რა არის ლაზერული ეპილაცია

ეპილაცია


იცოდით, რომ სხეულიდან არასასურველ თმას ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე დიდი ხნის წინ, მესოპოტამიაში იცილებდნენ? 

ეპილაციის უძველესი მეთოდებისთვის გამოიყენებოდა მახვილპირიანი ნიჟარები და ქვის ნატეხები. ეგვიპტეში გლუვი და უთმო კანისთვის იყენებდნენ ფისს და ცვილს. გარდა ამისა ამზადებდნენ თაფლის პასტას. ძველ საბერძნეთში ჭარბი თმა სხეულზე მიუთითებდა ადამიანის დაბალ წარმომავლობას, ამიტომ, ძველი ბერძნები თმას აქტიურად იცილებდნენ სხეულის ყველა ადგილიდან, თავის გარდა. ამისათვის იყენებდნენ ცეცხლს, პინცენტს და სხვადასხვა ხსნარებს. რომაელები თმის მოსაცილებლად დაგრეხილი ძაფით დეპილაციის მეთოდს მიმართავდნენ. 
ახლო აღმოსავლეთის ლამაზმანები შაქრის პასტას იყენებდნენ და ის თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ დეპილაციის ერთ-ერთი მეთოდის წინამორბედად, რომელსაც დღეს შუგარიგნგის სახელით ვიცნობთ. 
მე-ХХ საუკუნის 60-იან წლებში, როცა უკვე გაჩნდა სხეულის გაშიშვლების ტენდენცია, გამოჩნდა არასასურველი თმის მოცილების ახალი მეთოდებიც, რომლებიც დღემდე ვითარდება და მრავალფეროვანი ხდება. ამ სტატიაში გვინდა ვისაუბროთ სწორედ სხეულიდან არასუსრველი თმის მოცილების თანამედროვე მეთოდებზე.
თმის მოცილების ყველაზე ეფექტურ მეთად დღეისათვის ითვლება ლაზერული ეპილაცია - მისი ნებისმიერი მეთოდი მიმართულია თმის ხანგრძლივი დროით მოცილებაზე, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ თმის სამუდამო მოცილების რაიმე უნიკალური საშუალება ბუნებაში არ არსებობს. აუცილებელია ყველამ გაითვალისწინოს, რომ ეპილაციის არცერთი მეთოდის ჩატარება არ არის სასურველი სპეციალისტის გარეშე. სეანსი უნდა ჩაატაროს კვალიფიციურმა სპეციალისტმა, ამისათვის განკუთვნილ სალონში. ასევე მნიშვნელოვანია კოსმეტოლოგთან კონსულტაცია, თქვენი კანისთვის შესაფერისი ეპილაციის მეთოდის შესარჩევად, რომელიც განისაზღვრება თქვენი კანისა და თმის ფერის, ეპიდერმისის ანთებითი პროცესის არსებობის დონისა და კანის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. ფინანსური კუთხით, რა თქმა უნდა ლაზერული ეპილაცია შედარებით ძვირადღირებული პროცედურაა, თმის მოცილების სხვა მეთოდებთან შედარებით, თუმცა ხანგრძლივი ეფექტის მომცემი.

ლაზერული ეპილაციის შემდეგ კანის დიდი ხნით თმის გარეშე შესანარჩუნებლად, რეკომენდირებულია ზედიზედ რამოდენიმე პროცედურის ჩატარება. თუ პროცედურებს სწორად და ინტენსიურად ჩაიტარებთ, შესაძლებელი იქნება არასასურველი თმისგან მინიმუმ 6 წლის მანძილზე გათავისუფლდეთ. 

გაითვალისწინეთ, რომ ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩატარების შემდეგ რეკომენდირებული არ არის:
 

