რომელი ორგანოების სიმსივნეები იქნება ყველაზე გავრცელებული 2040 წლისთვის?

რომელი ორგანოების სიმსივნეები იქნება ყველაზე გავრცელებული 2040 წლისთვის?

4016 ნახვა

 

მეცნიერების პროგნოზით, მომდევნო 20 წლის განმავლობაში კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობების სიაში  დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ამ ეტაპზე, ა.შ.შ-ის მაგალითზე, ყველაზე ხშირი სიმსივნური დაავადებებია: ძუძუს, ფილტვების, პროსტატის კიბოები და მელანომა. 

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, 2017 წლის მონაცემებით ვითარება შემდეგნაირია: ყველაზე გავრცელებული სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე იყო, რომლის გამოვლენის 1 615 შემთხვევა დაფიქსირდა, მეორე ადგილზე საჭმლის მომნელებელი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეებია 1 417 შემთხვევით, ხოლო მესამე პოზიციას სასუნთქი სისტემისა და გულმკერდის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეები იკავებს, რომლის 930 შემთხვევა გამოვლინდა.

2040 წლისთვის, მკვლევარების განცხადებით, მელანომა სიმსივნის მეორე ყველაზე გავრცელებულ სახეობად იქცევა, ხოლო პროსტატის კიბოთი დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა 14-ჯერ შემცირდება, სავარაუდოდ, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე კვლავ უცვლელად ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ დაავადებად დარჩება. სტატია ამ პროგნოზების შესახებ, კიბოს ყოველწლიური შემთხევების საერთო რაოდენობის ანალიზის შემდეგ, JAMA Network Open-ზე გამოქვეყნდა. ავტორები სიმსივნური დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებლებზეც მსჯელობენ. ამჟამად კიბოთი გარდაცვალება ყველაზე ხშირად ფილტვის პრობლემებს უკავშირდება, შემდეგ მოდის მსხვილი ნაწლავის, პანკრეასისა და ძუძუს კიბოები. 2040 წლისთვის, ამ მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება  ღვიძლისა და ნაღვლის სადინარის კიბოებს შეეხება, ამ ტიპის სიმსივნეებით გარდაცვალება სიაში მეექვსე ადგილიდან მესამეზე გადმოიწევს.

როგორც სტატიის ავტორები ვარაუდობენ, ორი ათეული წლის შემდეგ კიბოთი სიკვდილიანობის რეიტინგში მოწინავე ადგილებზე დავინახავთ: ფილტვების, პანკრეასის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების კიბოებს. სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა გაზრდილი რაოდენობისა, გარდაცვალების რიცხვი ასეთ შემთხვევაში წლიდან წლამდე მცირდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ მხრივ მკურნალობის საშუალებები გაუმჯობესდა და სკრინინგის ჩასატარებლად ახლა კლინიკას უფრო მეტი პაციენტი აკითხავს.

მიუხედავად ყველაფრისა, მკვლევართა გარკვეული ნაწილის აზრით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კიბოს ტენდენციები ზოგჯერ შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს ან პირიქით, ამიტომ საბოლოოდ მაინც რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.