ყ️ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!
სპეციალური მოწვევით, ნეიროქირგიული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის‼️
ქვეყანაში მიმდინარე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და პაციენტების თხოვნით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა, ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში აგრძელებს გერმანიიდან ქართველი და უცხოელი ექსპერტების მოწვევას , ქართველი პაციენტებისთვის ევროპული სტანდარტის ქირურგიული და სხვა სამედიცინო სერვისების მისაღებად , ქვეყნიდან გაუსვლელად.
ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკას 6-8 ოქტომბერს პროფესიული ვიზიტით ეწვევა გერმანიის, ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ცენტრის, ნეიროქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ,ფილიფსის სახელობის მარბურგის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი-დავით შალამბერიძე.
ვიზიტის ფარგლებში დავით შალამბერიძე ჩაატარებს კონსულტაციებს ნეიროქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტებთან.
მარბურგის უნივერსიტეტის მედ. დოქტორი დავით შალამბერიძე გახლავთ გერმანული, ნეიროქირურგიული სკოლის მრავალწლიანი გამოცდილების ექიმი კლინიცისტი, რომელსაც სხვადასხვა დროს მენტორობას უწევდნენ მსოფლიოში ისეთი ცნობილი ექსპერტები როგორებიც არიან; უჰა ჰერსენიემი, გაზი იაშარგილი და მაჯიდ ზამიი-თანამედროვე ნეიროქირურგიის ფუძემდებლები.
ნეიროქირურგი დავით შალამბერიძე კონსულტაციებს ჩაატარებს 6, 7 და 8 ოქტომბერს.
ტელ: ️599 337 828
ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკა, გერმანიიდან მოწვეული ექიმ-სპეციალისტების და მათ მიერ ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე, ქართველ პაციენტებს აძლევს საშუალებას მორიგი ვიზიტების განმავლობაში დაიგეგმოს და ჩატარდეს, როგორც ქირურგიული ისე სხვა ტიპის, საჭირო მკურნალობა,მათ შორის ისეთი რთული პათოლოგიების, რომლებიც უცხოეთის კლინიკებში გამგზავრებას მოითხოვს.
ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში, გერმანიიდან მოწვეული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული მრავალი, რთული პათოლოგიების წარმატებული ოპერაციული მკურნალობის უპირატესობაა საერთაშორისო გამოცდილება და ამავე სამედიცინო სტანდარტის სერვისი , რომელსაც ქართველი პაციენტები ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკაში იღებენ.
მის: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. #103.
გისურვებთ ჯანმრთელობას!