კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი
კლინიკის მისამართი:
ლუბლიანას ქ.N5
ქალაქი:
თბილისი
4.5
დაამატეთ რეიტინგი
გააზიარე
ნანახია (29683)
გამოწერა
  • პაციენტის შეფასებები
  • დამატებითი ინფორმაცია
  • დაუსვი კითხვა კლინიკას
  • ვიდეოები
  • ჩვენი ექიმები
დატოვეთ შეფასება
დატოვე შეფასებითი კომენტარი
კადრები
ინტერიერი
სისუფთავე
პარკინგი
დამატება
ვიტო
2014-06-07 10:22:43
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
მაგრები არიან მართლა!!!!!!!
დათო
2014-05-30 15:52:46
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
პროფესიონალი და ყურადღებიანი ექიმები, კარგი გარემო, მისაღები ფასები (საკმაოდ დაბალი სხვა კლინიკებთან შედარებით), პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია და გამოკვლევა მადლობა თქვენ!
მადლიერი პაციენტი
2014-05-26 12:20:59
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
მართლაც რომ დიდი მადლობა ყველას. ხელმძღვანელობიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული.
მაგდა
2014-05-21 11:54:22
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
ზალიან კარგი კლინიკაა. სად და ვისტან არ მყავდა ბავშვი მიყვანილი და ვერსად ვერაფერი გაუგეს,გულდასმით არც გასინჯეს და არც მომისმინეს აქ, ამ კლინიკაში კი თან გადამყვნენ და ჩემი შვილი დღეს სრულიად ჯანმრთელია. მადლობა ყველას.
ანი
2014-05-19 20:14:40
კადრები
სისუფთავე
ინტერიერი
"კოსმეტოლიგებმა" მთელი სახე ლაქებად მიქციეს .. რომ არა ესენი გარეთ გასვლისაც კი მცხვენოდა! მადლობა დერმატო-კოსმეტოლოგებს!!!!!

შპს კანისა და ვენსნეულებათა

სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი

 

 

საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა შპს “ქ.თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერის” (მდებარე კონსტიტუციის ქ.N4) შერწყმა სს “კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან” (მდებარე ნინოშვილის ქ.N55). მრავალწლიანი მდიდარი გამოცდილების მქონე ზემოაღნიშნული ორი კოლექტივი მუშაობას აგრძელებს შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის“ სახით, რომელიც  ამჟამად მდებარეობს ლუბლიანას ქ.N5 (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა - ჰოსპიტალ დიღომი).

კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კლინიკური, ექსპერიმენტული, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა.

მაღალკვალიფიციური დერმატო-ვენეროლოგების მთელი პლეადა,  მათ შორის 9 პროფესორი და 10 მედიცინის დოქტორი, კანის დაავადებათა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკას ახორციელებს თანამედროვე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მეთოდებით და მკურნალობს მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტებით. (კანის დიაგნოსტიკა უახლესი ულტრათანამედროვე დერმოსკოპიული აპარატით,  რომელიც ახდენს ხალების და კანის სიმსივნეების, კანის ნებისმიერი დაავადების უტყუარ დიაგნოსტიკას).

ცენტრი ემსახურება ბავშვთა და მოზრდილი ასაკის პაციენტებს.

ცენტრში მუშაობს შემდეგი დეპარტამენტები:

დერმატოლოგიური

დერმატო-კოსმეტოლოგიური

სქესობრივი გზით გადამდებ (სგგ) დაავადებათა

ვირუსული ინფექციების (სექსოლოგის კაბინეტი)

ანდროლოგიური

კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის

განყოფილებაჯანმრთელობის კაბინეტი

ფოტო და სხივური თერაპიის

პოდოლოგიური კაბინეტი

აფთიაქი

 

ცენტრი მუშაობს შემდეგი მიმართულებით:

დერმატოლოგიური:

  • კანის ინფექციები:
  • ვირუსული
  • ბაქტერიული
  • სოკოვანი
  • პარაზიტული
  • არაინფექციური ანთებითი დაავადებები:
  • აუტოიმუნური ბულოზური
  • აუტოიმუნური შემაერთებელი ქსოვილის
  • ჭინჭრის ციება და სხვა ერითემული დაავადებები
  • დერმატიტები (ეგზემა)
  • ფსორიაზი, წითელი ლიქენი და სხვა აქერცვლით მიმდინარე დერმატოზები
  • კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები (დიაგნოსტიკა ციფრული დერმოსკოპით, მონიტორინგი და მკურნალობა)
  • პიგმენტაციის დარღვევები
  • კანის გენეტიკური დაავადებები, თანდაყოლილი და შეძენილი ანომალიები
  • მეტაბოლური და ტოქსიკური დაზიანებები კანზე
  • კანის დანამატების (თმა, ფრჩხილი და სხვ.) პათოლოგიები, კერძოდ, თმის კვლევა თანამედროვე ტრიქოსკანის აპარატით, რომელიც  ავტომატურ რეჟიმში ითვლის თმის ცვენის ბიოლოგიურ პარამეტრებს, ამასთან თმის ცვენის მკურნალობა ხდება უახლესი მეთოდებით კლინიკური რეკომენდაციების გაიდლაინების შესაბამისად.

 

  • დერმატო-კოსმეტოლოგიური – კანის, თმების, ფრჩხილების დაავადების მკურნალობასთან ერთად ტარდება შემდეგი დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურები:
  • მეჭეჭებისა და პაპილომების, ქსანთელაზმების და კონტაგიოზური მოლუსკების მოცილება
  • გაფართოებული სისხლძარღვების გაუფერულება
  • კანის გაახალგაზრდავების მანიპულაციები: ქიმიური პილინგი, მეზოთერაპია, ბოტოქსის ინიექციები, სახის ფორმის მოდელირება და ნაოჭების გასწორება შემავსებლებით, პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია
  • ტუჩების კორექცია, ნაოჭების გასწორება აპარატული მეთოდით, სხეულის კორექცია-გამკვრივება, ცელულიტის დაშლა ფიზიოთერაპიული მეთოდით
  • ასევე წარმოებს ასაკობრივი ფერისმჭამელას მკურნალობა მხოლოდ ჩვენთან აპრობირებული მეთოდით.

