newhospitals
რა არის გინეკოლოგია - რეპროდუქტოლოგია

გინეკოლოგია


თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ქალი იტანჯება გინეკოლოგიური დაავადებებით, და რაც ყველაზე მეტად დამახასიათებელია ამ ვითარებისთვის, არის ის, რომ დაავადებულთა ასაკი წლიდან-წლამდე „ახალგაზრდავდება“. შემაშფოთებელი სტატისტიკაა იმ მხრივაც, რომ გინეკოლოგიური დაავადბების ფაქტები ვლინდება სკოლამდელ და მოზარდ გოგონებშიც. 

უნდა აღინიშნოს, რომ გინეკოლოგიურ დაავადებებს ხშირ შემთხვევაში სიმპტომები არ გააჩნია, რომლითაც ადამიანი შეძლებდა ყურადღების მიქცევას და ექიმთან დროულად მისვლას, ხოლო შედეგები კი ძალიან სავალალო აქვს. აქედან გამომდინარე, გახშირებულია ისეთი ფაქტები, რომელთა დროს ხდება გინეკოლოგიური დაავადბების გვიან აღმოჩენა და შესაბამისად მედიცინა უკვე უძლურია წინააღმდეგობა გაუწიოს დაავადების მიერ გამოწვეულ შედეგებს. განსაკუთრებით მოქმედებს ასეთი ჩუმი გინეკოლოგიური დაავადებების პროცესები შემდგომ უშვილობაზე და სწორედ ამიტომ, აუცილებელია პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება. 


აქვე ხაზი უნდა გავუსვათ და შევეხოთ ე.წ. ქალური დაავადებების სამ ყველაზე რთულ და გავრცელებულ ფორმას, ესენია - ანთბითი, ჰორმონალური და დისტროფიული დაავადებები. 

პირველ შემთხვევაში, დაავადების გამომწვევი მიზეზი არის პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც გადაეცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით. ჰორმონალური გინეკოლოგიური დაავადებების წარმოშობა ხდება შიდა სეკრეციული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას. დისტროფიული დაავადებები კი გულისხმობს სხვადასხვა ტიპის კისტას, წარმონაქმნებს და სიმსივნეებს. 
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გინეკოლოგიური პრობლემები ძალიან საყურადღებოა, რადგან თუ არ მოხდება რომელიმე გინეკოლოგიური დაავადების ბოლომდე სრულფასოვნად მკურნალობა, სრულიად შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების განვითარება მოხდეს, რაც თავის მხრივ ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება და ლეტალურ შედეგს იწვევს. 

უკვე აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეებიდან გამომდინარე, საჭირო ქალი რეგულარულად იტარებდეს გამოკვლევებს ექიმ-გინეკოლოგთან და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობის პროცედურებით არ გაერთოს, რადგამ მხოლოდ ლიცენზირებულ და პროფესიონალ სპეციალისტს შეუძლია დანიშნოს სწორი და ეფექტური მკურნალობა. გამოცდილი ექიმი მკურნალობას ნიშნავს პაციენტის საერთო მდგომარეობის, მისი დაავადების თავისებურებების და სხვა დაავადებების არსებობა/არარსებობის გათვალისწინებით.
ჩვენი გუნდი ზრუნავს იმისათვის, რომ საშუალება გქონდეთ გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, დროულად მიმართოთ პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტს და მაქსიმალურად დაზოგოთ დრო თქვენთვის ხელსაყრელ დღეს და ადგილას ექიმთან ვიზიტზე ჩაწერისთვის. ჩვენი ვებ-გვერდის დახმარებით თქვენ უსწრაფესად შეძლებთ მოიძიოთ ინფორმაცია პროფესიონალი ექიმების და იმ სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, სადაც გინეკოლოგია სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალშია.

tsamali.ge გისურვებთ ჯანმრთელობას!

ამბულატორია 31 ანგიოლოგია 31 გინეკოლოგია - რეპროდუქტოლოგია 202 გასტროენტეროლოგია 19 დიაგნოსტიკა 237 დერმატოლოგია 74 ენდოკრინოლოგია 108 ესთეტიკური მედიცინა 128 ვეტერინარია 11 თერაპია 54 იმუნოლოგია 27 კარდიოლოგია 124 ლაბორატორია 148 მამოლოგია 18 მრავალპროფილური კლინიკა 14 ნარკოლოგია 12 ნევროლოგია 70 ნეფროლოგია 13 ონკოლოგია 61 ოტორინოლარინგოლოგია 40 ოფთალმოლოგია 95 ორთოპედია 16 პედიატრია 98 პროქტოლოგია 21 პულმონოლოგია 7 რადიოლოგია 52 რევმატოლოგია 17 რეაბილიტაციის ცენტრი 42 სამშობიარო სახლი 34 სტომატოლოგია 251 სამედიცინო ცენტრები 69 სექსოლოგია 4 ტრავმატოლოგია 43 უროლოგია 58 ფსიქოლოგია 44 ფსიქიატრია 8 ქირურგია 215
ყველა




უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.