გოლფის ბურთის სინდრომი ეს არის, იზოლირებული ექოგენური ინტრაკარდიული ფოკუსი (იეიფ), ანუ პატარა გოლფის ბურთის მსგავსი ექოგენური გამოსახულება, ნაყოფის გულის პარკუჭებში, რომელსაც გააჩნია ძვლის მსგავსი სონოგრაფული სიკაშკაშე. ის გვხვდება უმეტესად მარცხენა პარკუჭში, თუმცა ასევე შესაძლებელია მისი არსებობა ორივე პარკუჭში ერთად. ეს სინდრომი პირველად აღწერილი იყო 1987 წელს. იეიფ წარმოადგენს პარკუჭებში მოთავსებულ პაპილარულ კუნთებში ჩართულ მიკროკალციფიკატებს. შესაძლებელია ასეთივე გამოსახულება მიღებული იყოს ჰიპერექოგენური „აკუსტიკური“ ჩრდილით, ამიტომ მისი მისი დიფერენციისათვის გამოყენებული უნდა იყოს მრავალმხრივი კარდიოექოსკოპიური ჭრილები. იეიფ ჩვეულებრივად გვხვდება ორსული ქალების ტრივიალური ექოსკოპიური გამოკვლევისას, ორსულობის მეორე ტრიმესტრში, 3 დან 5% მდე შემთხვევაში. ერთ – ერთი ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს სინდრომი უპირატესად აღინიშნება აზიელი და შუა აღმოსავლეთის ორსული დედების ნაყოფებში.