კლინიკა ამბულატორიულ, მრავალპროფილურ მომსახურებას უწევს მოსახლეობას. პაციენტებს ემსახურებიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები: თერაპევტი, ჰეპატოლოგი, ვირუსოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, გინეკოლოგი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი და სხვა.
ამბულატორიაში კეთდება შემდეგი ინსტრუმენტული კვლევები: ექოსკოპია, ექოკარდიოგრაფია, დოპლეროგრაფია, ე.კ.გ; ჰოლტერი -24-საათიანი ე.კ.გ, კოლპოსკოპია, გასტროსკოპია; ცხვირის, ხახისა და ხორხის ენდოსკოპია.
კლინიკაში მოქმედებს ორსულთა პატრონაჟის პროგრამა.
"ტესტი-IMP"-ში კეთდება 300-მდე ლაბორატორიული ანალიზი. ყოველწლიურად ხდება ანალიზების ხარისხის გაკონტროლება გერმანიაში და ლაბორატორიას გადაეცემა ხარისხის სერთიფიკატები.