newhospitals
3.6
გააზიარე

ღუდუშაურის კლინიკა

22
91
69506
3.6
91
რეკომენდაცია
22შეფასება
69506ნახვა
კლინიკის მისამართი
დაგვიკავშირდით ჩაწერა 24/7

მიღებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით

თინათინ მაღრაძე
2022-06-03

ყურადღებიანი პერსონალი.. მადლობა თქვენ!

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნონა ოსაძე
2022-02-20

ჩემი უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ ვინც გულისხმიერება და ყურადღება გამოიჩინა ჩემს მიმართ, ვარ მარტოხელა დედა ობოლი არ ვიღებ არანაირ დახმარებას. ძალიან მეშინოდა რომ, არ მიმიღებდენ ისე როგორც საჭირო იყო, მაგრამ მათმა სითფომ გვერდით დგომამ და სიყვარულმა მოლოდინს გადააჭარბა. მუდამ მადლობელი ვიქნები ღუდუშაურის გენოკოლოგიური განყოფილების მედ. პერსონალის რომლებაც სტიმული მომცეს რათა მედა ჩემა შვილმა გავაგრძელოთ ცხოვრება.

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თინათინ ცინარიძე
2019-08-08

2019 წლის აგვისტოს თვეში, უმძიმესი პაციენტით (ასაკი 93 წელი, დიაგნოზი დიაბეტური განგრენა) მივმართეთ ღუდუშაურის კლინიკას, სადაც პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩატარდა არაერთი მანიპულაცია, ოპერაცია და სხვა გადაუდებელი კვლევები. სწორედ, ღუდუშაურის კლინიკის თავდადებული, ახალგაზრდა პროფესიონალი გუნდის დახმარებით, ურთულესი 93 წლის პაციენტს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, რისთვისაც გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ. მადლობა მინდა გადავუხადო სრულად კლინიკის კოლექტივს, განსაკუთრებით კი, ქალბატონ მარინა გელანტიას, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით და გულისხმიერებით, ასევე, ამპუტაციის ოპერაციის წარმატებით დასრულებისათვის სისხლძარღვთა ქირურგს, დავით კობახიძეს, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგს ლიკა ჯაჯანიძეს.

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

აკად. . ღუდუშაურის სახელობის ეოვნული სამედიცინო ცენტრი ატარებს დარგის ფლაგმანის სტატუსს და ურყევად ინარჩუნებს მომხმარებელში დამკვიდრებულ ნდობას. ის 2003 წლის მაისიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, ღუდუშაურის კლინიკა გახლავთ  მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება მაღალი ხარისხის ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით;  სათანადოდ გამართული გადაუდებელი მიმღებითა და განვითარებული ჰოსპიტალური სექტორით.

დაწესებულებას აქვს სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრი, მისაღები ფასები და სტაბილურად მაღალი ხარისხი. ის დაკომპლექტებულია კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტებით, რომელთა განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტი მუდმივად ზრუნავს.

კლინიკა თავის პაციენტებს სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას და თითოეული მათგანისადმი ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს. ცენტრი გათვლილია 260 საწოლზე და შეუძლია დღეში 1000-ზე მეტი ამბულატორიული პაციენტის მიღება. ასევე დანერგილია სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემა,  რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთან  მუდმივ უკუკავშირს და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. კლინიკას აქვს შინაგანი მედიცინის ჰოსპიტალური განყოფილება.

 

კლინიკაში ფუნქციონირებს ისეთი სამედიცინო განყოფილებები, როგორიცაა:

  • ოფთალმოლოგია
  • ქირურგია
  • პროქტოლოგია
  • გინეკოლოგია
  • უროლოგია
  • რადიოლოგია
  • ნევროლოგია
  • სარეაბილიტაციო ცენტრი
  • დერმატოლოგია
  • ლაბორატორია
  • სისხლის ბანკი

 

ხოლო კლინიკის სტაციონარის შემადგენლობაში შედის:

  • პრეჰოსპიტალრი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება (მიმღები)
  • დიაბეტური ტერფის მკურნალობის ცენტრი
  • ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილება
  • შინაგანი მედიცინის ჰოსპიტალური განყოფილება
  • სამეანო გინეკოლოგიური განყოფილება
  • ქირურგიული განყოფილება
  • ნეირო ქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილება
  • ტრავმა ორთოპედიის განყოფილება
ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.