დაბადების თარიღი: 15.10.1953
სპეციალობა: ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ანდროლოგი
სამუშაო ადგილი/თანამდებობა: კლინიკა IN VITRO-ს რეპროდუქტოლოგი, ანდროლოგი
განათლება:
- 1970-1976 წ.წ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი;
- 1976-1977 წ.წ. – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ინტერნი. მიენიჭა ექიმ-თერაპევტის კვალიფიკაცია;
- 1980 წ. – ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი. კვალიფიკაციის ამაღლება;
- 1982 წ. – ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. უროლოგიის კათედრა. სამუშაო ადგილი (45 დღე);
- 1984 წ. – უკრაინის სსრ, ქ. კიევი. ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტი. სამუშაო ადგილი (45 დღე);
- 1987-1988 წ.წ. – ი ჭავჭავაძის სახ. თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი საზღვარგარეთ მისავლინებელ პირთათვის უცხო ენების შემსწავლელი 10 თვიანი კურსები;
- 1988 წ. – მივლინება საფრანგეთში;
- 2002 წ. – სახელმწიფო სერტიფიცირება, სპეციალობა რეპროდუქტოლოგია.
პროფესიული გამოცდილება:
- 1976-1977 წ.წ. – რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს – ექიმი ინტერნი;
- 1977-1978 წ.წ. – მცხეთის რაიონის ს. დიღომის საექიმო ამბულატორია – ექიმი თერაპევტი;
- 1978-1980 წ.წ. – ქ. გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარება – ექიმი თერაპევტი;
- 1980 -2016 წ.წ. – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის ანდროლოგიური განყოფილების თანამშრომელი;
- 1980-1982 წ.წ. – ექსპერიმენტული ანდროლოგიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი;
- 1982 წლიდან – კლინიკური ანდროლოგიის განყოფილების თანამშრომელი;
- 1998-2011 წ.წ. – სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეპროდუქტოლოგიის კათედრის ასისტენტი;
- 2017-წლიდან – დღემდე – კლინიკა IN VITRO-ს რეპროდუქტოლოგი, ანდროლოგი.
სამეცნიერო შრომები:
16 სამეცნიერო ნაშრომი, 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი
მონაწილეობა “WHO laboratory manual for the examination of human semen and semen-cervical mucus interaction” თარგმანსა და გადაცემაში
კომპიუტერული უნარჩვევები:
Windows, MS Office, Internet, Email – მომხმარებლის დონეზე
უცხო ენები:
ქართული – მშობლიური
რუსული – თავისუფლად
ინგლისური – თავისუფლად