newhospitals
0
გააზიარე

ოჯახის ექიმი

0
48
15520
0
48
რეკომენდაცია
0შეფასება
15520ნახვა
კლინიკის მისამართი
დაგვიკავშირდით ჩაწერა 24/7

მიღებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით

ამ კლინიკაზე შეფასება ჯერ არ არის დამატებული


შეაფასე კლინიკა
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე

კლინიკის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ კლინიკის პროფილი:

გააზიარე

სიახლე გინეკოლოგიაში
ეს პრობლემა აწუხებს ევროპის მოსახლეობის 40%-ს და რუსეთში - 41%-ს. წლების სიმრავლის, რთული მშობიარობის, ოპერაციების, დაავადებების, დგომისა და ჯდომის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, მენჯის შორისის კუნთები სუსტდება, და იწვევს:
1.    საშოს კუნთების ტონუსის მოდუნებას,  დაძაბუნებას და მათ დაშვება-დაწევას
2.     უნებლიე შარდვის (გაპარვის) პრობლემებს;
3.     სექსუალურ პრობლემებს („ფართო საშოს“სიმპტომი); 
4.    საშვილოსნოს დაწევას - თიაქარს და სრულ გამოვარდნას.


  რა ვქნათ?
 გამოსავალი არის: დიაგნოზი ისმევა ციფრული ტონომეტრის საშუალებით (კუნთების ტონუსის განსაზღვრა მანომეტრით). მკურნალობა  ხდება - კოლპოტრეინის საშუალებით.
შორს წასულ შემთხვევბში კი ირცევა სილიკონის შესაბამისი ფორმა, დაზიანებული საშოს აღდგენის მიზნით.

 

სიახლე გინეკოლოგიაში ორთოპედიული გინეკოლოგია

   საშოს კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით გამოწვეული პათოლოგიების: დაწევების, ფართო საშოს სიმპტომის, შარდის შეუკავებლობის და გამოვარდნის კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა. 


ეტიოლოგია:

აღნიშნული პათოლოგიით დაავადებულია ევროპის მოსახლეობის 40 % და  რუსეთის 41 %. შემთხვევათა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, ამიტომ თავისი მასშტაბურობის გამო სოციალურ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება.


პათოგენეზი:

საშოს კუნთოვანი ქსოვილი წარმოდგენილია შიდა ცირკულარული და გარეთა გასწვრივი კუნთოვანი შრეებით. აღსანიშნავია, რომ საშოს სიგრძის (8-10 სმ) ზედა 2/3 წარმოდგენილია გლუვზოლიანი, ხოლო ქვედა 1/3 განივზოლიანი  კუნთებით, რაც შესაძლებლობას იძლევა მის აღდგენას სპეციფიური ვარჯიშების შემდეგ. 
საშოს დაზიანების, დეფორმაციის, მოდუნების და კუნთოვანი ქსოვილის კონსტრუქციის დარღვევის მიზეზთა შორის აღსანიშნავია: ადინამია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და არაადეკვატური წნევა. რაც გამოწვეულია: 1. ფიზიკური დატვირთვით 2. მენოპაუზით 3. სიგარეტით 4. რთული მშობიარობებით 5. აგრესიული სამეანო ჩარევებით 6. გინეკოლოგიური ოპერაციებით 7. ხანგრძლივი ჯდომითი საქმიანობით 8. ანთებებით 9. არარეგულარული სქ. ცხოვრებით.


კლინიკა:

პაციენტს აწუხებს: 1. საშოს კედლებზე ზეწოლის ან უცხო სხეულის შეგრძნება 2. პატარა მუცლის შესიების შეგრძნება 3. უნებლიე შარდვა 4. ტკივილი სქესობრივი აქტის დროს 5. ანორგაზმია 6. „ფართო საშოს“ სიმპტომი 7. შეკრულობა, ჰემაროი.  8.  წელის ტკივილი 


დიაგნოზი ისმევა ციფრული პერინეომეტრიით, რომლის საშუალებითაც ციფრებში იზომება საშვილოსნოს კუნთების ტონუსი. შორსწასული შემთხვევები იყოფა 4 სტადიად: 1. სასქესო ნაპრალი ღიაა 2. მოჩანს თაღები 3. საშვილოსნო დაწეულია კარიბჭემდე 4. სრული გამოვარდნა.


