ლაქტოზის მალაბსორბცია ანუ ლაქტოზის აუტანლობა

ლაქტოზის მალაბსორბცია ანუ ლაქტოზის აუტანლობა

10306 ნახვა

ლაქტოზის აუტანლობა

ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანები რძეში შაქრის(ლაქტოზის) სრულყოფილად მონელებას ვერ ახერხებენ, შედეგად მათ კონკრეტული პროდუქტების მიღებისას დიარეა, შებერილობა, გაზები და სხვა კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული ჩივილები უვითარდებათ. მდგომარეობას, რომელსაც ლაქტოზის მალაბსორბციას უწოდებენ ჩვეულებრივ უვნებელია, თუმცა სიმპტომები შესაძლოა არასასიამოვნო იყოს.

წვრილ ნაწლავში წარმოქმნილი ფერმენტის (ლაქტაზას) ძალიან მცირე რაოდენობაა ლაქტოზას აუტანლობაზე პასუხისმგებელი. შესაძლოა ფიქსირდებოდეს ლაქტაზას მცირე რაოდენობა, მაგრამ რძის პროდუქტები მაინც თავისუფლად მოინელოთ, ხოლო თუ სიტუაცია კრიტიკულ ნიშნულს მიღწევისას, პაციენტი ხდება ლაქტოზის მიმართ აუტანელი, რაც თავისმხრივ რძის პროდუქტების მიღებისას არასასიამოვნო სიმპტომებს გამოიწევს. აქედან გამომდინარე სიტუაციას მარტივად მართავთ, თუ ასეთ საკვებს ყოველდღიური რაციონიდან ამოიღებთ.

 

სიმპტომები

ლაქტოზის შეუწყნარებლობის ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ საკების მიღებიდან 30 წუთიდან 2 საათის შემდეგ იწყება:

  • დიარეა
  • გულისრევა და ზოგჯერ ღებინება
  • კუჭის ტკივილი
  • შებერილობა
  • გაზები

 

როდის მივმართოთ ექიმს?

ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე, თუ გაქვთ ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომები რძის პროდუქტების ან თუნდაც კალციუმის მიღების შემდეგ.

 

მიზეზები

ლაქტოზის აუტანლობა ყალიბდება მაშინ, როდესაც წვრილი ნაწლავი საკმარის ფერმენტს (ლაქტაზას)რძის შაქრის (ლაქტოზის) ასათვისებლად არ გამოიმუშავებს. ჩვეულებრივ, ლაქტაზა აქცევს რძის შაქარს ორ მარტივ შაქრად - გლუკოზასა და გალაქტოზას, რომლებიც ნაწლავის ლორწოვანი გარსის მეშვეობით შეიწოვება სისხლში.

ლაქტოზის აუტანლობის დროს, ლაქტოზა დამუშავებისა და შეწოვის ნაცვლად პირდაპირ გადადის მსხვილ ნაწლავში, რომლის ბაქტერიებიც დაუმუშავებელ ლაქტოზასთან ურთიერთქმედებს და პაციენტს უსიამოვნო ჩივილებს უვითარებს.

  • ლაქტოზას პირველადი აუტანლობა

ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ ლაქტოზის პირველადი აუტანლობა - ყველაზე გავრცელებული ტიპი - სიცოცხლის პირველ წლებში ლაქტოზას საკმარისი რაოდენობით იღებენ. ჩვილები, რომლებიც მხოლოდ რძეს მიირთმევენ  ლაქტოზის საჭირო რაოდენობა სჭირდებათ. ამ ფერმენტის რაოდენობა ორგანიზმში საგრძნობლად ეცემა, როდესაც ზრდასთან ერთად ბავშვები რძნს ჩვეულებრივი საკვებით ანაცვლებენ, მაგრამ, როგორც წესი, მოზარდობაში დაბალანსებისთვის მაინც საკმარისად მაღალი რაოდენობაა. ლაქტოზის პირველადი აუტანლობის დროს ლაქტოზის წარმოება ზრდასრულობის გამო მკვეთრად ეცემა, რაც ართულებს რძის პროდუქტების გადამუშავებას.

  • მეორადი ლაქტოზის აუტანლობა

ლაქტოზის შეუწყნარებლობის ეს ტიპი ვითარდება მაშინ, როცა წვრილი ნაწლავი გარკვეული დაავადებისა თუ ქირურგიული ჩარევის შემდეგ ამ ფერმენტის წარმოქმნას ამცირებს. ლაქტოზის მეორად აუტანლობას ნაწლავის ინფექცია, ცელიაკია, ბაქტერიის ჭარბი ზრდა, კრონის დაავადება უკავშირდება. ძირითადი დარღვევის მკურნალობამ შესაძლოა ლაქტაზის დონე აღადგინოს და პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გააუმჯობესოს, თუმცა ამას დრო სჭირდება.

  • თანდაყოლილი ან შემდგომ ჩამოყალიბებულილაქტოზის აუტანლობა

ლაქტოზის აუტანლობით ახალშობილის დაბადება იშვიათია, თუმცა შესაძლებელი. მუტაციური გენი თაობიდან თაობას გადაეცემა მემკვიდრეობით, ასეთ დროს ორივე მშობელი აღნიშნული ავტოსომური რეცესიული დარღვევის მატარებელი უნდა იყოს.

 

ისკის ფაქტორები

  • ასაკის მატება

ლაქტოზას აუტანლობა, ჩვეულებრივ, ზრდასრულ ასაკში ჩნდება. ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ეს მდგომარეობა იშვიათია.

  • თნიკურიწარმომავლობა

ლაქტოზის აუტანლობა ყველაზე ხშირად აფრიკული, აზიური, ესპანური წარმოშობის ადამიანებშიგვხვდება.

  • ნაადრევი მშობიარობა

ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებს შეიძლება,ლაქტოზის დონის შეუმცირდეთ, რადგან წვრილ ნაწლავში მესამე ტრიმესტრამდე ლაქტოზის წარმომქნელი უჯრედები არ ყალიბდება.

  • წვრილ ნაწლავის დაავადებები

წვრილი ნაწლავის პრობლემები, რომელთაც შესაძლოა, ლაქტოზის აუტანლობა გამოიწვიონ, ბაქტერიების ჭარბ ზრდას, ცელიაკიას და კრონის დაავადებებსმოიცავს.

  • კიბოს გარკვეული ტიპების მკურნალობა

თუსხივური თერაპია კუჭ-ნაწლავის სისტემის გართულებების გამო ჩაგიტარდათ, ეს ლაქტოზის აუტანლობის განვითარების რისკს ზრდის.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.