გამარჯობათ. ყურს ვიწმენდ ყოველ დღე, მაქვს ჭარბი, განსაკუთრებულად ყვითელი გამონადენი. შეიძლება ეს უბრალოდ გოგირდის საცობის ბრალი იყოს?
გამარჯობათ. ყურს ვიწმენდ ყოველ დღე, მაქვს ჭარბი, განსაკუთრებულად ყვითელი გამონადენი. შეიძლება ეს უბრალოდ გოგირდის საცობის ბრალი იყოს?
მყავს 5 წლის გოგო, დაუდგინეს სეზონური ალერგია შემოდგომით ასე ოქტომბერი არის ჩვენი მტერი და მარტი ყვავილობა რო იწყება, ახლაც დაეწყო ხველება, ისე ახველებს რო სპაზმურია, რა ვუშველოთ ძალიან გთხოვთ მირჩიოთ, წინასწარ მადლობაა
გამარჯობათ მაინტერესებს ინკურნება თუ არა (მიტოქონდრული) ლეის დაავადება..გთხოვთ მიპასუხეთ სასწრაფოდ
გამარჯობა, ვარ 30 წლის. მაინტერესებს სად შეიძლება დიფტერიაზე ავიცრა და რა ჯდება?
გამარჯობათ. კითხვა მაქვს ოტორინორანილგოლოგ ბატონ ზაზა ხუციშვილთან : მე მაქვს ვესტიბულური აპარატის დარღვევა. უკვე გამიმეორდა მეხუთედ თავბრუსხვევა. ეს დაავადება არ იკურნება საერთოდ? სულ ბეტასერკი უნდა ვსვა როცა დამეწყება თავბრუსხვევა? რა გართულება მოყვება დროთაგანმავლობაში ამ დაავადებას? და თუ შეიძლება თქვენთან მკურნალობა ამ დაავადების. დიდი მადლობა წინასწარ.
სადაა თქვენი კლინიკა ან სად მდებარეობს? და თუ შეიძლება თქვენი პირადი ტელეფონის ნომერი?... დიდი მადლობა
მოგესალმებით, წინა წელს მქონდა ჭინჭრის ციება. ვიყავი ალერგოლოგთან რომელმაც დამინიშნა წამლები დიეტა და მალე გამიარა. ორი კვირის წინ ხელის მტევნებზე გამიჩნდა წითელი ლაქები მაშინდელივით, ამას დაემატა ტუჩების, თვალების ოდნავ შესიება დილაობით და ენის გაბუჟება. დავიწყე დიეტა, ეს ორი დღეა სიწითლე ხელებზე გამიქრა ასევე ენის გაბუჟებაც მაგრამ დილაობით თვალები და ზედა ტუჩი ოდნავ მაინც მაქვს შესიებული. საზღვარგარეთ ვიმყოფები და ექიმთან ვიზიტს ვერ ვახერხებ. რას მირჩევთ? წესიერად ისიც არ ვიცი რისი ჭამა შემიძლია?
მოგესალმებით, მაქვს მუხლის ჯვარედინი მყესი გაწყვეტილი. მაინტერესებს თუ კეთდება საქართველოში ოპერაცია ხელოვნური მყესის ინპლანტაციის, რომელიც უკვე ფართოდაა დანერგილი მთელ მსოფლიოში. მაგალითად "ლარს" ფირმის სინთეტიკური მყესის ინპლანტაცია. წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის
გამარჯობა ბატონო ექიმო, ჩემს მეუღლეს აქვს ასოს თავის მგრძნობელობის დაქვეითება. იკურნება თუ არა ეს დაავადება, და რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული
ორივე ყურში სხვადასხვაგვარი ხმაური: მარცხენაში შიშინისმაგვარი, მარჯვენაში გაბმული, უწყვეტი წუილის მსგავსი... ყბა სახსრის მოჭერითი ტკივილის თანხლებით... ( რას მირჩევთ?