მკურნალობა ხდება სილიკონის კაფსულებით. თითო კაფსულას გააჩნია თავისი წონა 20-35-50-70 გრ. მათი შეკავება, გამოვარდნის გარეშე, საშოს წიაღში უნდა მოხდეს 15-20 წუთის განმავლობაში. მკურნალობისთვის მოწოდებულია კეგელის ვარჯიშის მეთოდიც. 


შორსწასული შემთხვევებისათვის, დეფორმირებული საშოს კუნთოვანი ქსოვილების რეკონსტრუქციის მიზნით, გამოიყენება სილიკონის ფორმები. დიაგნოზის დასმის შემდეგ, იზომება საშოს მოცულობა (მოცულობის გასაზომი რგოლებით) და ირჩევა სილიკონის შესაბამისი ფორმა და ზომა. ფორმის ჩადგმა და გამოღება მარტივია. გამოღება შეიძლება ყოველ საჭირო შემთხვევაში. სამი თვის გასვლის შემდეგ საჭიროა კიდევ ერთელ გაიზომოს საშოს მოცულობა, ვინაიდან საშოს კუნთოვანი ქსოვილის კონსტრუქცია ექვემდებარება აღდგენას. 


პროფილაქტიკა  

1. მშობიარობიდან 2-4 თვის შემდეგ უნდა მოხდეს სამშობიარო გზების ტონუსის შემოწმება ციფრული პერინეომეტრით და საჭიროების შემთხვევაში ვარჯიში კოლპოტრეინის საშუალებით.

2. წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს მსგავსი პროფილაქტიკური გასინჯვა. საშოს და ზოგადად შორისის კუნთების ფორმაში მოყვანის მიზნით. 3. ყოველდღიური ცხოვრებიდან უნდა იყოს ამოღებული მისი მაპროვოცირებელი მიზეზები. 

 

 სიახლე  მეანობაში
სამეანო პრაქტიკაში, ორსულების 3-5%-ში, გვხვდება ისეთი პათოლოგია, როგორიცაა საშვილოსნოს მოკლე ყელი ანუ ისთმიკო-ცერვიკალური უკმარისობა. საშვილოსნოს ყელის სიგრძე არ უნდა დამოკლდეს 30 მმ-ზე ქვევით, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლებაა ვეღარ გაუძლოს იმ მაღალ წნევას, რომელიც შექმნილია ორსულობის პერიოდში, გაიხსნას ყელი და მოხდეს  ნაადრევი მშობიარობა. 
მედიცინაში სილიკონის მასალის დანერგვის შემდეგ, აღნიშნული პათოლოგიების სამკურნალოდ შემოღებული იქნა სილიკონის რგოლები, რომლებიც: 1. ეკვრის გარშემო ყელს და უშლის მის შემდგომ გახსნას. 2. ცვლის კუთხეს საშვილოსნოს ფუძიდან ყელის მიმართულებით გავლებული წრფისა, რათა სიმძიმის ცენტრმა არ გაიაროს ყელზე და არ  გაიხსნას იგი. 
რგოლები სხვადახვა ზომისაა ნამშობიარევი და არანამშობიარევი საშოს მიხედვით. სხვადასხვა ზომისაა მისი შიდა დიამეტრიც, ნამშობიარევი და არანამშობიარევი საშვილოსნოს ყელის მიხედვით და სხვადასხვა სიმაღლისაა - საშვილოსნოს ყელის დარჩენილი სიგრძის მიხედვით. 
რგოლის დადება ხდება 14-16 კვირის შემდეგ, როცა პროგესტერონით მკურნალობა დამთავრებულია და 18-20 კვირამდე. ამოღება ხდება მშობიარობის წინ.
რგოლი რბილია, ელასტიურია და დასვრეტილია სეკრეტის დრენირებისთვის
სილიკონის პესარიები მაღალეფექტურია ქისისებურ ნაკერთან შედარებით და საშვილოსნოს ყელზე ჩამოცმა შეიძლება ამბულატორიულ პირობებში.

ინფორმაცია არ არის დამატებული
მსგავსი კლინიკები
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.