newhospitals
0
გააზიარე

კენ ვოლკერის კლინიკა - ბათუმი

0
0
3675
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3675ნახვა
კლინიკის მისამართი
დაგვიკავშირდით ჩაწერა 24/7

მიღებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით

ამ კლინიკაზე შეფასება ჯერ არ არის დამატებული


შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა წარმოადგენს ამ პროფილის პირველ კლინიკას საქართველოში, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დაიწყო და სრულად ფუნქციონირებს 2020 წლიდან.
 

შენობა სპეციალურად კლინიკისთვის დაპროექტდა. მისი შიდა და გარე გეგმარება სრულად ერგება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს. კლინიკის დარბაზები კეთილმოწყობილია, აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. კლინიკა 8,000 კვ-მ ფართობზეა განთავსებული, საიდანაც 5,000 კვ.მ ეზოს უჭრავს. კვ.მ ეზოს უჭირავს. აქ ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი, საცურაო აუზი, პარკინგი და სასტუმრო ოთახები. კომპლექსის მშენებლობა და აღჭურვილობა სრულად დააფინანსა საინვესტიციო კომპანიამ „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“.

კენ ვოლკერის კლინიკა დაკომპლექტებულია დარგის სპეციალისტებითა და პროფესიონალებით. აქ დანერგილია სამედიცინო რეაბილიტაციის თანამედროვე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. შედეგად, კლინიკა მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის ბავშვებსა და ზრდასრულებს. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი. ყოველდღიურად კლინიკაში შესაძლებელია სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო მომსახურების ჩატარება 500-მდე პაციენტისთვის.

USAID-ის მიერ დაფინანსებული ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, კლინიკის პერსონალმა 3 წლის განმავლობაში უწყვეტად გაიარა პროფესიული უნარების დახვეწის ტრენინგები, რომელთაც უძღვებოდნენ ატლანტას (აშშ) Emory-ს უნივერსიტეტის სპეციალისტები.

დღეისათვის, Emory-ს უნივერსიტეტის წარმომადგენლები მუდმივ მონიტორინგს უწევენ სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს. კლინიკაში უწყვეტად მიმდინარეობს პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი.

2019 წლიდან, ქალაქ ბათუმში ფუნქციონირებს კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ფილიალი, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს.

 

 

კლინიკის მიმართულებები

  • ბავშვთა რეაბილიტაცია
  • ზრდასრულთა რეაბილიტაცია
  • დამხმარე საშუალებების ლაბორატორია
  • გარემოს მორგება და ადაპტაცია
  • სპორტული რეაბილიტაცია

 

 

მისია და ხედვა

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის მიზანი უმაღლესი ხარისხის სერვისების შექმნაა. ჩვენი პროფესიონალები პრიორიტეტს ანიჭებენ კლინიკურ ფაქტებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეთოდებს.

კენ ვოლკერის კლინიკის ექიმები აქტიურად ერთვებიან რეაბილიტაციის დარგში მიმდინარე საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო კვლევებში, ამასთან, კლინიკური რეაბილიტაციის პრაქტიკაში ნერგავენ ამ დარგის უახლეს მიღწევებს.

 

კენ ვოლკერის კლინიკის მისიაა

  • ხელმისაწვდომი გახადოს მაღალტექნოლოგიური და ეფექტური სარეაბილიტაციო სერვისები ქვეყნისა და რეგიონის მოსახლეობისთვის;
  • მაქსიმალურად გააუმჯობესოს პაციენტების სიცოცხლისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხი ფიზიკური და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გზით;
  • გახდეს თანამედროვე ადაპტაციური საშუალებების შერჩევის, მორგებისა და გავრცელების ეპიცენტრი;.
  • აქტიურად ჩაერთოს რეაბილიტაციის დისციპლინებისათვის ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და განათლების პროცესში;
  • გახდეს რეაბილიტაციის დარგის რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრი; იმუშავოს მოსახლეობაში დროული რეაბილიტაციისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.