ვარ 8 კვირის ორსული
გამარჯობა, ვარ 8 კვირის ორსული, ექოზე დამიდგინდა უკანა კედლის ჰიპერტონუსი, აუცილებელია თუ არა წოლითი რეჟიმი თუ შესაძლებელია მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობა? გთხოვთ მიპასუხოთ
გამარჯობა, ვარ 8 კვირის ორსული, ექოზე დამიდგინდა უკანა კედლის ჰიპერტონუსი, აუცილებელია თუ არა წოლითი რეჟიმი თუ შესაძლებელია მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობა? გთხოვთ მიპასუხოთ
გამარჯობათ. მკურნალობა დამოკიდებულია როგორც ულტრაბგერითი კვლევის შედეგებზე, ისე სუბიექტურ შეგრძნებების არსებობაზე (იგულისხმება მწიწკნავი ხასიათის ტკივილები მუცლის ქვედა არეში) და მის ინტენსივობაზე. ზოგჯერ წოლითი რეჟიმი, შუადღის დასვენება საკმარისია, ზოგჯერ საჭირო ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა. მაინც ეს ექიმის შესაფასებელია გასანჯვისა და ულტრაბგერითი კვლევის დასკვნის საფუძველზე. პატივისცემით, ექიმი გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, თეონა სალუქვაძე