დეპარტამენტი აღჭურვილია კანის მოვლისა და გაახალგაზრდავების უახლესი თანამედროვე აპარატურით.

  • სქესობრივი გზით გადამდებ (სგგ) დაავადებათა – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, უროგენიტალური კანდიდოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი და სხვ.)  უტყუარი დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებით.
  • ვირუსული ინფექციების – კანისა და სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული ეტიოლოგიის პრობლემები, როგორიცაა ადამიანის პაპილომავირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და სხვ. პრობლემა აწუხებს მოსახლეობის 45-50%-ს. ამ ვირუსებს შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, როგორიცაა მყარი ნევროლოგიური დარღვევები, ავთვისებიანი სიმსივნე, უშვილობა.
  • სექსოლოგის კვალიფიციური დახმარება სექსუალური დისფუნქციების შემთხვევებში.
  • ანდროლოგიური – მამაკაცთა უშვილობის, ერექციული დისფუნქციის, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა და პროსტატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ანდროლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
  • კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში  ხდება კანის და  სგგ დაავადებების კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები უახლესი აპარატურით. სგგ დაავადებების დიაგნოსტირება წარმოებს სპეციფიური დიაგნოსტიკუმებით, სეროლოგიური და იმუნოფერმენტული მეთოდებით, ასევე სპეციფიური ბაქტერიოლოგიური ანალიზატორის საშუალებით ხდება გონოკოკის, ტრიქომონას, ურეაპლაზმის, სტრეპტო-სტაფილოკოკებისა და სხვა მიკრობების იდენტიფიკაცია, ცენტრი ახორციელებს ინფექციების დნმ დიაგნოსტიკას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით.
  • განყოფილებაჯანმრთელობის კაბინეტი ემსახურება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებს (კომერციული სექს-მუშაკი ქალები, მამაკაცი ვისაც სექსი აქვს მამაკაცთან). ამ ჯგუფში წარმოებს სგგ ინფექციებზე უფასო კვლევა და მკურნალობა. მუშაობის პრინციპებია: რეგისტრაციის ანონიმურობა, პაციენტთა სრული კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, სგგ ინფექციების დიაგნოსტიკა და მათი  მართვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ევროპული გაიდლაინების სრული დაცვით, ფსიქოლოგიური პრე- და პოსტანალიზური კონსულტირება, რომელსაც ატარებს ფსიქოლოგ-კონსულტანტი.
  • ფოტო და სხივური თერაპია, რისთვისაც გამოიყენება თანამედროვე აპარატურა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ფოტო- და ფიზიოთერაპიული მეთოდები  (PUVA, UVA-1, UVB 311) დღეისათვის ყველაზე ეფექტური მეთოდებია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ფსორიაზი, პარაფსორიაზი, ვიტილიგო, ნეიროდერმიტი, სებორეული დერმატიტი, ფუნგოიდური მიკოზი, სკლეროდერმია, ვარდისფერი პიტირიაზი, ალოპეცია, აკნე და სხვ. ამ მეთოდით მკურნალობის შედეგად მიიღწევა პაციენტების 90-96%-ის კლინიკური გამოჯანმრთელება. დამტკიცებულია ამ მეთოდის  უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა.
  • პოდოლოგიურ კაბინეტში თანამედროვე აპარატურით ხდება დისტროფიული და სოკოთი დაავადებული ფრჩხილის, ჰიპერკერატოზული კანისა და ნაპრალების დამუშავება, ჩაბრუნებული ფრჩხილის და კოჟიჟის მკურნალობა უსისხლოდ და უმტკივნეოლო მეთოდებით.
  • ჰიდროკოლონოთერაპიის კაბინეტში წარმოებს მსხვილი ნაწლავის ღრმა გამორეცხვა უახლესი ტექნოლოგიის  აპარატურით.
  • ცენტრში ფუნქციონირებს აფთიაქი, რომელიც ამზადებს დერმატოლოგიასა და ვენეროლოგიაში გამოყენებულ ადგილობრივი მოხმარების მედიკამენტებს.

ცენტრის სამეცნიერო მიღწევები ასახულია სამეცნიერო შრომების კრებულთა 22 ტომში, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო კონფერენციების მასალებში, სამამულო და საზღვარგარეთის პრესაში, გამოქვეყნებულია 2000-მდე შრომა, აგრეთვე გამოცემულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სამეცნიერო-პოპულარული ბროშურები. 2015 წელს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის, „საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის“ და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინი ფაკულტეტის ინიციატივით გამოცემულ იქნა პირველი ქართული დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ატლასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარების საქმეში, რამდენადაც ბოლო 40 წელია არ გამოცემულა ახალი ქართული სახელმძღვანელო. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია, საბერძნეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაილანდი, თურქეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი,  უკრაინა, ბელორუსია, ესტონეთი, ლიტვა, ყაზახეთი, უზბეკეთი  და სხვ.).

ცენტრის ექიმთა წარმატებული მუშაობის შედეგია ყოველწლიურად ცენტრში პაციენტთა მომართვიანობის პროგრესული ზრდა.

გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმი - ეს არის ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ.

ჩვენი დევიზია  -  ტრადიციებით ქმნით მომავალს.

 

ჩვენი ექიმები


ფასები