ჩაეწერე მიღებაზე
(032) 2 180-181
+995 599 181 192
კლინიკა ინ ვიტრო
კლინიკის მისამართი:
ლუბლიანას ქ. N2/6, III სართული
ქალაქი:
თბილისი
4.3
დაამატეთ რეიტინგი
გააზიარე
ნანახია (38548)
გამოწერა
  • პაციენტის შეფასებები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • დაუსვი კითხვა კლინიკას
  • ვიდეოები
  • ჩვენი ექიმები
დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე
პარკინგი
დამატება
ნინო
2016-11-30 17:03:37
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
ძალიან კარგი კლინიკა..განსაკუთრებული ექიმებით,მინდა გამოვყო ანი მორჩილაძე!!
თეკო
2015-11-05 23:07:07
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
მართალია რიგები მოუწესრიგებელია მაგრამ ისეთი კარგი კადრები ყავთ ყველა მინუსი მავიწყდება
ნუნუ
2015-06-15 16:17:19
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
მომსახურების რა გითხრათ. ქართველი ჯერ კიდევ შორსაა მაგ თემისგან. კლინიკასთან ჯერ შეხება არ მქონია, დავრეკე ჩასაწერად და ოპერატორი ისეთი ხმით და ტონით გპასუხობს, აღარ მოგინდება არაფერი. გაღიზიანებული უცებ გითიშავს ყურმილს, საუბრის დამთავრებასაც არ გაცდის.ზრდილობაზე ზედმეტია საუბარი.
მარიამი
2015-01-09 03:30:15
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
კარგი მომსახურეობა,არაჩვეულებრივი,თბილი და ყურადღებიანი პერსონალი.სისუფთავე,დანადგარები, და პროფესიონალები . მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავრჩი :) და უყურადღებოდო რომ წერენ ძალიან მიკვირს,პირადად მე მითუმეტეს პირველად მისულს ძალიან ყურადღებით მექცეოდნენ და ძალიანააც აღელვებდათ ჩემი მომდევნო მდგომარეობაც :)
მარიკა
2014-12-07 14:00:19
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
ძალიან კარგი კლინიკაა

ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა

 



ჩვენ ვართ ლიდერი კლინიკა ინვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის დარგში არა მარტო საქართველოში, არამედ

პოსტ საბჭოთა ქვეყნებშიც. ჩვენს გუნდს გააჩნია 18 წლიანი გამოცდილება. კლინიკა ინ ვიტრო არის ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრი. ჩვენს სპეციალისტებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები საფრანგეთში, შვედეთში, გერმანიასა და რუსეთში.



დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სრული სპექტრი:


IVF - ,,ინ ვიტრო’’განაყოფიერება
ICSI - ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია
TESA - ტესტიკულური სპერმის ექსტრაქცია ,ასპირაცია
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია -  IUI
დონაცია-სუროგაციის პროგრამა
ემბრიონების და სპერმის კრიოპრეზერვაცია (გაყინვა)
ბლასტოცისტის კულტივაცია
ოქსიდაციური სტრესის განსაზღვრა ეაკულატში (სპერმაში)

ოოციტების ვიტრიფიკაცია  (სწრაფი მეთოდით გაყინვა)

ოოციტების მატურაცია  IVM  ( ხელოვნური მომწიფება)

ემბრიონის „ჰეთჩინგი“ – (Embryo Hatching ) (ემბრიონის გარსის მექანიკური გარღვევა ემბრიონის მიმამგრების შანსის გაზრდის თვალსაზრისით პაციენტთა გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში)

ემბრიონების კულტივაცია უახლესი სამმაგი აირაციის სისტემის ინკუბატორში    K-system Benchtop
შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა - გენეტიკური კონსულტირება(Genetic counceling)ტელემედიცინის საშუალებით ისრაელის წამყვანი კლინიკების კოლეგა-სპეციალისტებთან




კლინიკა ,,In Vitro’’ გთავაზობთ სამედიცინო მომსახურების ფართო არჩევანს.

უშვილობის მკურნალობა(როგორც ქალთა,ასევე მამაკაცთა)
გინეკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგი და მკურნალობა
საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა,ჰისტეროსკოპიული მეთოდით
უშვილობის ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ლაპარასკოპიული და ლაპაროტომიული ოპერაციები საშვილოსნოს,საკვერცხეებისა და კვერცხსავალი მილების პათოლოგიების დროს
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ქირურგიული და ამბულატორიული მკურნალობა
მამაკაცის ნაყოფიერების დადგენა, პროფილაქტიკური გასინჯვა
სქესობრივი მომწიფების პერიოდის რეპროდუქციული გადახრების (ჰიპოგონადიზმი)დიაგნოსტიკა და კორექცია
▶️სპერმის მიკორსკოპული და კომპიუტერული დიაგნოსტიკა , WHO 2010 წლის სტანდარტების მიხედვით
▶️უნაყოფობის მიზეზების (გენეტიკური, ჰორმონალური, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, იმუნოლოგიური, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევებით) დადგენა და შესაბამისი მკურნალობა პარტნიორის სიტუაციის გათვალისწინებით
▶️ასაკობრივი ჰიპოგონადიზმი - დიაგნოსტიკა და მართვა
ორსულობის მონიტორინგი
ტრანსვაგინალურად საკვერცხის კისტის ასპირაცია
მენსტრუალური ციკლის დარღვევები
აკნე,სებორეა,ჰირსუტიზმი,მტკივნეული მენსტრუაცია
კლიმაქტერული პრობლემები
ბავშვთა ასაკის სარძევე ჯირკვლის პათოლოგია
სპეციალისტების კონსულტაციები - გინეკოლოგი,მამოლოგი.ენდოკრინოლოგი,რადიოლოგი,ქირურგი,ემბრიოლოგი,ანესთეზიოლოგი,ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი

დიაგნოსტიკური სერვისები:
ულტრაბგერითი გამოკვლევები 3D და 4D განზომილებით Voluson E8 - აპარატის მეშვეობით


კოლპოსკოპია
სონოჰისტეროგრაფია

ლაბორატორიული გამოკვლევები:
 

·         სრულად ავტომატიზებული იმუნოლოგიური, ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური ტექნოლოგიები

·         რეპროდუქციული სისტემის სრული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

·         ოვარიული რეზერვის ლაბორატორიული შეფასება (AMH cobas e411 Roche)

·         ორსულთა პრენატალური სკრინინგი ნაყოფის განვითარების გენეტიკური ანომალიების  რისკის შეფასებით

·         ხარისხის გარე კონტროლის  იმუნოლოგიური, ორსულთა სკრინინგის, ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური და კოაგულაციური პროგრამები (RIQAS, RfB)


          

 

ჩვენი ექიმები


ფასები