პაპილომა ვირუსი - გადაცემის გზები, სიპტომები, მკურნალობა და ვაქცინაცია, როგორც ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება

პაპილომა ვირუსი - გადაცემის გზები, სიპტომები, მკურნალობა და ვაქცინაცია, როგორც ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება

127073 ნახვა

პაპილომავირუსი

პაპილომავირუსი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ კანზე ან ლორწოვანი გარსის ზედაპირზე მეჭეჭების ზრდას იწვევს. დღეისათვის მეცნიერებისთვის, დაავადების 100-ზე მეტი ტიპია ცნობილი, რომელთაგანაც ზოგიერთი  სიმსივნური წარმონაქმნების მაპროვოცირებელია. გადაცემის ძირითადი წყარო, სქესობრივი კონტაქტია. გენიტალიურ პაპილომავირუსს ასევე უკავშირდება, სასქესო ორგანოების სიმსივნეების წარმოშობას და საშვილოსნოს ყელის კიბო. ვირუსის ზოგიერთი შტამისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება ვაქცინაციაა. 

 

“მაღალი რისკის”, მათ შორის, 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59 და 66 გენოტიპებს შეუძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა და ასევე დაკავშირებულია სხვა, კერძოდ, თავისა და ყელის კიბოს შემთხვევებთან.

 

სიმპტომები

ადამიანის იმუნურ სისტემას პაპილომავირუსის დამარცხება შეუძლია, მანამ სანამ კანზე არ წარმოიქმნება მეჭეჭები, რომლებიც განსხვავებულია ინფექციის სხვადასხვა ტიპის შემთხვევაში.

  • გენიტალიური მეჭეჭები

ამ დროს კანზე იზრდება ყვავილოვანი კომბოსტოს ან პატარა ღეროს მსგავსი მეჭეჭები. ქალების შემხვევაში გამონაყარი უმეტესად ვულვაზე შეინიშნება, თუმცა შესაძლოა ჩამოყალიბდეს ანუსის მახლობლად, საშვილოსნოს ყელზე ან საშოში.

მამაკაცებში გენიტალიური მეჭეჭები ჩნდება პენისის მიდამოებში და როგოც წესი, იშვიათად იწვევს დისკომფორტ ან ტკივილს, თუმცა პაციენტი შესაძლოა შეაწუხოს ქავილმა.

  • ტიპური მეჭეჭები

ჩვეულებრივი მეჭეჭები უხეში, „თავიანი“ მუწუკების სახით ჩნდება ხელზე, თითების მიდამოებში. უმეტესად ასეთი გამონაყარი მხოლოდ არასასიამოვნო შესახედია, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში პაციენტს აწუხებს სისხლდენა და მომატებული მგრძნობელობა კონკრეტულ ზონაზე.

  • პლანტარული მეჭეჭები

ასეთი გამონაყარი მყარი, მარცვლოვანი წარმონაქმნია, რომელიც უმეტესად ჩნდება ფეხის თითების ბალიშებსა და ქუსლებზე.

  • ბრტყელი მეჭეჭები

ასეთ დროს მეჭეჭები კანიდან ოდნავ ამობურცულ, ბტყელ არეებს ქმნის. გამონაყარი ნებისმიერ ზონაში შესაძლოა წარმოიშვას, თუმცა მცირეწლოვნებს სახეზე აქვთ, მამაკაცებს წვერის არეში, ხოლო ქალებს, როგორც წესი, ფეხებზე აწუხებთ.