ეპილაციის შემდეგი მეთოდი, რომელზეც ვისაუბრებთ, და რომელიც ასევე ლაზერული ეპილაციის კატეგორიას მიეკუთვნება, არის დიოდური ლაზერული ეპილაცია. ეს ლაზერის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს, რომელიც ძალიან სწრაფად ახდენს არასასურველი თმისგან კანის გაწმენდას, პაციენტი არ განიცდის დისკომფორტს და ტკივილს და თმის გარეშე კანი დიდი ხნის მანძილზე ძლებს. იმისათვის, რომ დიოდური ლაზერული ეპილაციის ეფექტი ხანგრძლივი იყოს, აუცილებელია თავიდან საჭირო რაოდენობის სეანსი ჩაიტაროთ მოკლე დროის ინტერვალში. ასეთი ტიპის ეპილაცია განსაკუთრებით ეფექტურია მუქი შეფერილობის მქონე თმის ქონისას, რადგან რაც უფრო მუქია თმა, მით უფრო მგრძნობიარეა ის დიოდური ლაზერის სხივების მიმართ, შესაბამისად ლაზერს ძალუძს თმის ფოლიკულის სრულფასოვანი დაშლა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ დიოდური ლაზერით თმის მოცილება უპრობლემოდ ხდება ღია ფერის თმის არსებობის შემთხვევაშიც, გარდა ჭაღარა და ძალზედ ქერა ფერის თმისა.  დიოდური ლაზერით ეპილაციის ინტენსიურად და დროის მოკლე ინტერვალში ჩატარებისას, შედეგიანობა აღწევს 90-95%-ს და თმის ხელახლა ამოსვლის პერიოდიც გაცილებით ხანგრძლივია.
ლაზერული ეპილაციის კიდევ ერთი მეთოდია - ალექსანდრიტის ლაზერი - ის არის სამედიცინო ლაზერებიდან ყველაზე ეფექტური დასხივების მქონე და ანადგურებს არასასურველი თმის 90%-ს. თუმცა, ამ ტიპის ეპილაციის მეთოდს გარკვეული ნაკლოვანი მხარეც აქვს - ის ვერ „ხედავს“ სუსტი პიგმენტაციის მქონე თმას. ამიტომ, მათ, ვისაც აქვს ძალიან ქერა თმის საფარი და ასევე სოლარიუმის გამოყენებით ზედმეტად გარუჯული კანი, ეპილაციის ამ მეთოდის გამოყენებას არ ვურჩევთ.
ზოგიერთი კოსმეტოლოგი რეკომენდაციას უწევს არასასურველი თმის მოცილების მეთოდს, რომელიც ლაზერული ეპილაციისგან განსხვავდება და ცნობილია როგორც შუგარინგი. ამ პროცედურის დროს გამოიყენება სქელი, შაქრის შემცველი თბილი პასტა, რომლის დატანა კანზე ხდება ბრტყელი ჩხირით და გაცივების შემდეგ ხელის ერთიანი მოძრაობით ხდება მისი აძრობა მასზე მიკრულ თმის ღერებთან ერთად. შუგარინგის პროცდურიდან ახალი თმა მხოლოდ 1,5 თვის შემდეგ ამოდის.

არასასურველი თმის მოცილება განსაკუთრებით აქტუალური ხდება გაზაფხულიდან, როცა დამქანცველი და გადატვირთული სამუშაო წლის ბოლოა ახლოვდება და ყველა ემზადება ნანატრი საზაფხულო არდადეგებისათვის, ზღვის სანაპიროზე გარუჯვისა და საცურაო კოსტუმში მოვლილი და ლამაზი სხეულის გამოჩენისათვის. თუ თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით და გაინტერესებთ სად შეიძლება გაიკეთოთ ლაზერული ეპილაცია თბილისში, უსაფრთხოდ და ეფექტურად, პროფესიონალი კოსმეტოლოგისა და სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ, ჩვენი ვებ გვერდის დახმარებით შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს, მოიძიოთ ინფორმაცია და ჩაეწეროთ პროცედურაზე.   

tsamali.ge გისურვებთ ჯანმრთელობას და სასიამოვნო პროცედურების ჩატარებას!

ამბულატორია 31 ანგიოლოგია 31 გინეკოლოგია - რეპროდუქტოლოგია 201 გასტროენტეროლოგია 17 დიაგნოსტიკა 237 დერმატოლოგია 72 ენდოკრინოლოგია 104 ესთეტიკური მედიცინა 126 ვეტერინარია 11 თერაპია 53 იმუნოლოგია 26 კარდიოლოგია 119 ლაბორატორია 145 მამოლოგია 17 მრავალპროფილური კლინიკა 14 ნარკოლოგია 12 ნევროლოგია 68 ნეფროლოგია 13 ონკოლოგია 60 ოტორინოლარინგოლოგია 39 ოფთალმოლოგია 94 ორთოპედია 15 პედიატრია 97 პროქტოლოგია 20 პულმონოლოგია 8 რადიოლოგია 52 რევმატოლოგია 17 რეაბილიტაციის ცენტრი 41 სამშობიარო სახლი 34 სტომატოლოგია 249 სამედიცინო ცენტრები 69 სექსოლოგია 4 ტრავმატოლოგია 43 უროლოგია 57 ფსიქოლოგია 44 ფსიქიატრია 8 ქირურგია 207
ყველა




უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.