"გზაში პატრული წამომეწია... ნამდვილად არ მინდოდა, რომ ქულა დაეკლოთ" - გიორგი ღოღობერიძე
"დღეს დილით გადაღებიდან მოვდიოდი და გზაში პატრული წამომეწია, - გადააყენეო. უცებ ღვედზე დავიხედე - მეკეთა; მოხვევის მაჩვენებელს შევხედე - ჩართული მქონდა; გზისკენ გავიხედე - წყვეტილი იყო... ვფიქრობ, ვფიქრობ რა დავარღვიე-მეთქი... ნამდვილად არ მინდოდა, რომ ქულა დაეკლოთ.
დავწიე ფანჯარა და საბუთები გავამზადე. პატრულმა "- გიორგი ექიმო, რამდენიმე დღეა გირეკავთ და ყურმილს არ იღებთ. შემთხვევით შეგნიშნეთ და მეტი გზა აღარ იყო, უნდა გამეჩერებინეთო"..., - თურმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება სჭირდებოდა
მოკლედ, კლინიკა სასწრაფოდ უნდა გავხსნა... როგორც კი კლინიკა იქნება, ასისტენტებიც მეყოლება და ეს პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება." - წერს პოპულარული, ახალგაზრდა ექიმი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
დატოვეთ კომენტარი