Gamma Knife „ავერსის კლინიკაში“

Gamma Knife „ავერსის კლინიკაში“

290 ნახვა

პირველად საქართველოში, „ავერსის კლინიკაში“, დაინერგა თავის ტვინის დაავადებების  რადიოქირურგიული მეთოდით მკურნალობა უახლესი თაობის დანადგარით - Gamma Knife Esprit-ით. 

ეს პროცედურა წარმოადგენს თავის ტვინის პათოლოგიების ყველაზე ზუსტ, უსაფრთხო და არაინვაზიურ (უსისხლო) მეთოდს, რომლის ჩასატარებლადაც საქართველოს მოსახლეობას საზღვარგარეთ უწევდა წასვლა.

Gamma Knife არის როგორც თავის ტვინის ქირურგიული ჩარევის ალტერნატივა, ასევე საუკეთესო საშუალება რთულად ხელმისაწვდომი და არაოპერირებადად მიჩნეული თავის ტვინის სიმსივნეებისა და მალფორმაციების მკურნალობისთვის.

 

რა არის Gamma Knife?

Gamma Knife არის თავის ტვინის სიმსივნეებისა და ტვინის სხვა პათოლოგიების უსისხლო და უმტკივნეულო მკურნალობის რადიოქირურგიული მეთოდი. 

მანიპულაცია Gamma Knife Esprit აპარატით ტარდება. სპეციალური ჩაფხუტის საშუალებით სხვადასხვა მხრიდან თავის ტვინის დაზიანებული ქსოვილისკენ უამრავი მცირე სიმძლავრის გამა სხივი მიემართება. ეს სხივები იმდენად სუსტია, რომ არ აზიანებს ტვინის ჯანმრთელ ქსოვილს, მაგრამ როდესაც პათოლოგიის ადგილას იკრიბება, ძალიან მაღალ ენერგიას წარმოშობს და პათოლოგიას ანადგურებს.

 

ვისთვის არის განკუთვნილი?

მედიცინაში Gamma Knife-ის გამოყენების გამოცდილება უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ის აღიარებულია ოქროს სტანდარტად თავის ტვინის ისეთი პათოლოგიებისთვის, რომელთა მკურნალობა ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ.

 

რას მკურნალობენ Gamma Knife-ით?
 

  • თავის ტვინის კეთილთვისებიან სიმსივნეებს (სმენის ნერვის ნევრინომამენინგიომა, კრანიოფარინგიომა, ჰიპოფიზის ადენომა, ჰემანგიობლასტომა, გლომუსის სიმსივნე);
  • თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს (გლიობლასტომა, თავის ტვინის მეტასტაზები, გლიომები, ჰემანგიოპერიციტომა, ქონდროსარკომა, ნაზოფარინგეალური კარცინომა, ბავშვთა ტვინის სიმსივნეები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები);
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიას;
  • ტვინის არტერიოვენურ მალფორმაციას;
  • ნებისმიერ სიმსივნეს, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე;
  • ეპილეფსიის გარკვეულ ფორმებს;
  • ესენციურ ტრემორს.

 

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

Gamma Knife-ით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს თავზე უმაგრდება მსუბუქი ჩარჩო. ამის შემდეგ განისაზღვრება სიმსივნისა თუ სხვა სამიზნის მდებარეობა ჩარჩოსთან მიმართებით. ამ მიზნით ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ან ანგიოგრაფია – იმის მიხედვით, რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.

ტვინის სკანირების შედეგების მიხედვით დგება მკურნალობის გეგმა. პროცედურის დროს პაციენტი აპარატზე წევს. სამიზნის ზომისა და ფორმის მიხედვით, დასხივება შეიძლება რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე გაგრძელდეს.

პროცედურას ატარებს ნეიროქირურგი. 

პაციენტი ვერ გრძნობს დასხივებას, არც აპარატის ხმაური აწუხებს, ექიმთან საუბარი კი მიკროფონით შეუძლია.

 

 როგორ ემზადება პაციენტი პროცედურისთვის?

Gamma Knife-ით მკურნალობას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. პაციენტი წინა საღამოს ვახშმობს, ხოლო შუაღამიდან მოყოლებული, აღარაფერს ჭამს და სვამს. ოპერაციის დღეს უნდა ჩაიცვას კომფორტული, თავისუფალი ტანსაცმელი, მოიხსნას სამკაულები, სათვალე, კონტაქტური ლინზები, პროთეზი.

 

რა უპირატესობები აქვს Gamma Knife-ს?

Gamma Knife-ით მკურნალობა საუკეთესო ალტერნატივაა, მაშინ, როცა პაციენტს სურვილი აქვს თავიდან აირიდოს ღია ქირურგიული ოპერაცია, მძიმე მდგომარეობის გამო ვერ უტარდება ღია ოპერაცია, ზოგადი ანესთეზია საშიშია მისთვის ან საოპერაციო არე ძნელად მისადგომია.

 

Gamma Knife-ით მკურნალობა:

  • არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც არ საჭიროებს ჭრილობას და არ ტოვებს ნაიარევს თავის ქალასა და თავის კანზე;
  • მაქსიმალურად ამცირებს ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკს; 
  • არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას;
  • არ მოითხოვს ზოგად ანესთეზიას;
  • არ მოითხოვს რეაბილიტაციას;
  • სრულდება ერთ სეანსში;
  • მოითხოვს მხოლოდ ერთდღიან ვიზიტს ამბულატორიაში. პროცედურის მომდევნო დღეს პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
  • უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის, ნებადართულია 1.5 წლიდან.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ Gamma Knife-ით მკურნალობის დროს არ არსებობს თავის ტვინის ღია ოპერაციისთვის დამახასიათებელი გართულებების (სისხლდენის, სისხლჩაქცევების, ინფექციის) ალბათობა. 

პროცედურის შემდეგ ღამის კლინიკაში გატარება არ არის აუცილებელი. 

გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა, რაც პაციენტის სიცოცხლის ხარისხს უფრო მეტად ამაღლებს.

ასევე, აღარ არის საჭირო განმეორებითი ჩარევა, მაშინ როდესაც ღია ოპერაციის შემდეგ ის ზოგჯერ გარდაუვალი ხდება გართულების გამო.

თავის ტვინში მეტასტაზების Gamma Knife-ით მკურნალობის შემდეგ, წესისამებრ, ქრება ღია ოპერაციისა და ძვირად ღირებული სხივური თუ ქიმიოთერაპიის საჭიროებაც. 

 

როგორი შედეგი დგება Gamma Knife-ით მკურნალობის შემდეგ?

Gamma Knife-ით ჩატარებული რადიოქირურგიული ოპერაციის სამკურნალო შედეგის მიღებას გარკვეული დრო ესაჭიროება, რაც დამოკიდებულია მკურნალობის მიზეზზე. 

Gamma Knife-ის პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით „ავერსის კლინიკას“ ნომერზე: 032 2500 700

Gamma Knife - ვისაც ყველაზე ძვირფასს - გონებას ანდობ! 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.