ვიტამინი ორგანული ქიმიური მოლეკულაა, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ზრდა-განვითარებაში. ვიტამინები ორგანიზმში სინთეზირდება ან მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ სინთეზირდება. ამდენად, მნიშვნელოვანია სათანადო, დაბალანსებული და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.
ვიტამინებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელია D ვიტამინი. იგი მოქმედებს ყველა ორგანოთა სისტემაზე და არეგულირებს ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებას.
ვიტამინი D განეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ორი ფორმა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), რომელიც წარმოიქმნება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი), რომელიც ორგანიზმში ხვდება სხვადასხვა სახეობის საკვების დახმარებით.
D ვიტამინი, რომელსაც მზის ვიტამინს უწოდებენ, არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც არეგულირებს 200-ზე მეტი გენის ფუნქციას.
D ვიტამინი გავლენას ახდენს:
ამ ვიტამინის დეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ბავშვთა ასაკი. ძვალ-სახსროვანი სისტემის ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა, ძირითადად, სხვადასხვა ხარისხის რაქიტით ვლინდება, რაც ბევრი გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ზრდასრულ ასაკშიც აუცილებელია D ვიტამინის საჭირო რაოდენობით მიღება, ვინაიდან მისმა ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს:
D ვიტამინის დეფიციტი მთელს მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. მისი როლი უმნიშვნელოვანესია კალციუმის და ფოსფორის ცვლისთვის.
როგორ მივხვდეთ გვაქვს თუ არა D ვიტამინის დეფიციტი?
D ვიტამინის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება (D3). საჭირო რაოდენობის ვიტამინის წარმოსაქმნელად საკმარისია კვირაში სამჯერ 15 წუთით მოგვხვდეს მზის პირდაპირი სხივები კანზე (კიდურების, ზურგის, სახის არეში, ყოველგვარი დამცავი კრემისა და ტანსაცმლის გარეშე). ვიტამინი არ გამომუშავდება თუ მზეს მივეფიცხებით დახურული ფანჯრის მიღმა, ღრუბლებში. ასევე ხელშემშლელია მუქი ფერის კანი. უფრო ხანგრძლივი ინსოლაცია (მზით დასხივება) კი კანის კიბოს რისკფაქტორია. ამიტომ საჭიროა ზომიერება.
ვიტამინ D2-ის მიღების ბუნებრივი წყაროა საკვები და/ან საკვები დანამატები:
დანამატების მიღება რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდგომ, დანიშნულებით. კვლევების მიხედვით, დღიური ნორმა საშუალოდ შეადგენს 600 საერთაშორისო ერთეულს (IU), თუმცა მისაღები ნორმა ინდივიდუალურია, იცვლება იმის მიხედვით თუ როგორია ორგანიზმის მიერ მოთხოვნილება. განსხვავებულია ორსულებში, მოხუცებში, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებში და მისაღები დოზა დგინდება ექიმის მიერ ჩატარებული ანალიზისა და ანამნეზის გათვალისწინებით.
ჩაეწერეთ ექიმთან „ავერსის კლინიკაში“ ონლაინ.