოიყენება როგორც ადგილობრივად, ასევე სისტემური გამოყენების კონცენტრაციით, 0,2 მგ–დან 80მგ–მდე 1 ლიტრ ჟანგბადზე. ოზონოთერაპია დაფუძნებულია ბუნებრივი კომპონენტების, ოზონის გამოყენებით.

რა მოქმედება აქვს ოზონს ადამიანის ორგანიზმზე? ოზონს გააჩნია ანტიბაქტერიალური, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე აღსანიშნავია გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. აღსანიშნავია ოზონეთერაპიის ანალგეზიული (ტკივლის გამაყუჩებელი) და იმუნომამოდილირებული (იმუნიტეტის გასაძლიერებელი) მოქმედება.

 ოზონოთერაპია გახლავთ არამედიკამენტოზური ბიოლოგიური ბუნებრივი მეთოდი, რომელიც არასპეციფიური მოქმედებით ორგანიზმის დამცავ სისტემას არეგულირებს და ასტიმულირებს.

 ოზონის გამომუშავება ხდება სპეციალური სამედიცინო აპარატურით. ჩვენს კლინიკაში ამისათვის გამოიყენება ოზონოთერაპიის უნივერსალური სამედიცინო აპარატი. (ოზონ უმ–80) .

 

ოზონოთერაპიის გამოყენების ჩვენებები:

 

1. სისხლძარღვების დაავადებები.

  •  პერიფერიული არტერიების შევიწროვება.
  •  ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადება.
  •   გულის იშემიური დაავადება

2. კუჭ–ნაწლავის დაავადებები.

  •  კუჭის წყლულოვანი დაავადება.
  •  ქრონიკული ჰეპატიტები. (a, b, c, d)
  •  ქოლეცისტიტი.

3.ფილტვების დაავადებები.

  • ბრონქიალური ასთმა.
  • ქრონიკული ბრონქიტი
  • ფილტვების ტუბერკულოზი.

4.ქირურგიული დაავადებები.
      –პერიტონიტი
      –მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი
      –მწვავე ტრობმოფლებიტი
5.დამწვრობები
      –შეხორცებითი პროცესები.
6.ვირუსული და სხვა ინფექციური დაავადებები.
      –ინფექციები გამოწვეული პაპილომა ვირუსი.
      –სოკოვანი დაავადებები.
      –ინფექციები გადამდები სქესობრივი გზით.
7.გინეკოლოგიური დაავადებები.
      –მწვავე და ქრონიკული სალპინგო ოოფორიტები.
      –პელვიოპერიტონიტი.
      –მწვავე ენდომეტრიტი და ენდომიომეტრიტი.
      –საშვილოსნოს ყელის წყლული
      –ბაქტერიოლოგიური ვაგინოზი, კოლპიტი.
      –უშვილობა
      –ვულვის კონდილომები

8.მეანობა
      –ნაყოფის ჰიპოქსია
      –ფეტოპლაცენტარული უკმარისობა
      –ორსულის პრეეკლამსია
      –ორსულთა ღებინება
      –ორსულთა და მელოგინეთა ანემია
      –იმუნოლოგიური შეუთავსებლობა ნაყოფის და დედის სისხლის
      –მელოგინეების რეაბილიტაცია საკეისრო კვეთის შემდგომ და შესაძლო გართულებების    პროფილაქტიკა.
9 შარდსასქესო სისტემის დაავადებები 
      –ცისტიტი, ურეტრიტი
      –გლომერულონეფრიტი, მწვავე და ქრონიკული პიოლონეფრიტი
      –ბაქტერიოურია
10. ენდოკრინოლოგიური დაავადებები
      –შაქრიანი დიაბეტი
      –პოდაგრა
      –სიმსუქნე, ცელულიტი
11. დერმატოლოგია და კოსმეტოლოგია
      – ტელოანგიოექტაზია
      – ალოპეცია
      – ასაკოვანი ცვლილებები სახის და კისრის კანის.
      – ეკზემა
      – ნეიროდერმიტი
      – ფსორიაზი
12. ნერვოლოგია
     – მენინგიტი
     – ოსტეოქონდროზი
     – შაკიკი
13. ყელ–ყურის დაავადებები
     – ლარინგიტი
     – ფარინგიტი
     _ ოტიტი
     – ტონზილიტი
     – გაიმორიტი
14. სტომატოლოგია
     – გინგივიტი
     – პარადონტიტი
     – პარადონტოზი
15. ოფტალმოლოგია
    – მხედველობის დაქვეითება

ოზონოთერაპიის უკუჩვენებებია:


 მიოკარდის მწვავე ინფაქტი
 გემორაგიული ინსულტი 
 ჰიპერტირეოზი
 ეპილეფსია
 სისხლის შედედები სისტემის დარღვევები, ტრომბოციტოპენია.
 ალერგია ოზონის მიმართ.

