რამდენად დაცულები არიან თქვენი შვილები, სათამაშო მოედნებზე პანდემიის დროს?

რამდენად დაცულები არიან თქვენი შვილები, სათამაშო მოედნებზე პანდემიის დროს?

1597 ნახვა

სათამაშო მოედნები, განსაკუთრებით თბილ ამინდებში, ოჯახის წევრებსა თუ ნაცნობ-მეგობრებთან ერთად დროის გასატარებელი შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია სანიტარული ნორმების დაცვა, მითუმეტეს, რომ  ბევრ ქვეყანაში 16 წლამდე ბავშვების აცრა ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა. მართალია, ამ ასაკის მოსახლეობა კორონა ვირუსით ნაკლებად ინფიცირდება, თუმცა გადაცემის რისკი მაინც არსებობს, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა, როგორც საბავშვო გასართობ მოედნებზე.

 

სანამ სათამაშო მოედანზე წახვალთ:

ხშირად ბავშვებს, შემზადების გარეშე, უჭირთ სიახლეებთან შეგუება. ამ შემთხვევაშიც კარგი იქნება, თუ პატარებს წინასწარ გააცნობთ იმ რეკომენდაციებს, რომელთა დაცვაც პანდემიის პირობებში გართობისას მოუწევთ. „ბავშვებს ბევრი რამ ესმით.“ - ამბობენ სპეციალისტები. მათ უთხარით, რომ თუ პარკში ხალხმრავლობაა, მოგიწევთ უფრო ცარიელი ადგილის მოძებნა ან სახლში დაბრუნება, ხოლო პირბადის ტარება მათი ჯანმრთელობის დაცვისათვის მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ ადგილზე იქონიებთ დამატებით ნიღბებს, რადგან სველი პირბადე შესაძლოა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს და სუნთქვა გაართულოს. ბავშვებს თამაშისას გაუჭირდებათ სოციალური დისტანციის დაცვა, თუმცა ურჩიეთ, რომ ასე მოიქცნენ, რათა მისი მეგობრები არ დაავადნენ. თუ შესაძლებელია, პარკში წასვლამდე ინფორმაცია მოიძიეთ, რამდენად ხშირად ასუფთავებენ გარემოს და სველი წერტილები არის თუ არა გარშემო.

 

სათამაშო მოედანზე:

სათამაშო მოედანზე წასვლამდე საკუთარი სათამაშოები, ხელის დასაბანი საშუალებები, საწმენდი ტილოები და დამატებითი ნიღბები მოიმარაგეთ, თუ საჭიროდ მიიჩნევთ საყვები და წყალიც. ბავშვებს დაბანეთ ან გაუწმინდეთ ხელები, სანამ ისინი რაიმეს შეეხებიან, ხოლო რამდენჯერ გააკეთებთ ამას, თქვენი შვილის აქტიურობაზეა დამოკიდებული.  ხელსახოცები საქანელების, სასრიელოების და აიწონა-დაიწონას გასაწმენდადაც გამოიყენეთ. თუ თქვენს შვილებს გარეთ ჭამა მოუწიათ, დარწმუნდით, რომ ისინი ამას სხვებისგან მოშორებით აკეთებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია, თქვენს შვილებს თვალი ადევნოთ სათამაშო მოედანზე ყოფნისას, თუმცა ეს პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.