4.6
გააზიარე

რეა ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი

3
112
40037
4.6
112
რეკომენდაცია
3შეფასება
40037ნახვა
კლინიკის მისამართი
კლინიკასთან დაკავშირება ჩაწერა 24/7
ნომრის მოთხოვნა ჩაწერა 24/7

მადლობა, თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა კლინიკასთან.

თამარი
2016-11-02
კარგია
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
თამარი
2016-11-02
კარგია
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
პოტ
2015-01-13
კარგი სპეციალისტები არიან
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

ცენტრის ისტორია 

რეაბილიტაციის ცენტრ „რეა“-ში,  მისი დაარსებიდან   დღემდე ხორციელდება  ბავშვთა  ორთოპედიულ და ფსიქონერვიულ დაავადებათა თითქმის ყველა ძირითადი სახის რეაბილიტაცია. კერძოდ სამედიცინო რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს, როგორც სადიაგნოსტიკო და სამკურნალო, ისე პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ვინაიდან  მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საჭიროა დავიწყოთ დაბადებისთანავე და ვუზრუნველყოთ მათი ჯანმრთელი მომავალი.
რეაბილიტაციის ცენტრი „რეა“  დაარსდა 1980 წელს პროფესორ თენგიზ კონსტანტინეს-ძე  ჟორჟოლაძის მიერ.  ცენტრი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში იყო პირველი და რამოდენიმე წლის მანძილზე ერთადერთი  ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.  ოცდათვრამეტი წლის მანძილზე  არა ერთხელ გვაქვს მოპოვებული სხვადასხვა ჯილდო და პირველი  ხარისხის დიპლომები. მთელი რიგი საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შედეგად. 
1983 წელს პირველად საქართველოში გავხსენით  ჩვილ ბავშვთა ცურვის შემსწავლელი სკოლა. 
მკურნალობაში ფართოდ იყო გამოყენებული შრომათერაპია, როგორც სოციალური თერაპიის სახეობა. ამისათვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური შრომათერაპიის მეთოდიკა და დებულება.
ასევე სამკურნალო მიზნით  ვიყენებდით რაიტთერაპიას . რაც შეეხება ცხენს, იგი ადამიანზე ორგვარ ზემოქმედებას ახდენს: ფსიქოლოგიურსა და ფიზიკურს. ცხენზე ჯდომისას წარმოიშობა სამგანზომილებიანი რხევა, რომელიც ადამიანის სხეულს გადაეცემა. როცა მხედარი სწორად ზის (ჩვენ კი პაციენტებს, უწინარეს ყოვლისა, სწორად ჯდომას ვასწავლით), მისი სხეული ამ რხევებს იმეორებს, რაც, თავისთავად, დადებით გავლენას ახდენს ნერვკუნთოვანი სისტემის განვითარებაზე. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ რხევებით აღიძვრება ნერვული იმპულსაცია, რომელიც ხერხემლის სვეტის დახმარებით გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინის სწორედ იმ მიდამოებს აღაგზნებს, რომლებიც მიძინებულია. სხვათა შორის, სწორედ ეს მექანიზმი უდევს საფუძვლად ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობას. ეს მეთოდი ჩვენს ცენტრში დაინერგა  , საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტის  აკადემიკოს   დიმიტრი წვერავას  კონსულტაციით და უშუალო ხელმძღვანელობით.
ფუნქციონირებდა უნარშეზღუდული ბავშვებისთვის დამხმარე ზოგად საგანმანათლებლო  სკოლა .
გამოქვეყნებული გვაქვს 38 მეთოდური რეკომენდაცია, 6 მონოგრაფია, გამოიცა წიგნი, რომელიც განკუთვნილია ქართველ ექიმთათვის და ეძღვნება უნარშეზღუდული ბავშვების სამედიცინო და პედაგოგიურ რეაბილიტაციას (ავტორი მ. ლომია). 
ცენტრის თანამშრომლების მიერ დაფუძნდა  რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდებისა და კავშირების სახით, როგორიცაა: საქველმოქმედო ფონდი „რეა“,  ფონდი  „ორთოსი“,  კავშირი„ლიმენა“.
  

ჩვენს შესახებ

ამჟამად  რეაბილიტაციის ცენტრ „რეა“-ს  აქვს  ორთოპედიული, ფსიქონერვიული,პედიატრიული, ფიზიკური მეთოდებით მკურნალობის (სამკურნალო ფიზკულტურა,ვარჯიში და მასაჟი, ფიზიო თერაპიული მკურნალობა) ლოგოპედიური, კარდიოლოგიური, აკუპუნქტურის განყოფილებები, ასევე ჩინური მედიცინა (რეფლექსოთერაპია ).
     
