საქართველოში ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. აღნიშნული ინფორმაცია, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გაავრცელა.
"ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი.
ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი", - თქვა ტიკარაძემ.
დატოვეთ კომენტარი