newhospitals
4.3
გააზიარე

უნივერსალური სამედიცინო ცენტრი

2
47
26070
4.3
47
რეკომენდაცია
2შეფასება
26070ნახვა
მიმართულება
კლინიკის მისამართი
დაგვიკავშირდით ჩაწერა 24/7

მიღებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით

ლიკა
2018-03-14
ძალიან კარგი კლინიკაა.
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
ლიკა
2017-11-24
კარგი კლინიკაა
პროფესიონალიზმი
სისუფთავე
ეთიკა
შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

უნივერსალური სამედიცინო ცენტრი

(ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი)

მიმართულებები:

  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

  • ამბულატორიული მომსახურება

  • სტაციონარი- ქირურგია

  • პალიატიური ზრუნვა

  • სხივური და ქიმიო თერაპია

  • დიაგნოსტიკური და ჰისტომორფოლოგიური ლაბორატორიები

კლინიკის მისამართი: ლისის ტბის მიმდებარედ #4.

ქალაქი: თბილისი

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია:


უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) პირველი მრავალპროფილიანი ონკოლოგიური კლინიკაა საქართველოში, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს 1977 წლიდან ემსახურება. კლინიკა 2013 წლიდან „უნივერსალური სმედიცინო ცენტრის“ სახელწოდებით ფუნქციონირებს. აქ პროფესიონალ მედიკოსთა  გუნდი 24-საათიან რეჟიმში იბრძვის მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და მათი გამოჯანმრთელებისთვის. 

კლინიკაში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:

  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

24 საათიანი სრულყოფილი გადაუდებელი დახმარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში; მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრები, მაღალტექნოლოგიური აპარატურა სიმსივნური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის.

  • ამბულატორიული მომსახურება

საიმედო სამედიცინო დიაგნოსტიკა, გამოცდილი ექიმების კონსულტაციები, მცირე ოპერაციული მანიპულაციები, წინა საოპერაციო კვლევები, მკურნალობა - ყველა სამედიცინო სერვისი ერთ ჭერქვეშ.

  • სტაციონარი-ქირურგია

თაობებს გადაცემული ქირურგიული გამოცდილება; მაღალკვალიფიციური კადრები; რადიკალური, ორგანოს შემანარჩუნებელი და რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაციები სიმსივნის ყველა ლოკალიზაციის დროს.

  • პალიატიური ზრუნვა

24 საათიანი სამედიცინო მომსახურება; ტკივილის მოხსნა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის; ფიზიკური და ფსიქოემოციური ზრუნვა; მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალი. პალიატიური ზრუნვის შინმოვლის პროგრამა;

  • სხივური და ქიმიო თერაპია

წინარე გამოკვლევების საფუძველზე, პროფესიონალი ექიმების მიერ ინდივიდუალური სქემით შერჩეული ქიმიო და სხივური თერაპია; მაღალტექნოლოგიური აპარატურა; უახლესი მუხტით აღჭურვილი სხივური თერაპიის აპარატი.

  • დიაგნოსტიკური და ჰისტომორფოლოგიური ლაბორატორიები

მაღალკვალიფიციურ მეცნიერთა და ექიმთა გუნდი; მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება; უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგიები; შედეგების სიზუსტე; სიმსივნური პათოლოგიის დიაგნოსტირება; ჰისტოგენეზის დაზუსტება.

 

უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ა.ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. გუნდი გამოირჩევა უმაღლესი სამედიცინო ერუდიციითა და პრაქტიკული გამოცდილებით, გულისხმიერებით, თავდაუზოგავი შრომითა და განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით პაციენტებისადმი. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში სომატიური დაავადებების გარდა პაციენტის ფსიქო-ემუციურ მდგომარეობაზეც ხორციელდება ზრუნვა. ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური სერვისი.

დაარსების დღიდან, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი(ა.ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) პაციენტების მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებაზე ზრუნავს და ინოვაციური მკურნალობის მეთოდების უწყვეტ ძიებაშია, ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე მედიცინაში მიმდინარე მოვლენებს.

ცენტრი წარმოადგენს სასწავლო ბაზას სხვადასხვა სამედიცინო უნვერსიტეტებისთვის, სადაც სამედიცინო პროფილის სტუდენტი მედიკოსები, ექთნები, ონკოლოგი რეზიდენტები იღებენ განათლებას.

 

უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (.ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.

  • კომპიუტერულ ტომოგრაფი- 2015 წლის,TOSHIBA-ს ფირმის 160 შრიანი, ულტრათანამედროვე აპარატი. 

  • Eckert & Ziegler BEBIG-ისფირმის Multisource®   HDRplus აპარატით, HDRplus 3D დაგეგმარების სისტემით (ბრაქითერაპიის განყოფილება)

  • ჩეხური წარმოების დისტანციური გამა თერაპიის აპარატი - ტერაგამი( სხიური თერაპიის განყოფილება) 2015 წელს ჩეხეთის საელჩოს ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოხდა სხივური თერაპიის აპარატზე ახალი მუხტის დაყენება.

  • ექოსკოპიის აპარატი- TOSHIBA-ს, 2016 წლის.

  • რენტგენის TOSHIBA-ს, 2016 წლის აპარატით.

  • Shimadzu-ს ფირმის უახლესი ინტრაოპერაციული რენტგენო ტექნიკა.

 

 

ენდეთ უნივერსალური სამედიცინო ცენტრის მრავალწლიან გამოცდილებას!

გვანდეთ თქვენი ჯანმრთელობა!

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.