პაციენტის გამოკვლევების კომპლექსში ასევე  აქტიურ მონაწილობას ღებულობს ფსიქოლოგი, რომლის საშუალებით ხდება ბავშვის ფსიქიკის განვითარების თავისებურებების დადგენა და ზოგადი  ფსიქოლოგიური ქცევის ჩამოყალიბება.  გამოკვლევის შედეგების  მიხედვით მუშავდება რეკომენდაციები, თუ რა მიმართულებებით შეიძლება წარიმართოს პაციენტის  ფსიქოლოგიური  რეაბილიტაცია.
    
ლოგოპედიური სამსახური  წარმოდეგნილია, როგორც სამკურნალო ლოგოპედია. ცნობილია, რომ ბავშვის ფსიქიკისა და მეტყველების განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  მეტყველების წინა პერიოდს,  ჩამოყალიბება იწყება  დაბადებისთანავე.  ამ პერიოდში ჩვენ ვმუშაობთ მხედველობით და სმენით  აღქმის ჩამოყალიბებაზე,ბგერათა წარმოთქმის სისტემაზე, რომელიც გამოიხატება ღუღუნით და ბოლოს გადადის  ტიტინში,  ბავშვს ვუყალიბებთ გარემოს აღქმის უნარებს. 
      
რადგან ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვების ტვინს  გააჩნია კომპენსირების  უნარი, ამიტომაა აუცილებელი ადრეული ლოგოპედიური  ჩარევა და ჩვენი მიზანია ბავშვს შევასწავლოთ ბგერათა წარმოქმნა, განვავითაროთ და გაუვარჯიშოთ საარტიკულაციო მოტორიკა, სამეტყველო სუნთქვა,  დავუყენოთ და ჩავუმაგროთ მეტყველებაში ბგერები.
     
ცენტრში ორთოპედიული  დაავადებების მკურნალობა ემყარება რეაბილიტაციის ძირითად პრინციპებს, როგორიცაა მობილიზაცია, იმობილიზაცია და ფუნქციის აღდგენა, რითაც ვაღწევთ მძიმე  დაავადებათა (სკოლიოზი, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგია)  პროგრესირების  და ამით  ინვალიდობის თავიდან აცილებას. 
       
ფსიქონევროლოგიურ განყოფილებაში ვმკურნალობთ ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანულ დაზიანებას, ბავშვთა ცერებრალურ დამბლას მიმდინარეს საყრდენ მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მოშლით და ფსიქიკის განვითარების შეკავებვით. განყოფილების თანამშრომლების მიერ შეიქმნა და დაინერგა მთელი რიგი დაავადებების  ფარმაკოთერაპიის ახალი მეთოდები, შემუშავებულია და დანერგილია ენაბლუობის, ღამის  ენურეზის და ჟილ დე ლატურეტის დაავადების ფარმაკოთერაპიული მეთოდები.
      
ფიზიოთერაპია გამოჯანმრთელების  პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მკურნალობის წარმატების ხანგრძლივობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.
ცენტრში გთავაზობთ შემდეგ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს:

•  გალვანიზაცია და მედიკამენტოზური ელექტროფორეზი;
•  ამპლიპულსოთერაპია;
•  ულტრაბგერითი მკურნალობა;
•  ულტრამაღალი სიხშირის დენით მკურნალობა;
•  ვიბრაციული მასაჟი;
•  ლაზეროთერაპია.

ცენტრის მუშაობის ძირითადი პრინციპები
 სამკურნალო და აღდგენითი პროცესების ერთიანობა,  მისი კომპლექსურობა;
კონსერვატიული რეაბილიტაციის ადრეული დაწყება ახალშობილობის პერიოდში;
რეაბილიტაციის ეტაპობრივი, თანმიმდევრული და უწყვეტი ხასიათი;
ოპერაციის შემდგომი რეციდივის რეგულარული პროფილაქტიკა კონსერვატიული მეთოდით;

უწყვეტი ორთოპედიული კონტროლი ჩონჩხის ზრდის დამთავრებამდე.

ცენტრში ნეიროორთოპედიული რეაბილიტაცია მოიცავს 
სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსურ სისტემას:

•  რეჟიმი;
•  დიეტოთერაპია;
•  დეფორმირებული სეგმენტის მობილიზაცია - ვარჯიში,  მასაჟი;
•  აპარატული ფიზიოთერაპია;
•  რეფლექსოთერაპია;
•  მედიკამენტოზური მკურნალობა;
იმობილიზაცია - ორგანიზმის დეფორმირებული სეგმენტების ფიქსაცია მაქსიმალურად კორეგირებულ მდებარეობაში (თაბაშირი, ფუნქციური ნახვევი, ორტეზირება, პროტეზირება, ელასტიური ბინტი, ზურგდამჭერი, კორსეტი და სხვა);

ფსიქოლოგ-პედაგოგიური კონსულტაცია;

ლოგოპედთან ერთად მეტყველების საკორექციო ვარჯიშების შემუშავება;
მკურნალობის ინდივიდუალური შერჩევა   ბავშვის ასაკის, დაავადების სიმძიმის და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.