 

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო უმეტესად გამოწვეულია პაპილომავირუსით, თუმცა ინფექციის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ დაავადების ჩამოყალიბებას შესაძლოა 20 წლამდეც კი დასჭირდეს. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან კიბოს ადრეულ სტადიებზე შეუძლებელია სიმპტომების აღმოჩენა. ქალებისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული სკირინგტესტების ჩატარება, საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე ნებისმიერი ცვლილების დასადგენად. ასევე საყურადღებოა პაპ-ტესტის გაკეთება 3 წელში ერთხელ 21-დან 29 წლამდე პაციენტებისთვის, ხოლო 30-დან 65 წლამდე ქალბატონებს შეუძლიათ ვიზიტების შუალედი გაზარდონ კიდევ 2 წლით, ან მიჰყვნენ იგივე რეკომენდაციას. პაციენტი რეგულარული შემოწმეებისგან თავისუფლდება 65 წლის შემდეგ, თუ წლების განმავლობაში არ ჰქონია დადებითი პასუხი ინფექციაზე.

 

მიზეზები

პაპილომავირუსი უმეტესად კანიდან კანზე გადადის, საყურადღებოა სქესობრივი კავშირის დროს ინფექციის გადადება გენიტალიური ან ორალური კონტაქტიდან გამომდინარე. ორსულობისას მეჭეჭებით გამოხატულმა პაპილომავირუსმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ნაყოფის სრულფასოვნად ჩამოყალიბებას. გამონაყარი გადამდებია დაავადებული კანის ზედაპირთან რაიმე კონტაქტის დროს.

 

მკურნალობა

სამწუხაროდ, მკურნალობა შესაძლებელია პაპილომავირუსის მხოლოდ იმ ტიპების მიმართ, რომლებიც იწვევს გენიტალურ კონდილომებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაპილომავირუსის კიბოდ გადაგვარდება - დაავადების მეთვალყურეობით შესაძლოა დადგინდეს, გაქვთ თუ არა ატიპიური უჯრედები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც დროულად მოცილება მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გინეკოლოგი განსხვავებულ მკურნალობის მეთოდებს არჩევს თითოეული პაციენტის შემთხვევაში, რადგან სიმპტომები ხშირად უნიკალურია.

 

ვაქცინაცია

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის გავრცელებული შტამების მსგავს ნაწილაკებს შეიცავს. ამ უკანასკნელს ინფექციის გამოწვევა არ შეუძლია, თუმცა იმუნური სისტემა მათ პაპილომავირუსის მსგავსად უსწორდება. აღნიშნულის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები ორგანიზმს სამომავლო ინფექციისგან წარმატებით იცავს. იგი იმდენად ეფექტიანია, რომ ბევრმა ქვეყანამ HPV ვაქცინაცია სავალდებულო იმუნიზაციის კალენდარში შეიტანა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 9-დან 14 წლამდე ასაკის ყველა გოგონა პაპილომავირუსზე აუცილებლად უნდა აიცრას.

 

რისკ ფაქტორები

  • პარტნიორების რაოდენობა

რაც უფრო მეტი პარტნიონი გყავთ, უფრო მეტია პაპილომავირუსით დაავადების ალბათობა სქესობრივი კავშირისას. ისეთ პარტნიორთან ურთიერთობა, რომელსაც თქვენამდე ბევრი პარტნიორი ჰყოლია, ასევე ზრდის ინფექციის გადაცემის რისკს.

  • ასაკი

ტიპური მეჭეჭები უმეტესად ბავშვებში გვხვდება, ხოლო გენიტალიური გამონაყარი ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

  • დასუსტებული იმუნური სისტემა

ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ძლიერი იმუნური სისტემა, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს იმუნური სისტემის დამთრგუნველი სხვადასხვა საშუალებით.

  • დაზიანებული კანი

ჭრილობის არე უფრო მეტად არის მეჭეჭების განვითარებისკენ მიდრეკილი.

  • კონტაქტი

საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და საერთო საცურაო აუზების გამოყენება ზრდის უცხო ადამიანებისგან ინფექციის მარტივად გადადების რისკს. ასევე თავი შეიკავეთ მეჭეჭოვანი ზედაპირის შეხებისგან, თუ არ გაცვიათ სპეციალური დამცავი აღჭურვილობა.

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.