 

ოზონოთერაპიის გამოყენების ფორმები:

1. 200 მლ ოზონირებული ფიზიოლოგიური ხსბნარის ინტრავენური ინფუზია. 
2. ოზონირებული დისცირირებული წყლის მიღება
3. დიდი და მცირე აუტო ჰემო ოზონოთერაპია.
4. პლევრის და მუცლის ღრუს სანაცია ოზონირებული ფიზიოლოგიური ხსნარით.
5. ოზონირებული ფიზიოლოგიური წყალის და ოზონირებული ზეთების გარეგანი გამოყენება.
6. გაზაცია სპეციალური კამერების გამოყენებით.
7. ოზონის აბაზანები.
8. ოზონ–ჟანგბადის ნარევის შეყვანა აკუპუნქტორულ წერტილებში კანქვეშა და კანის ინექცია ოზონ–ჟანგბადის ნარევით ნაწლავების ინსუფლაცია ოზონ–ჟანგბადის ნარევით.

9. ვაგინალური აბაზანები  და  სხვა.

 

* * *

ქალაქ თბილისში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა 26, 27, 28 მაისს 2017 წლის მე–7 საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. (ოზონი და სხვა სამედიცინო გაზები, ბიოლოგიასა და თერაპიაში.) ორგანიზატორები: საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ოზონოთერაპევტთა და სამედიცინო აღჭურვილობის მეწარმეთა აზიურ –ევროპული კავშირი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 16 ქვეყნის ოზონოთერაპიის სპეციალისტებმა: ფინეთი, თურქეთი, მოლდოვა, ბელორუსია, რუსეთი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, ესპანეთი, და სხვა. საქართველოს სპეციალისტებთან ერთად წარმოდგენილი იყო 32 მოხსენება, ოზონოთერაპიის თანამედროვე კვლევები და მკურნალობის მეთოდები მედიცინის სხვადასხვა სფეროში. ასევე კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ოზონოთერაპიის სამედიცინო აპარატურა. კონფერენციის დასრულების შემდგომ ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის დირექტორს ი. მერკვილაძეს გადაეცა საერთაშორისო სერთიფიკატი.

ჩვენო ქუთათურებო,

მინდა გაცნობოთ,რომ ქუთაისის მერიამ,პირადად ბ-ნ შოთა მურღულიამ ახალი N2 სამშობიარო სახლი დააჯილდოვა მადლობის სიგელით ბიზნესის განვითარებაში შეტანილიგანსაკუთრებული წვლილისათვის. კლინიკის დირექტორმა ბ-ნ ირაკლი მერკვილაძემმადლობა გადაიხადა მათი ღვაწლის დაფასებისათვის.

ვულოცავთ თითოეულ დამფუძნებელს და თანამშრომელს ამ აღიარებას.

 

ქალის სასქესო ორგანოების დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

საშვილოსნოს ყელის დათვალიერება - კოლპოსკოპია, ხორციელდება სპეციალური აპარატით კოლპოსკოპით, რომლითაც დგინდება:

1.      კიბის წინარე პროცესები (დისპლაზიები)

2.      საშვილოსნოს ყელის კიბო

3.      კონდილომები

4.      კერატოზი (ლეიკოპლაკია)

5.      ეროზია

6.      ანთება

7.      ატროფია

8.      დეციდუოზი

9.      პოლიპები

თვითონ კოლპოსკოპიის პროცედურა არის მარტივი და უმტკივნეულო. კოლპოსკოპია უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა წელიწადი ერთხელ, რათა თავიდან აიცილოს ზემოდ ხსენებული პათოლოგიები, განსაკუთრებით კი საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში ძუძუს კიბოს შემდეგ დგას მეორე ადგილზე. 

ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს კოლპოსკოპიის კაბინეტი, ესპანური, ფერადი ვიდეო კოლპოსკოპი OPC-5 რომელიც გვაძლევს საშუალებას მაღალკვალიფიციურად გამოვიკვლიოთ ქალის სასქესო ორგანოები, აგრეთვე ტარდება საშვილოსნოს ყელის სიმსივნის წინარე დაავადებების მკურნალობა ამერიკული წარმოების აპარატით “Surgitron”-ით, რომელიც მუშაობს მაღალ სიხშირიან რადიო-ქირურგიულ პრინციპზე, ამ მეთოდის უნიკალური თავისებურებებია:

1.       მანიპულაციის დროს ტკივილის არარსებობა;

2.      ჭრილობის სწრაფი შეხორცება;

3.      მაღალი კოსმეტიკური ეფექტი;

4.      სისხლის მინიმალური დანაკარგი

ახალი № 2 სამშობიარო სახლი გთავაზობთ ზემოდ აღნიშნული პათოლოგიების ზუსტ დიაგნოსტიკას და გარანტირებულ მკურნალობას.

მეან-გინეკოლოგი ეკა ჩინჩალაძე.

 

ძუძუთი კვება

ლია ჯინჭარაძე,  

ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსი

 

ჩვენს ახალ N2 სამშობიარო სახლს, მინიჭებული აქვს „ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოს ტიტული“, რომელიც გულისხმობს ექსკლუზიურ ძუძუთ კვებას.

დედის რძე საკვებია ახალშობილთათვის, რომელიც შიცავს ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა კომპონენტს: ცილებს, ცხიმებს -ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, მახშირწყლებს, ფერმენტებს, ანტისხეულებს, მინერალებს და წყალს.

მოგახსენებთ, რომ მშობიარობიდან 2-3 დღის განმავლობაში სარძევე ჯირკვალი გამოიმუშავებს მოყვითალო ფერის სითხეს, რომელსაც ხსენი ეწოდება. ხსენი პირველადი იმუნიზაციის ტოლფასია ახალშობილებში. ის თავისი კალორიულობით აკმაყოფილებს საკვების მოთხოვნილებებს, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად, მიუხედავად  მისი მცირე მოცულობისა. ხსენი იცავს ბავშვს იმფექციებისგან, უზრუნველყოფს საჭმლის მომნელენელი სისტემის ზრდასა და მუშაობას.

ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე იშვიათად ხდებიან ავად. მცირეა ასთმის, სიმსუქნის, ალერგიის, კოლიკის განვითარების რისკი. ისინი ინტელექტუალურად უფრო კარგად ვითარდებიან, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები.

ყველა ქალს აქვს უნარი თავისი რძით გამოკვებოს შვილი. თუ კი დედა არ არის დარწმუნებული ძუძუთი კვების უპირატესობაში, საჭიროა ახლობლებმა -მეუღლემ და ოჯახის წევრებმა დაარწმუნოს ის ამაში.

ძუძუთი კვება იცავს დედას სისხლდენისაგან, ხელს უწყობს სშვილიოსნოს შეკუმშვას, იცავს ხელახალი დაორსულებისაგან მშობიარობიდან  დაახლოებით 6 თვის მანძილზე, თუმც არსებობს გამონაკლისი, რის გამოც მენსტრუალური ციკლის აღდგენამდე უნდა ჩიტაროს გინეკოლოგის კონსულტაცია, რომ დადგენილი იქნას ორსულობის არსებობა, ან არარსებონა.  მოკლე პერიოდში, ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის სიმსივნური დაავადებების რისკს.

ახალშობილი უნდა იკვებოს ხშირად 10-12-ჯერ 24 საათში მოთხოვნილებებეის მიხედვით და არა საათობრივად, უნდა იკვებებოდეს როგორც დღისით, ისე ღამით. პირველი 6 თვის განმავლობაში დედის რძე ბავშვის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს მთლიანად საკვებზე და სითხეზე ( წყალი არ ესაჭიროება) ადრე დაწყებული დამატებითი საკვები ამცირებს რძის წარმოქმნას და საჭმლის მონელების პრობლემებსაც ქმნის.

ახალშობილმა აუცილებლად უნდა მიიღოს რძის „ბოლო“ ულუფა ვინაიდაი ის მდიდარია ცხიმით და თუ ბავშვი მას ვერ მიიღებს მალევე მოშივდება და წონაშიც ვერ მოიმატებს.

ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება დედის რძის შემადგენლობაც და ზუსტად ის მიესადაგება ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელ მოთხოვნას. ხშირი ძუძუთი კვება განაპირობებს მეტი რძის გამომუშავებას.

ძუძუთი კვება ქალური ბედნიერებაა!

 
 

 

 

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.