4.9
გააზიარე

თერაპიის სახლი ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი

4
55
25157
4.9
55
რეკომენდაცია
4შეფასება
25157ნახვა
ლიზი
2025-02-25

პერსონალიზებული მიდგომა – აქ თითოეული პაციენტი განსაკუთრებული ყურადღებითა და ინდივიდუალური მეთოდებით მკურნალობს. ექიმები გისმენენ, გიგებენ და საუკეთესო გამოსავალს გთავაზობენ, მოკლედ საუკეთესოა კმაყოფილი ვარ.

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლევან ხუბულია
2024-06-27

მომეწონა მომსახურება, კმაყოფილი ვარ. ყურადღებიანი პერსონალი. კლინიკაში სისუფთავეა. ფასებიც მისაღები. მადლობა ყველას.

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ნინო ჩხეტიანი
2023-06-22

"თერაპიის სახლი" -პაციენტის მომსახურების ყველაზე მაღალი ხარისხი! სარეაბილიტაციო თერაპიების განსაკუთრებულობა და ეფექტიანი შედეგები! რეკომენდაციას ვუწევ და ყველაზე მაღალ შეფასებას ვაძლევს ამ კლინიკას!

პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
მაჩვენე მეტი

შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

”თერაპიის სახლში” მკურნალობა ეფუძნება ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ მედიცინას, რომელიც წარმოადგენს კლასიკური მედიცინის გაფართოებას.
 

საქართველოში ამ მედიცინის შემოსვლა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება. მოწამლულთა სამკურნალოდ ჩამოსული გერმანელი და ქართველი ექიმების ერთობლივი, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად 1992 წელს დაარსდა ”თერაპიის სახლი”.

 

”თერაპიის სახლი” დღესაც მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ კლინიკასთან. ხდება თანამშრომელთა რეგულარული საკვალიფიკაციო მივლინებები და ასევე უცხოელ კონსულტანტთა ვიზიტები ”თერაპიის სახლში”.
 

მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც ამბულატორიულად, ასევე ბინაზე, შინმოვლა (ავადმყოფთა და მოხუცთა სამედიცინო მოვლა, რეაბილიტაცია).

 

სპეციალისტები:

ოჯახის ექიმი;

პედიატრი;

გინეკოლოგი;

ალერგოლოგი;

დერმატოლოგი;

ექიმ-კოსმეტოლოგი;

ორთოპედ-ტრავმატოლოგი.

 

დიაგნოსტიკა:

კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორია;

იმუნოფლუოროსცენტული გამოკვლევა;

ექოსკოპია;

 

მკურნალობის განსაკუთრებულობა:

 

ადამიანის მთლიანობაზე ორიენტაცია;

დაავადებათა მიზეზების ამოცნობა;

მკურნალობის პროცესში მედიკამენტების და დამხმარე თერაპიების კომპლექსური ზემოქმედების გარდა ინდივიდუალურად პაციენტის თვითგანკურნების ძალების გააქტიურება კლასიკურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გერმანული ფირმების (ველედა,ვალა, ჰეელი,აბნობა, ისკადორი) და ადგილობრივ ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული სამკურნალო და მოსავლელი საშუალებებით.

 

მკურნალობის დამხმარე მეთოდები:

 

სამკურნალო ევრითმია;

ხელოვნებითი თერაპია;

ფიზიოთერაპია (რიტმული შეზელვა, რიტმული მასაჟი, ზეთის დისპერსიული აბაზანები);

მანუალური ლიმფოდრენაჟი;

სამკურნალო ფიზკულტურა;

ოსტეოპათია;

კლასიკური მასაჟი;

ელექტროფორეზი კარიპაზიმით;

კომპრესიული თერაპია, კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენებით.

მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.