გენომიქსი - 2020 წელს საქართველოში, ადგილობრივ და ამერიკულ სამედიცინო სფეროში მოღვაწე მეცნიერების მიერ ახალი, მაღალტექნოლოგიური, ბიოსამედიცინო კვლევის და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი დაარსდა. გენური დიაგნოსტიკის ცენტრი "გენომიქსი" დაფინანსებულია პროგრამა “აწარმოე საქართველო”-ს ფარგლებში.
ბიოსამედიცინო კვლევის და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი "გენომიქსი" მიმდინარე ეტაპზე გთავაზობთ "SARS-CoV-2"-ის, რნმ-ის განსაზღვრას ცხვირ-ხახის ნაცხში PCR მეთოდით.
ბიოსამედიცინო კვლევის და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი "გენომიქსში" 2021 წლიდან იგეგმება შემდეგი კვლევები:
- C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) PCR გენოტიპირება
- ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) გენოტიპირება
- F II პროთრომბინის გენის G20210 მუტაცია
- FV V ფაქტორის (ლეიდენის გენის) G1691A მუტაცია
- FV V ფაქტორის (Haplotype HR2) (H1299R) მუტაცია
- MTHFR მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას გენის (C677T) მუტაცია
- MTHFR მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას გენის (A1298C) მუტაცია
- PAI-1 პლაზმინოგენის აქტივატორის ინჰიბიტორი
- სარძევე ჯირკვლის კვლევა BRCA -1
- სარძევე ჯირკვლის კვლევა BRCA -2
- მტარებლობის გენეტიკური ტესტი (Carrier Genetic Test)
- ERA - ენდომეტრიუმის რეცეფციის ტესტი
- საშვილოსნოს მიკრობიომი
- PGT-A - პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდიისთვის
- PGT-M - პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი მონოგენური დაავადებებისთვის
- NIPT - არაინვაზიური პრენატალური ტესტი