კომპანია NMS 24/7 გთავაზობთ სრულყოფილ სამედიცინო, ექთნის მომსახურებას ბინაზე მთელი საქართველოს მაშტაბით! რაც საშუალებას აძლევს პაციენტს, თავიდან აიცილოს კლინიკაში გადაადგილება და მიიღოს კვალიფიციური დახმარება მშვიდ, უსაფრთხო გარემოში.
. ხანდაზმულ ადამიანებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ოპერაციის შემდგომ პერიოდში მყოფ პირებს ან დროებით დასუსტებულ ადამიანებს ხშირად სჭირდებათ!
ექთნის ბინაზე მომსახურება სწორედ ასეთ შემთხვევებში წარმოადგენს კომფორტულ და პრაქტიკულ სერვისს.
NMS 24/7 პროფესიონალი ექთნების მობილური ჯგუფი ბინაზე გთავაზობთ;
კანქვეშა (subcutaneous) — ინსულინი, ჰეპარინი, ზოგიერთი ვაქცინა
კუნთშიდა (intramuscular) — ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ანტიანთებითი საშუალებები
კანშიდა (intradermal) — ალერგიული ტესტები, ტუბერკულინის სინჯი
ვენაშიდა (intravenous) — მედიკამენტის სწრაფი ეფექტისთვის
1)ინტრავენური ინფუზია გადასხმა-
2)ჭრილობის მოვლა - დამუშავება და ნახვევის შეცვლა
3)ნაკერების მოხსნა და დამუშავება, მათ შორის დასტეპლერებული ნაკერების მოხსნა (ანტისტეპლერით)
4)საშარდე სისტემის მოვლა - შარდის ბუშტის კათეტერიზაცია (კათეტერის დაყენება, მოხსნა, შეცვლა, გამორეცხვა)
5)ეპიცისტოსტომის მოვლა და შეცვლა ბინაზე
6)სასუნთქი გზების მოვლა - ნახველის ზედაპირული სანაცია
7)ტრახეოსტომიანი პაციენტის მოვლა ბინაზე
8)ნაზოგასტრალური ზონდით მკვებავი პაციენტის მოვლა ბინაზე
9)ნაწოლების პროფილაქტიკა და მოვლა
10)გასაწმენდი ოყნა
11)პაციენტის ჰიგიენური მოვლა - დაბანა, ზეწრის შეცვლა, მოწესრიგება (ერთჯერადი ან რეგულარული)
12)ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის მართვა ბინაზე
13)პალიატიური პაციენტის 24/7 მოვლა ბინაზე
14)პაციენტის შინ მოვლა ბინაზე - მუდმივი ან ერთჯერადი ექთნის ვიზიტი
15)24-საათიანი ექიმის პატრონაჟი
ექთნის (მედდის) გამოძახება ბინაზე
16)სანიტარის გამოძახება ბინაზე
17)მედძმის გამოძახება ბინაზე
შედის პაციენტი საიტზე www.gadasxma.ge რეკავს პაციენტი მითითებულ ნომერზე ან ვოცაფი ტელეგრამის აპლიკაციის მეშვეობით! კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი პაციენტთან მიდის მის საცხოვრებელ მისამართზე და ექიმის დანიშნულებისა და შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლების ფარგლებში ახორციელებს საჭირო საექთნო პროცედურებს.
განსაკუთრებული ადგილი ბინაზე საექთნო მომსახურებაში უჭირავს ინტრავენურ ინფუზიას წვეთოვანი ე.წ.„გადასხმას“, რომელიც გარკვეულ სამედიცინო მდგომარეობებში შეიძლება ჩატარდეს პაციენტის სახლში, როდესაც ამის საჭიროება და უსაფრთხოება ექიმის მიერ არის განსაზღვრული.
ბინაზე გამოძახებული ექთნის მომსახურება შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა საექთნო პროცედურას. მომსახურების კონკრეტული სახე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ექიმის დანიშნულებასა და სამედიცინო საჭიროებაზე.
ინტრავენური ინფუზიის ჩატარება ექიმის დანიშნულებით;
კუნთში და კანქვეშა ინექციები;
ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეყვანა;
ჭრილობის დამუშავება და გადახვევა;
ოპერაციის შემდგომი მოვლა;
ნაწოლების მოვლა;
პაციენტის ზოგადი მდგომარეობის კონტროლი;
არტერიული წნევის, პულსისა და ტემპერატურის კონტროლი;
ხანდაზმული და შეზღუდული მობილობის მქონე პაციენტის საექთნო მხარდაჭერა;
გარკვეული პროცედურებისთვის პაციენტის მომზადება;
ოჯახის წევრებისთვის პაციენტის მოვლასთან დაკავშირებული საექთნო რეკომენდაციების მიცემა.
საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება შეიძლება იყოს ერთჯერადი ან განმეორებითი, მათ შორის გარკვეული პაციენტებისთვის - რეგულარული საექთნო ვიზიტების სახით.
ბინაზე ექთნის გამოძახების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია ინტრავენური ინფუზიის, ანუ გადასხმის ჩატარება.
ინტრავენური ინფუზია გულისხმობს სითხის ან ექიმის მიერ დანიშნული შესაბამისი პრეპარატის შეყვანას ვენაში სპეციალური საინფუზიო სისტემის საშუალებით.
ინფუზიური თერაპიის საჭიროებას და კონკრეტულად რომელი ხსნარი ან მედიკამენტი უნდა იქნეს გამოყენებული, განსაზღვრავს ექიმი. ექთნის როლია ექიმის დანიშნულების შესაბამისად პროცედურის უსაფრთხოდ და შესაბამისი წესების დაცვით ჩატარება.
ბინაზე ინფუზიის მომსახურებას რამდენიმე პრაქტიკული უპირატესობა აქვს.
პაციენტს არ უწევს სახლიდან გასვლა, ტრანსპორტირება და კლინიკაში რიგში დგომა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ხანდაზმული, დასუსტებული ან გადაადგილების შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის.
NMS 24/7 ექთნის სახლში, ბინაზე, ოფისში, სასტუმროში გამოძახება საშუალებას იძლევა პროცედურა ჩატარდეს პაციენტის საცხოვრებელ გარემოში, წინასწარ შეთანხმებულ დროს.
ზოგიერთი პაციენტისთვის საკუთარი სახლი უფრო მშვიდი და კომფორტული გარემოა, ვიდრე სამედიცინო დაწესებულება.
ოჯახის წევრს შეუძლია პაციენტის გვერდით იყოს და საჭიროების შემთხვევაში ექთანს მიაწოდოს ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობისა და ექიმის დანიშნულების შესახებ.
ინტრავენური ინფუზია გამოიყენება სხვადასხვა სამედიცინო სიტუაციაში, თუმცა მისი საჭიროება ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
ექიმმა შესაძლოა ინფუზიური თერაპია დანიშნოს, მაგალითად, როდესაც საჭიროა:
ორგანიზმში სითხის შევსება;
გარკვეული ელექტროლიტების ან სხვა ნივთიერებების კორექცია;
ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის ვენაში შეყვანა;
გარკვეული მდგომარეობის დროს სამკურნალო სითხეების მიღება;
პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე სხვა შესაბამისი ინფუზიური თერაპია.
მნიშვნელოვანია: „გადასხმა“ არ არის უნივერსალური პროცედურა, რომელიც ყველა დაღლილობის, სისუსტის, გაციების ან სხვა სიმპტომის დროს არის საჭირო. ინფუზიის სახეობას, შემადგენლობას, დოზას და ჩატარების საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი.
ბინაზე ინფუზიის ჩატარებისას პროფესიონალი ექთანი პირველ რიგში ამოწმებს ექიმის დანიშნულებას და პაციენტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
პაციენტის მდგომარეობის შეფასება და საჭირო ძირითადი მაჩვენებლების კონტროლი;
ექიმის დანიშნულების გადამოწმება;
საჭირო სამედიცინო მასალებისა და ინფუზიური სისტემის მომზადება;
ჰიგიენისა და ასეპტიკის შესაბამისი წესების დაცვა;
ვენური წვდომის უზრუნველყოფა;
დანიშნული ინფუზიის დაწყება;
პაციენტის მდგომარეობის დაკვირვება პროცედურის მიმდინარეობისას;
პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შეფასება.
პროცედურის დროს ექთანი ყურადღებას აქცევს პაციენტის თვითშეგრძნებას და შესაძლო არასასურველ რეაქციებს.
სამედიცინო პროცედურის სახლში ჩატარება არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების მოთხოვნები შეიძლება შემცირდეს.
პირიქით, ბინაზე მომსახურებისას აუცილებელია პროფესიონალური მიდგომა, შესაბამისი კვალიფიკაცია, ჰიგიენისა და ასეპტიკის წესების დაცვა და ექიმის დანიშნულების ზუსტად შესრულება.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
არსებული დაავადებები;
ალერგიული რეაქციების ისტორია;
მიმდინარე მედიკამენტები;
ექიმის დანიშნულება;
ინფუზიის მიზანი;
პაციენტის ზოგადი მდგომარეობა.
თუ პაციენტის მდგომარეობა საჭიროებს ექიმის შეფასებას ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მხოლოდ ბინაზე ექთნის ვიზიტი საკმარისი არ არის!
დაგვიკავშირდით ამ ნომერზე: 595 05 49 78