საუკეთესო მედპერსონალი
თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კლინიკა და ძალიან ყურადღებიანი პერსონალი. რაც მთავარია სისუფთავე დაცულია.
“ხოზრევანიძის კლინიკა” 2015 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად, კლინიკის ძირითადი მიმართულება ოტორინოლარინგოლოგია გახლდათ, აღნიშნული სპეციალიზაციით, პირველად საქართველოში, ჩვენს კლინიკაში დაინერგა თანამედროვე, ე.წ ცივი პლაზმის (კობლაცია) მეთოდით ფართო სპექტრის ოპერაციები.
2018 წლის ნოემბერში, კლინიკა გაფართოვდა, ახლა უკვე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გახლავთ, რომელიც 40 საწოლზეა გათვლილი.
კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშთა და მოზრდილთა სტაციონარი, სადაც ხორციელდება გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, შემდეგი მიმართულებებით :
კლინიკაში აგრეთვე ფუნქციონირებს ამბულატორიული მომსახურეობის სერვისი, სადაც ამბულატორიული სერვისის მომხმარებელთ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღალკვალიფიკაციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციის ფართო სპექტრით, შემდეგი მიმართულებით:
კლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური და რენდგენოგრაფიული სერვისი, სადაც შესაძლებელია მაღალი სიზუსტის ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.