მადლობა კლინიკა „ბაიებს“ ასეთი მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალიზმისთვის.
კლინიკა „ბაიები“ ნამდვილად გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით და პროფესიონალიზმით. მკურნალობის პროცესის დაწყებიდანვე ობიექტურად ვაფასებდი ყველაფერს, განსაკუთრებით დედის მდგომარეობის გათვალისწინებით – მას ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია საშვილოსნოს ყელზე. ქალბატონი ნია ონიაშვილი იყო ექიმი, რომელმაც უდიდესი პროფესიონალიზმით უზრუნველყო დედის სწრაფი გამოჯანმრთელება. კლინიკის გარემო შესანიშნავია, ექიმები მუდმივად მზად არიან ყურადღება მიაქციონ პაციენტებს. ჩვენი 4 დღიანი ცალკე პალატაში ყოფნისას ექიმები რეგულარულად შემოდიოდნენ, რომ ყურადღება გამოეჩინათ პაციენტისადმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადად ჩემთვის, როგორც შვილისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკაში მაღალკვალიფიციური ექიმების ყოლა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. ამ გამოცდილებამ გამიღვივა სრული ნდობა კლინიკის მიმართ. ასევე, მაქვს გამოცდილება კლინიკა „ბაიების“ მეორე ფილიალშიც, სადაც თითოეული ექიმი უმაღლესი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ლელა რუხაძეს, რომელიც თავის სფეროში უბადლოა. მადლობა კლინიკა „ბაიებს“ ასეთი მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალიზმისთვის. სამომავლოდ ვიცი სად და ვის უნდა ჩავაბარო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთები...
ეს კლინიკა რასის მიხედვით ემსახურება პაციენტებს როგორც მივხვდი.რეგისტრატურაში ძალიან უპატივცემულო მიმართვა,უყურადღებობა,აგრესია.ფასები გაუგებარი.ჩაწერილი ვიყავი და მისულს რამდენიმე ადამიანი დამხვდა იმავე დროს ჩაწერილი რიგში(აზერბაიჯანელები)ყველას ჩემზე წინ მოემსახურნენ. ვერ გავიგე საერთოდ სად მოვხვდი..
ჩვენმა კლინიკამ პაციენტების მიღება დაიწყო 2015 წლის 5 იანვრიდან. 2016 წლის 1-ლ ივლისს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსი 6 წლის ვადით. 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით განესაზღვრა პერინატალური სერვისის II დონე. დღეის მდგომარეობით კლინიკა გთავაზობთ სამეანო-გინეკოლოგიურ, ქირურგიულ და ამბულატორიულ მომსახურებებს.
პაციენტებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც იმსახურებს ნდობას და შეუქმნას სასიამოვნო გარემო;
ექიმებს შეუქმნას ჯანსაღი და დაცული სამუშაო გარემო, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების განვითარება და მაქსიმალური რეალიზება. გაზარდოს ახალი თაობის ექიმები, რომლებიც გადასცემენ კლინიკის ხარისხს მომავალ თაობებს;
საზოგადოებას შეუწყოს ხელი განვითარებაში მსოფლიო სამედიცინო სიახლეების კვლევითა და დანერგვით, იურიდიული და საგადასახადო წესრიგით, გარემოსა და ადამიანის უფლებათა დაცვით.