მოგესალმებით. რას მირჩევთ ინფექციონისტ ნინო აბულაძეზე. ინგოროყვას კლინიკაში მოშაობს როგორც მითხრეს. ჩემი ახლობელი, უმძიმესი პაციენტი სეფსისით გამოგლიჯა სიკვდილს. თქვენც თუ გაქვთ რამე გამოცდილება
მოგესალმებით. რას მირჩევთ ინფექციონისტ ნინო აბულაძეზე. ინგოროყვას კლინიკაში მოშაობს როგორც მითხრეს. ჩემი ახლობელი, უმძიმესი პაციენტი სეფსისით გამოგლიჯა სიკვდილს. თქვენც თუ გაქვთ რამე გამოცდილება
ვარ 50 წლის. მაწუხებს დაღლილობა, განსაკუთრებით შუა დღეს, ან სადილის მერე. როგორ გავუმკლავდეთ, რით დავეხმარო ჩემს ორგანიზმს? გარდა ამისა,ეს ალბათ მეორე კითხვა გამომდის,მაგრამ კავშირშია. ფიზიკური შრომის მერე მტკივა ხელის მტევნები, კუნთები ზოგადად. აქაც მჭირდება შველა...
გამარჯობა, მაქვს გინეკომასტია. მაინტერესებს, სად შემიძლია გავიკეთო გინეკომასტიაზე ოპერაციას ხარისხიანად და შედარებით დაბალ ფასად? ვარ 23 წლისნ, 187 სმ და 103 კგ. ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა ალბათ 14 წლიდან. ყოველთვის მცხვენოდა ჩემი "ქალური" მკერდი. ერთ დროს ვარჯიშით დავიკელი 83 კგ-მდე და მაინც მქონდა ეს პრობლემა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნამდვილი გინეკომასტია მაქვს.
მჭირდება დონორი მამისთვის. ღვიძლის ნაწილის გადასანერგად. მამაკაცი 30-40 წლამდე, პირველი ან მესამე ჯგუფის სისხლით, გამხდარი, სასურველია მაღალი. 558 192 195
ორი კვირის წინ დავიპლომბე ორი კბილები. ნერვი ამოღებული მაქვს. მიხაროდა რომ კბილი აღარ მტკიოდა. გუშინწინ მაცივრიდან გამოღებულოი ცივი ხილი შევჭამე და ახლა ისევ მტკივა. ვფიქრობ ღრძილის ანთება ხომ არაა სტომატოლოგმა მაგრად გამატყავა ორი კბილის დაპლომბვაზე. ახლა კი ისევ რომ მივადგე კბილი მტკივათქო, აღარ მაქვს თავზესაყრელი ფული. როგორ მოვიქცე? ამოვიღო? თუ ანთებაა რამე წამალი მიღჩიეთ გთხოვთ
გამარჯობა. დიდი ხანია გლანდზე მაქვს მკვრივი მოყვითალო, სუნიანი ნადები, რომელიც მექანიკური ჩარევით(გლანდზე რაიმე საგნის მიჭერით ან სხვა...) ხშირად ადვილად სცილდება გლანდს. მაწუხებს ყლაპვის და საუბრის დროს და აქვს მკვეთრი არასასიამოვნო სუნი. მოცილების შემდგომ ტოვებს ღრმულს გლანდზე და მერე სიწითლეც და სუნიც ქრება ხოლმე. რა მოვიმოქმედო, რას მირჩევთ? დიდი მადლობა.
მინდა დავაფიქსირო მადლობა კლინიკა კურაციოში უროლოგ ალექსანდრე შიოშვილის მიმართ!!!ზეყურადღებიანი, უკეთილშობილესი, როგორიც წარმომიდგენია ექიმი ზუსტად ისეთი!!!თავისი საქმის პროფესიონალი!!!შედეგზე ორიენტირებული!!!!
მოკლედ დამაწყდა ნერვები ....რა არის ამდენი რეკლამა ყოველ ერთ წამში ერთხელ....ინფორმაციის მისაღებად შემოვედი ამ გვერდზე და აფარებული მაქვს რეკლამები თვალებზე, ერთხელ ვნახე გავიგე, თუ მაინტერესებს კი დავუწყებ ძებნას თვითონაც და კი მიიქცევს ჩემს ყურადღებას ისედაც,მე ვეძებ სულ სხვა იფორმაციას და მაფარებთ ამ რეკლამებს, საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ყველაფერს, ან რაღაც კანონზომიერებას ხომ უნდა ემორჩილებოდეს? ვინც მართავს ინტერნეტ გვერდს იქნებ გაითვალისწინოთ და დაიცვათ გვერდი...
1 კვირაა მარჯვენა სახის მიდამოში შუბლიდან ყბამდე მაქვს დაძაბულობის განცდა, მოჭერის მსგავსი ღამე და საღამოობითაც არის ხოლმე, პოზიციას როდესაც ვიცვლი თითქოს აღარაა, მაგრამ შემდეგ ისევ იძაბება თუ იცით რისი ბრალი შეიძლება იყოს?
გამარჯობათ..ძალიან შევშინდი.ვარ 30 კვირის ორსული.ნაყოფს დაუდგინდა ცალი თირკმლის მდებარეობა მენჯის ღრუში.ეხლა მითხრეს რომ ცოტა ზომაშიც პატარაა მაგრამ როგორი განვითარების არ ვიცი.მეორე თირკმელი ჯანმრთელია.გთხოვთ მიპასუხოთ რას იწვევს ასეთი მდებარეობა და რის წინაშე ვდგავართ.მადლობა წინასწარ