რატომ არის დედამიწის დღე  მნიშვნელოვანი ასთმიანი პაციენტებისთვის?

რატომ არის დედამიწის დღე მნიშვნელოვანი ასთმიანი პაციენტებისთვის?

4988 ნახვა

22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღეს აღნიშნავენ. ბევრი ადამიანი ამ დროს საყვარელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში ყოფნას ამჯობინებს, ხშირად მოქალაქეები თავიანთი საცხოვრებელის გარშემო ხეებს რგავენ ან დაგროვილი ნარჩენები გააქვთ. დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა იმის გასააზრებლად, რომ ადამიანთა უკონტროლო ქცევის გამო ბუნებრივი რესურსების გამოლევის და ჰაერისა თუ წყლის დაბინძურების საფრთხე იქმნება. მაშინ ამერიკელებმა საპროტესტო აქციები გამართეს, რათა მსოფლიოს მ მნიშვნელოვან საკითხებზე მეტი ყურადღება გამოეჩინა. დედამიწის დღის დაარდებამ გარემოს დაცვის სააგენტოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

 

ჰაერის დაბინძურება შესაძლოა, ასთმით დაავადებულთათვის სავალალო შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. 2020 წლიდან ჩატარებული კვლევების თანახმად, მცირეწლოვნებში ამ მიზეზით გაზრდილია ფილტვების დაავადებების განვითარების რისკები. იმის გაგება, თუ როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ასთმით დაავადებული ადამიანების დასაცავად არის მნიშვნელოვანი.

 

კლიმატის ცვლილებების გავლენა ასთმაზე

კლიმატის ცვლილება პირდაპირ მოქმედებს ჰაერის სისუფთავის ხარისხზე. თბილ ტემპერატურას შეუძლია, წარმოქმნას სმოგი, რაც ჰაერის დაბინძურებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, თბილი ამინდები მცენარეთა დამტვერვისას ალერგენების გააქტიურებას უზრუნველყოფს. კლიმატის ცვლილებების შედეგად თბილმა და მშრალმა ამინდმა ტყეში ხანძრების გაჩენის შემთხვევების ზრდა გამოიწვია. 2002 წლის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კვამლის ნაწილაკების ზემოქმედება ასთმით დაავადებულ ადამიანების ჰოსპიტალიზაციის ალბათობას ორჯერ ზრდის. ეს ფაქტი დაადასტურა 2020 წლის კვლევამ, რომლის თანახმადაც ტემპერატურის ყოველი გრადუსით ზრდისას ასთმური ჩივილებით ჰოსპიტალიზირებული მოზარდების რაოდენობა 3.26%-ით იმატებს. ასე რომ, ეს იქნება ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების ზრდა თუ ყვავილის მტვერი, გლობალური დათმობა ასთმიანებისთვის დიდ რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, წყალდიდობისა და ქარიშხლების დროს ზიანდება შენობები, რამაც შესაძლოა, ნამსხვრევების ჰაერში გაფანტვა გამოიწვიოს.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.