გამარჯობა, ვარ 8 კვირის ორსული, ექოზე დამიდგინდა უკანა კედლის ჰიპერტონუსი, აუცილებელია თუ არა წოლითი რეჟიმი თუ შესაძლებელია მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობა? გთხოვთ მიპასუხოთ
გამარჯობა, ვარ 8 კვირის ორსული, ექოზე დამიდგინდა უკანა კედლის ჰიპერტონუსი, აუცილებელია თუ არა წოლითი რეჟიმი თუ შესაძლებელია მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობა? გთხოვთ მიპასუხოთ
გამარჯობა, ვარ 4 წლის გათხოვილი მეორე ქორწინებაა პირველ ქოწინებაში მყავს შვილი რომელზეც უპრობლემოდ პირველივე თვეს დავფეხმძიმდი. მოკლედ შემოვიარე ექიმები და თითქმის ყველაფერზე ვიმკურნაალე მქონდა ვირუსები ციტომეგალო ჰერპეს და ტოქსოპლაზმა.. მაგრამ არცერთხელ არ დავრჩენილვარ მეუღლემაც გაიკეთა სპერმოგრამა და რაზეც გადაცდენა ჰქონდა იმკურნალა ასევე ვირუსებზე.ექიმმა დამინიშნა წამალი რომელიც უნდა დამელია ციკლის მოსვლიდან 5 დღიდან 9 დღემდე და მითხრა რომ წესით უნდა დავრჩენილიყავი მაგრამ ველოდებოდი 8 ში და მომივიდა 6 ში არადა ყოველთვის 1 2 კვირა მიცდება ხოლმე მოკლედ ვეღარ გავიგე რა მიზეზი შეიძლება იყოს იქნებ მირჩიოთ რამე.. ჩემს მეუღლესაც ყავს პირველ ქორწინებაში გოგო და მგონი უშვილო აცერთი არ ვართ წინასწარ გიხდით მადლობას. და მაინტერესებს შეიძლება უშვილობა გამოწვეული იყოს შეუთავსებლობით?? არცერთხელ არ გამიკეთებია ვაგინალური ექოსკოპია და შეიძლება იყოს მცირე მენჯის ღრუს ანთების ბრალი ჩვეულებრივ ექოსკოპიაში სჩანს თუ არა მცირე მენჯის ღრუს ანთება იმიტომ რომ თითქმის ყვედლაფერი გამოვიკვლიე მაგის და შეუთავსებლობის გარდა დიდ მადლობას გიხდით წინასწარ..
ემპტეინ-ბერის ვირუსზე ანალიზის გაკეტბა სად არის შესაძლებელი ხომ ვერ მეტყვით?
გამარჯობთ ჩემი ბიჭი არის 5 წლის ბოლო ექვსი თვეა ვატყობ რომ მუხლები აქვს შავი ასევე ღამით ძილში ოფლიანობს,. ვიმყოფები ევროპაში, მყავდა ბავშვის ექთანთან მაგრამ აქ თუ ბავშვი ჭამს და რამე არ სტკივა ექიმის მიმართვას არ გვაძლევენ. რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და რა ესაჭიროება? (ბავშვს აქვს აუტისტური დიაგნოზი)
მინდა დავაფიქსირო მადლობა კლინიკა კურაციოში უროლოგ ალექსანდრე შიოშვილის მიმართ!!!ზეყურადღებიანი, უკეთილშობილესი, როგორიც წარმომიდგენია ექიმი ზუსტად ისეთი!!!თავისი საქმის პროფესიონალი!!!შედეგზე ორიენტირებული!!!!
გამარჯობათ, მაინტერესებს ბუასილის ოპერაცია რა თანხებთან არის დაკავშირებული? მაწუხებს და მგონი რთულ მდგომარეობასთანაც არის დაკავშირებული. ფინანსების გამო ვერ ვახერხებ მოსვლას და ეგება მითხრათ რა თანხებთან არის დაკავშირებული რომ ვიცოდე
გამარჯობათ. კითხვა მაქვს ოტორინორანილგოლოგ ბატონ ზაზა ხუციშვილთან : მე მაქვს ვესტიბულური აპარატის დარღვევა. უკვე გამიმეორდა მეხუთედ თავბრუსხვევა. ეს დაავადება არ იკურნება საერთოდ? სულ ბეტასერკი უნდა ვსვა როცა დამეწყება თავბრუსხვევა? რა გართულება მოყვება დროთაგანმავლობაში ამ დაავადებას? და თუ შეიძლება თქვენთან მკურნალობა ამ დაავადების. დიდი მადლობა წინასწარ.
გამარჯობა, ვარ 17 წლის და სექსის დროს ვერაფრით ვერ ვათავებ. რა პრობლემა შეიძლება იყოს თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ? მადლობა წინასწარ
გამარჯობა. უკვე დაახლოვებით ორი კვირაა რაც თავბრუსხვევეი დამეწყო, განსაკუთრებით ბალიშზე თავის დადებისას და მარცხნივ გადაბრუნებისას უფრო. თუმცა დღისითაც აღმენიშნება თავბრუსხვევა. მაგრამ განსკუთრებულად მაინც რომ ვწვები დამარცხნივ ვბრუნდები. რისი ბრალი შეიძლება იყოს? თავს რომ ვასწორებ თითქოს ტკაცუნის ხმა მესმის ხოლმე კეფი მარცხენა მხარეს, თითქოს რაღაც იშლება და ხმაურობს, ყურბიც დაგუდულივით მაქვს. იქნებ რაიმე წამალი მირჩიოთ..
მყავს 5 წლის გოგო, დაუდგინეს სეზონური ალერგია შემოდგომით ასე ოქტომბერი არის ჩვენი მტერი და მარტი ყვავილობა რო იწყება, ახლაც დაეწყო ხველება, ისე ახველებს რო სპაზმურია, რა ვუშველოთ ძალიან გთხოვთ მირჩიოთ, წინასწარ მადლობაა