აუტიზმის დროს ტერმინ „სპექტრის“ დართვა გულისხმობს სიმპტომების და მდგომარეობის სიმძიმის ფართო სპექტრს. ეს სინდრომი მოიცავს იმ მდგომარეობებს, რომლებიც ადრე ცალ-ცალკე განიხილებოდა სხვადასხვა აშლილობის ნიშნებად - აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი, ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობა, განვრცობილი განვითარების განუკითხაობის ფორმა და ა.შ. ზოგიერთი კვლავ იწყენებს ტერმინს „ასპერგერის სინდრომი“, რაც ზოგადად მიიჩნევა აუტისტური სპექტრის აშლილობის მსუბუქ ფორმად.
აუტიზმი თავს იჩენს ადრეული ბავშვობიდანვე და საბოლოოდ იწვევს გარკვეულ პრობლემებს საზოგადოებაში, სასწავლო დაწესებულებასა თუ სამსახურში ქცევის კუთხით. ბავშვთა მცირე რაოდენობას პირველი წლის განმავლობაში აღენიშნება აუტიზმის სიმპტომები, უფრო ხშირად კი რეგრესის პერიოდი იწყება 18-დან 24 თვემდე. მიუხედავად იმისა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, ინტენსიურმა, ადრეულმა მკურნალობამ შესაძლოა, დიდი ცვლილებები შეიტანოს მრავალი მცირეწლოვანის ცხოვრებაში.
სიმპტომები
ზოგიერთ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე აღენიშნება აუტისტური სპექტრის აშლილობის ნიშნები, მაგ. თვალით კონტაქტის შემცირება, საკუთარ სახელზე რეაგირების ნაკლებობა ან აღმზრდელების მიმართ გულგრილობა. სხვა მცირეწლოვნები შესაძლოა ნორმალურად ვითარდებოდნენ ცხოვრების პირველი რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ დაკარგონ მიღებული ცონდა და გახდნენ აგრესიულები. აუტიზმის ნიშნები ჩვეულებრივ ჩნდება 2 წლის ასაკში. აუტიზმის მქონე თითოეულ ბავშვს აქვს ქცევის უნიკალური ფორმა და სიმძიმის დონე - დაბალი ფუნქციონირებიდან მაღალ ფუნქციონირებამდე. ზოგიერთს უჭირს სწავლა, ზოგი - პირიქით, სწრაფად ითვისებს სასწავლო მასალას, მაგრამ პრობლემები თავს იჩენს კომუნიკაციის დროს, როცა პატარას უჭირს ადაპტირდეს სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში. როგორც აღინიშნა, თითოეული ბავშვის სიმპტომების უნიკალური „კომბინაციის“ გამო, ზოგჯერ ძნელდება სინდრომის სიმძიმის დადგენა.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიშანს, რომელიც მიუთითებს აუტისტური სპექტრის აშლილობაზე:
ბავშვს შესაძლოა, ჰქონდეს პრობლემები სოციალური ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარებში, მათ შორის რომელიმე ეს ნიშანი:
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პაციენტს შესაძლოა, ჰქონდეს შეზღუდული, განმეორებადი ქცევა, ინტერესი ან საქმიანობა, მათ შორის რომელიმე ეს ნიშანი:
ასაკის მატებასთან ერთად, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონდე ზოგი ბავშვი ნაკლებ ქცევით დარღვევას ავლენს და მარტივად ეწევა თანატოლებს განვითარებაში, რადგან ზოგიერთი ნაკლებად მწვავე პრობლემა მარტივად სამართავი ხდება, თუმცა სხვებს კვლავ უჭირთ საუბარი და სოციალური უნარების გამომუშავება, მოზარდობის წლები განსაკუთრებულად რთულია ემოციურობის თვალსაზრისით.
მიზეზები
აუტისტური სპექტრის აშლილობას არ აქვს ერთი ცნობილი მიზეზი, რადგან სიმძიმისა და სიმპტომების ფართო სპექტრიდან გამომდინარე, თითოეული შემთხვევა განსაკუთრებულია, თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს როგორც გენეტიკა, ასევე გარემოფაქტორები.
აუტისტური სპექტრის აშლილობის ჩამოყალიბებაში რამდენიმე სხვადასხვა გენი მონაწილეობს. ზოგიერთი ბავშვისთვის ეს სინდრომი შესაძლოა ასოცირებული იყო გენეტიკური აშლილობით, მაგალითად რეტის ან მყიფე X-ის სინდრომით. გენთა გარკვეული რაოდენობა ახსენს გავლენას ტვინის განვითარებასა და ამ ორგანოს უჯრედების სხეულის სხვა ნაწილებთან დაკავშირების შესაძლებლობაზე, ამას შეუძლია, განსაზღვროს აუტიზმის სიმპტომების სიმძიმე. ზოგიერთი გენეტიკური მუტაცია მემკვიდრეობით გადაეცემა, ზოგი კი სპონტანურია.
მეცნიერები ამჟამად იკვლევენ, თამაშობს თუ არა გარკვეულ როლს აუტიზმის სპექტრის გამომწვევ მიზეზებში ვირუსული ინფექციები, მედიკამენტები, ორსულობის დროს გართულებები და ჰაერის დაბინძურებაც კი.
რისკფაქტორები
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს გარკვეული რისკფაქტორების პროვოცირებით ან დიაგნოსტირების უკეთესი შესაძლებლობებით. აუტიზმის ნიშნები გვხვდება ყველა რასისა და ეროვნების ბავშვებში, თუმცა არსებობს გარკვეული რისკფაქტორები:
ბიჭებში ოთჯერ მეტია აუტისტური სპექტრის აშლილობის გაჩენის ალბათობა, ვიდრე გოგონებში
ოჯახებში, სადაც უკვე იზრდება ერთი ბავშვი აუტიზმისთ, იზრდება კიდევ ერთი ასეთი სინდრომის მქონე პატარას დაბადების შანსი. ასევე იშვიათი არაა, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს ან ნათესავებს თავად აქვთ მცირე პრობლემები სოციალური ან კომუნიკაციური უნარების თვალსაზრისით.
გარკვეული დაავადებების დროს, როგორიცაა მყიფე X-ის და რეტის სინდრომები ან ტუბერკულიოზური სკლეროზი, იზრდება აუტიზმის განვითარების რისკი
ორსულობის 26-ე კვირამდე დაბადებულ ჩვილებს შესაძლოა მეტი რისკის მატარებლები იყვნენ აუტიზმის განვითარების კუთხით
გახსოვდეთ!
აუტისტური სპექტრის აშლილობით თავიდან აცილების გზა არ არსებობს, მაგრამ ადრეული დიანგოზირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქცევით უნარ-ჩვევებს.